გამარჯვებულის დამარცხება

მალხაზ პატარაია

მოძრაობა ,,დაბრუნების“თავმჯდომარე

 

გამარჯვებულის დამარცხება

 

1993 წლის 15-16 მარტის სოხუმის მოვლენების შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. სრულიად უდავოა, რომ ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში სოხუმის დაცვის ეს ეპიზოდი მნიშვნელოვან ფურცელს ჩაწერს, როგორც მეომრული სულის ზეობის, თანამედროვე ომში გამოუცდელი ქართველი ჯარისკაცის, ქალაქის მოსახლეობის გმირობისა და თავდადების ბრწყინვალე მაგალითი.

16-03-2014, 14:27 | ბლოგები | ნანახია - 1771

„განა თქვენ, ქართველები ცუდად ცხოვრობდით საბჭოთა კავშირის დროს?“

„განა თქვენ, ქართველები ცუდად ცხოვრობდით საბჭოთა კავშირის დროს?“კოტე გვასალია

 

არ მახსოვს ისე მოვხვედრილიყავით ქართველები რუსულ კამპანიაში, რომ არ ეთხოვათ: скажите пожалуйста грузинский тост. ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა, რადგან გულწრფელობა პასუხად იმის ახსნას მოითხოვდა, რომ სინამდვილეში ბუნებაში არ არსებობს ქართული სადღეგრძელო. არსებობს ქართული სუფრა, ანუ ღვინის სმის ქართული ტრადიცია. ეზოთერიკისადმი ინტერესი, ისევე როგორც ხანგრძლივი ცხოვრება ევროპაში, მაძლევს ორი დასკვნის საფუძველს: ერთი, რომ ქართულ სუფრასთან დაკავშირებით საქმე, შესაძლოა, ღვინით მედიტაციის უძველეს წესთან გვაქვს, მეორეც ის, რომ ღვინის სმის მსგავს ტრადიციას ევროპაში ვერსად ნახავთ. ამ კულტურასთან გასაცნობად აუცილებელია, პირველ რიგში, იმის გაგება, თუ რას ნიშნავს ქართველისთვის ვენახი. ქართულ მეღვინეობაზე გადაღებულ ფილმში შვეიცარიელი რეჟისორი მაყურებელს ატყობინებს, რომ ადრე ქართველი გლეხები, ნაცვლად საყოველთაოდ მიღებული მისალმებისა - „როგორ ხარ?“ შეხვედრისას ერთმანეთს ეკითხებოდნენ - „რას შვება შენი ვენახი?“

15-03-2014, 15:15 | ბლოგები | ნანახია - 2751

ბიჭო, იქნებ, პაპა იყო შენი?

(წერილი რუსეთუმეებს)

 

პაატა ჩიქოვანი

 

ძვირფასო მკითხველო! მოგახსენებთ, რატომ ავირჩიე ეს სათაური ჩემი წერილისთვის. რუსეთ-საქართველოს 200-წლიანი ომის განმავლობაში რუსეთის მიერ ჩადენილი ბოროტებები ამ პერიოდში მოღვაწე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებს ზუსტად აქვთ განსაზღვრულ-ჩამოთვლილ-წარმოჩინებული. მიუხედავად ამისა, მაინც არიან დღეს ადამიანები, რომლებიც უგულვებელყოფენ ისტორიულ სინამდვილეს, არას დაგიდევენ ფაქტებს, იმეორებენ ი. ბ. სტალინისა და სხვა საბჭოთა იდეოლოგების მიერ შეთხზულ ზღაპრებს რუსი და ქართველი ხალხის ძმობისა და მეგობრობის შესახებ. რადგან მათ გონებაში საღი აზრის შეღწევა, როგორც ჩანს, შეუძლებელია, მინდა მათ წერილით მივმართო და ერთი ხერხი ვცადო (ხერხს მიმიხვდებით). კონკრეტული გვარების დასახელებას მოვერიდები და კრებით სახელს გამოვიყენებ, რომელიც მათ წმიდა ილია მართალმა შეარქვა (ხო, მართლა, ზოგიერთ ღვთისმსახურს შევახსენებ: წმიდა ილია მართალმა) – რუსეთუმეები! ზოგიერთ ისტორიულ ფაქტს მოვყვები და მათ საფუძველზე კითხვებს დავსვამ.

15-03-2014, 14:54 | ბლოგები | ნანახია - 3692

ჩემი ხილვა

ზურა ოდილავაძე

 ჩემი ხილვა

   ბოლო დროა, ქართული პუბლიკის არნახული ყურადღება ხილვებმა მიიპყრო. არცაა გასაკვირი – ბოლო ჟამი გვიახლოვდება... ფართო მასებმა დედა პარასკევას ორსურვილიანი სიზმრის შესახებ ის იყო შეიტყვეს და სასწაულთმორწმუნეების მამაცი დივიზიონი იმწამს მცხეთისკენ გაქანდა... ბრძოლაში ბევრი გმირულად დაეცა, თუმცა, ავანგარდმა სამთავროს მონასტრის კედლები მაინც შეანგრია, ბერების საფლავები გადაჯეგა და ტაქსის შახმატებისა თუ ზეთი ,,ოლეინას“ გამარჯვების დროშა მამა გაბრიელის საფლავზე მაინც ააფრიალა! დიდება გმირებს!

14-03-2014, 20:20 | ბლოგები | ნანახია - 1922

სასახლე გელოდებათ, ბატონო პრეზიდენტო!

ნათია მეგრელიშვილი

 სასახლე გელოდებათ, ბატონო პრეზიდენტო!

გულწრფელობა დღეს ძალიან არადამაჯერებელი არგუმენტია, მაგრამ მართლა გვახარებს საქართველოს პრეზიდენტის  გამოჩენა ტელეეკრანზე.

 

როგორც ჩანს, პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო მიიჩნევს, რომ მისი იშვიათი გამოჩენა მხოლოდ ტელე-სტუდიებში და არა პომპეზურ სასახლეში, მოწმობს მის თავმდაბლობასა და ხალხოსნურ სტილზე, რაც ქმნის ახალ მითს - „ჩვენი პრეზიდენტი არ არის ამბიციური და წინამორბედივით აჟიტირებული“. ეს დიდი შეცდომაა.

10-03-2014, 13:23 | ბლოგები | ნანახია - 2669

მოქალაქე - ,,მე”

ზურა ოდილავაძე

 მოქალაქე  - ,,მე”

   ეს ამბავი, ხიბლში მოლივლივე გურუს ,,მე-მე-მე...“-სა და მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური სიბეცის დემონსტრირებით დაიწყო:

 

,,მე არ მგონია, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების დაპყრობა და ოკუპაცია... მე ძალიან კარგ ანალიზს ვაკეთებ, ძალიან კარგად შემიძლია ანალიზის გაკეთება....მე ამის პრეტენზია მაქვს... მე გუშინ მქონდა შეხვედრა ევროპარლამენტარებთან და იქ უფრო მეტი დავალაგე, იქ უფრო მეტი ვისაუბრე რუსეთზე“...

 

5-03-2014, 20:13 | ბლოგები | ნანახია - 3325

მიბაძეთ თეა წულუკიანს

 მიბაძეთ თეა წულუკიანსნათია მეგრელიშვილი

 

იუსტიციის მინისტრი თამაშის წესებს არღვევს.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქალბატონი თეა წულუკიანი ყოველგვარი მუხლებისა და კანონების ნუმერაციის ჩამოთვლის გარეშე( რაც მოსახლეობას ძალიან ძაბავს), ადამიანურ და საყოფაცხოვრებო ენაზე აკეთებს ამა თუ იმ მოვლენის განმარტებას, რაც გვიადვილებს ჩვენ, საშუალო სტატისტიკური მონაცემების ადამიანებს პრობლემის აღქმას.

4-03-2014, 15:53 | ბლოგები | ნანახია - 1515

25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე

25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე1921 წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ივანე ჯავახიშვილმა ასე მიმართა სტუდენტებს: ” შვილებო! ჩემი მოვალეობაა...

25-02-2014, 21:34 | ბლოგები | ნანახია - 1891

ცხადდება ვაკანსია - ხელისუფლებაში გვესაჭიროება პოლიტიკოსები!

ნათია მეგრელიშვილი

 

ქართველი მინისტრები და პარლამენტარები მშვიდად აცხადებენ, რომ უკრაინას დღეს არ სჭირდება ჩვენგან არავითარი დახმარება. . . . . არ ვიცი ამას რა დავარქვა - სიძუნწე თუ უვიცობა? როდის იყო ქართველს დახმარება დაზარებოდეს? სამთავრობო დონეზე უკრაინას  თითქმის უკანასკნელებმა დავუჭირეთ მხარი - სანამ მთელი მსოფლიო არ აგუგუნდა, გაყუჩებული ვიყავით.

 

 ნაციონალებს დასცინეთ, ყოფილ პრეზიდენტსაც, მაგრამ პოლიტიკაში ისევ გაჯობეს. დღეს, როცა უკრაინას მართლა ძალიან სჭირდება დახმარება, მათთვის საქართველოს მხარდაჭერა  ასოცირდება  ისევ ყოფილ ხელისუფლებასთან და არა თქვენთან, ვინც, თურმე, დახმარებას არც აპირებს.

24-02-2014, 15:09 | ბლოგები | ნანახია - 2305

ცხრა წელი - ეროვნული კიჩი

ცხრა წელი - ეროვნული კიჩიმარიამ მათიაშვილი

 

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთაგან და ზოგიერთი ოპოზიციონერისგან ვისმენდით ერთ სანუგეშო და ნამდვილად აქტუალურ მოსაზრებას, რომ ახალი ხელისუფლების არჩევის შემდეგ აუცილებელი იქნებოდა მასთან მიმართებაში საზოგადოებას სიფხიზლე შეენარჩუნებინა, გაეკრიტიკებინა და ამით არ მიეცა შეცდომების დაშვების საშუალება, რაც პრობლემა იყო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირველ წლებში. ეს მოსაზრება იმის იმედს იძლეოდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ჯანსაღი კრიტიკის სტანდარტის დამკვიდრება, რომელშიც ახალი ხელისუფლება აპრიორი მოუსმენდა  ოპოზიციას.

21-02-2014, 17:59 | ბლოგები | ნანახია - 1494

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია