პოლიტიკოსი მინისტრები გაპოლიტიკოსებული სპორტსმენების ნაცვლად

გია ჯაფარიძე

 

რამდენიმე კვირის წინ ერთი ძალიან არასასიამოვნო ამბავი შევიტყვეთ - ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა უარი თქვა ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე და სპორტული კარიერის გასაგრძელებლად აშშ-ში გადავიდა. ამიერიდან იქ იცხოვრებს და სხვადასხვა ტურნირებზე აშშ-ს სახელით გამოვა. მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობა და უსახსრობაა. საქართველო, რომელიც განებივრებული არაა მაღალი დონის ჩოგბურთელების რეპროდუქციით და წარმატებით, დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებზე ღირსეულად წარმოდგენის შესაძლებლობის გარეშე დარჩა.

22-04-2014, 14:04 | ბლოგები | ნანახია - 1840

ეროვნული ტრიადა VS დემოკრატიული ფასეულობები

ეროვნული ტრიადა VS დემოკრატიული ფასეულობებიგიორგი კავკასიძე

 

2012 წლის ნოემბერში ჩემს ფეისბუქის გვერდზე დავწერე - საპარლამენტო არჩევნებში ძველმა ტრადიციულმა ფასეულობებმა მოუგეს ახალ (მოსახლეობისთვის გაუგებარ) ფასეულობებს.
ამ მოსაზრების სიმართლეში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი როდესაც რამდენიმე დღის წინ ბ-ნ ალექსანდრე ჯეჯელავას ლექცია “აღმოვაჩინე” ინტერნეტში, სახელწოდებით “ ქართული ხალხური პროფესიული ზღაპრები”

16-04-2014, 17:03 | ბლოგები | ნანახია - 2145

დეპეშა დავით ზურაბიშვილს

დეპეშა დავით ზურაბიშვილს ნათია მეგრელიშვილი

 

წლების განმავლობაში ვცდილობდი და თავს ვიკავებდი, რომ ერთი მოსაზრებაც კი არ გამომეთქვა ამ პიროვნების მიმართ. ერთი მიზეზი იყო ის, რომ გულგრილობა უფრო ძლიერი იარაღია, ვიდრე აგრესიული დაპირისპირება და მეორე მიზეზი ის, რომ ჩვენ შორის ბევრი ახლობელი დგას და არ მინდა მათ ვაწყენინო (ეს ხომ თბილისია).

 

მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. მას შემდეგ, რაც გაზეთში მისი პუბლიკაციები წავიკითხე, ჩავთვალე, რომ ეს ადამიანი ცოტა დაკაცდა, აღარ არის აცუნდრუკებული ბიჭი, აღარ უნდა, ჩართული იყოს საყოველთაო ლანძღვა-გინების მარათონში და გვთავაზობს მოწიფული ასაკისათვის შესაფერის ურთიერთობებს, მაგრამ სულ ტყუილად მქონია ამის იმედი.

16-04-2014, 15:49 | ბლოგები | ნანახია - 2757

რატომ მოდის რუსი?

რატომ მოდის რუსი?ქეთი ელიეშვილი

 

პატარა თავისმართლება

 

ძალიან პრეტენზიული სათაურია არა?  წესით, ასეთი სათაური ანალიტიკურ სტატიას უნდა ერქვას.. ამიტომ,  თუ ამ სტრიქონების მკითხველი  ძალიან ჭკვიანურ ან თუნდაც უბრალო ანალიზს ელოდება, წინასწარ ბოდიში მინდა მოვუხადო,,,

 

 მაგრამ თუ...

12-04-2014, 13:21 | ბლოგები | ნანახია - 2991

გავანეიტრალოთ მე-5 კოლონა

გავანეიტრალოთ მე-5 კოლონანიკოლოზ ვაშაკიძე

 

            მოგეხსენებათ, 60-ანი წლების ბოლოდან ქალაქებში მშენებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს შიდა ნაგავსადენებს უკეთებდენ ნაგვის ბუნკერებით პირველ სართულზე. ეს ნაგვის  ბუნკერები თბილისში 2000 - ან წლებში გაუქმდა მერიის მიერ გატარებული დასუფთავების რეფორმის შედეგად. სანამ ეს გაკეთდებოდა, ბუნკერები ანტისანიტარიის წყაროს წარმოადგენდა  და თბილისის ეზოებში მრავარრიცხოვანი ვირთხებისა და კატების არსებობას უწყობდა ხელს.

8-04-2014, 22:21 | პოლიტიკა, ბლოგები, არქივი | ნანახია - 4038

9 აპრილის ჩაძირვა იგეგმება?

ნათია მეგრელიშვილი

 

ყველა ეპოქას თავისი თარიღი აქვს, რომელსაც უფრთხილდება და ზოგჯერ ეთაყვანება კიდეც. ჩვენი თაობის სიყრმის არსის და პასუხისმგებლობის თარიღი არის 9 აპრილი, რომელიც ჩვენი სიამაყეც არის და გადაულახავი და დაუვიწყარი დარდიც.

 

უკანასკნელ პერიოდში „ახალ საქართველოში“ ბევრჯერ მოვისმინე, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის დღე არის 1 ოქტომბერი.

 

არც იოცნებოთ!

7-04-2014, 14:50 | ბლოგები | ნანახია - 2807

ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს

 ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრსნათია მეგრელიშვილი

 

 

მან თქვა: “ჩვენ გადავწყვიტეთ, იგნორი გავუკეთოთ იმ ისტერიას, რომელიც მიზანმიმართულად მიმდინარეობს...“

 

მართალია პრემიერი, ყველანაირი ისტერია უნდა იქნას იგნორირებული და ქვეყანაც უცებ დალაგდება.

 

ასე რომ, საპარლამენტო უმცირესობას მოვუწოდებ, დაუჯერონ პრემიერს და უმრავლესობის ზიზღით გაჟღენთილ ისტერიას, რომელსაც მთავარსარდლობენ ამხანაგი კობახიძე და ქანთარია, იგნორი გაუკეთონ.

31-03-2014, 15:15 | ბლოგები | ნანახია - 2451

მე რომ სააკაშვილი ვიყო

ნათია მეგრელიშვილი

მე რომ სააკაშვილი ვიყო 

 ყველამ ვიცით, ვისი სურვილია  პრეზიდენტ სააკაშვილის  დასავლეთიდან მოშორება და საქართველოში დაპატიმრება - ეს არის რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ამას ქართველების ხელით გააკეთებს.

 

დიახ, ის ძალიან ხელს უშლის პუტინს. არადა, დრო ცოტა აქვს, ივნისიც მალე მოვა და ქართველებს ხელი აქვთ მოსაწერი ხელშეკრულებაზე.

 

ამას გვაპატიებს?

24-03-2014, 14:30 | ბლოგები | ნანახია - 1654

დიადი პილიგრიმობა საქართველოში

დიადი პილიგრიმობა საქართველოშიზურა ოდილავაძე

 

სამტრედიიდან მრევლი დაიძრა, 

მიწა ზანზარებს ქართლის! 

აჭარას სტუდენტი არ დარჩა, 

სწყურიათ მიღება მადლის!

ერთი...

 

 

  

 

 

 

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელოვნური თანამგზავრი უკანასკნელი თვეებია დედამიწაზე მეტად უცნაურ და შემაშფოთებელ ინფორმაციას აგზავნის – საქართველოს ტერიტორიაზე შეიმჩნევა ხალხთა მასების არამოტივირებული გადაადგილება... ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბი დღედაღამ ფხიზლობს, სამხედრო ელიტა საგონებელშია ჩავარდნილი – ვერაფრით გაურკვევიათ, რა ხდება, რა საიდუმლო განზრახვა ამოძრავებს ათასობით ქართველს, რომლებსაც ასე უყვართ თავიანთი კუთხე-კუნჭული, მოსწყდეს მშობლიურ კერას, თბილ საწოლსა ან მუდმივი ქორწილ-ქელეხების სამყაროს და სამარშრუტო ტაქსების კილომეტრიანი კოლონით თბილისის მიმართულებით გაქანდეს?... შემდეგ, ლობიანებით ხელში ისეირნოს ავლაბრის დაღმართზე, მოძრაობის შეფერხების გამო, მთელი დღე ისმინოს დედაქალაქის მძღოლთა გინება და დასასრულ, გაბადრული სახით სახლში დაბრუნდეს?

22-03-2014, 14:02 | ბლოგები | ნანახია - 2077

მაპატიეთ, მაგრამ...

ზვიად აძინბაია

 

სტუდენტთა ასოციაცია კრეატივის პრეზიდენტი

 

ნებისმიერი ქართველი, იცის თუ არა მან ქვეყნის ისტორია, მონაკოსა თუ ციურიხის პირველად ნახვის შემდეგ უნებლიეთ წამოიძახებს  - ჩვენ მათ ჩამოვრჩებით.

 

დიახ, ჩამოვრჩებით და ზუსტად ორასით - ორასი კილომეტრ საათით, როცა მათ ჩაგვიქროლეს ჩვენ, ოცდაჩვიდმეტნახევარ კილომეტრ საათის სიჩქარით ,,მფრინავთ’’, მართლაც რომ მფრინავთ.

17-03-2014, 17:42 | ბლოგები | ნანახია - 1750

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია