შალვა რამიშვილი + არტ-არეა = სირცხვილს

ნათია მეგრელიშვილი

 შალვა რამიშვილი + არტ-არეა = სირცხვილს

საქართველოს პრეზიდენტის სასახლის დამცირების და გამარგინალებისთვის ბევრი პროექტი მუშავდება, მაგრამ შალვა რამიშვილმა შესანიშნავი გამოსავალი მოძებნა.

 

სასახლეში თანამედროვე ქართული და, რაც მთავარია, კონცეფტუალური ხელოვნების გამოფენა  გუშინ გაიხსნა - გუშინ, როცა მთელი მსოფლიო უყურებდა კიევის საზარელ კადრებს, ჩვენს თვალწინ ადამიანები კვდებოდნენ  და იმის ნაცვლად, რომ ქართველ ხელოვანებს (რომლებსაც, თურმე, კონცეფციებიც აქვთ) ეს გამოფენა და „სუპერ“ ინსტალაციები რუსთაველის გამზირზე დაედგათ და მიეძღვნათ უკრაინელებისთვის, ჩაიკეტენ „ნანატრ საძულველ“ სივრცეში და ფილოსოფიურად წარმოაჩინეს გამოფენის აქტუალობა.

21-02-2014, 13:36 | ბლოგები | ნანახია - 4811

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ნათია მეგრელიშვილი

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

სოჭში  ქამრებით  და მუშტებით სცემენ უკრაინელ გოგონებს, კიევში მაიდანი იწვის, პუტინმა ჰოკეი წააგო, აფხაზეთში კილომეტრები მატულობს, გალში კაზაკები დასეირნობენ.

 

 საქართველო კი ჰყვავის და ბედნიერი ადამიანები თავისუფლად სუნთქავენ!

 

ბევრი ვიფიქრე, ვის შეიძლება შევჩივლოთ ნამდვილი ტკივილი და მხოლოდ თქვენ გამახსენდით - ჩემი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ჯერჯერობით პოლიტიკის ცოდნასა და გამოცდილებაში ნამდვილად ლიდერობს ახალგაზრდა და გამოუცდელი პრეზიდენტის და პრემიერის გუნდში და   საკმაოდ დიდი ძალისხმევით, მაგრამ მაინც ცდილობს იყოს ობიექტური (თუ საერთოდ არსებობს ასეთი ცნება).

20-02-2014, 16:09 | ბლოგები | ნანახია - 2121

ფული და ძალაუფლება ანუ ვინ მართავს მსოფლიოს

ფული და ძალაუფლება ანუ ვინ მართავს მსოფლიოსმარინა გვალია

 

დღევანდელ მსოფლიოში ოპტიმიზმის საფუძველს ცოტა რამ თუ იძლევა. უკვე აღარავის აღარ სჯერა, რომ ეკონომიკური კრიზისისაგან დაუძლურებულ ქვეყნებში მკაცრი ეკონომიკური ზომები ზედმიწევნით იქნება დაცული ან კიდევ, საყოველთაო მორალი იმარჯვებს მსოფლიო სკანდალებზე, სადაც ფული და ძალაუფლება ერთმანეთში არეულა. იმედი ნაადრევია : თამაშის წესები და ინტერესები არ შეცვლილა და ჯერჯერობით არც მსოფლიო პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სისტემას ჰყავს სანატრელი გურუ, რომელიც სასწაულებრივად იხსნიდა მსოფლიო საზოგადოებას თანამედროვეობის მძიმე ხვედრისაგან.

19-02-2014, 16:11 | ბლოგები | ნანახია - 3088

დაანგრიეთ! მაგის დედაც. . .

დაანგრიეთ! მაგის დედაც. . .ნათია მეგრელიშვილი

 

 ტელევიზორში განათლების მინისტრს მოვკარი  თვალი. ის საკმაოდ გაღიზიანებული საუბრობდა ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე და საერთოდ მოითხოვა, რომ ეს თემა აღარ განეხილათ. ტაბუ!

 

 ქვეყანა, სადაც  ინჟინრების, მშენებლების, კონსტრუქტორების,  გამომგონებლების, ფიზიკოსების, ქიმიკოსების დიდი დეფიციტია, ხელისუფლება იწუნებს პროფილურ უნივერსიტეტს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო და ეს მიზეზი არის „მიშას ფანტაზიები“. . . . ჰოდა, გენაცვალე, იქნებ უკვე დროა, საკუთარი ფანტაზიები აამოქმედოთ და საქმის კეთებას შეუდგეთ?

17-02-2014, 17:01 | ბლოგები | ნანახია - 5199

დეპეშა გია ხუხაშვილს

დეპეშა  გია  ხუხაშვილსნათია მეგრელიშვილი

 

ვიცი, ხმამაღლა არაფერზე დამეთანხმებით, მაგრამ  თქვენი გონებრივი შესაძლებლობები გაცილებით მაღალია, ვიდრე თქვენი კოლეგების და დარწმუნებული ვარ, გულის გულში მაინც გაიზიარებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს.

 

ტელეგადაცემა „თეორემამ“ მკაფიოდ დაგვანახა, რომ ძალიან მოწყენილი იყავით და ყოვლისმცოდნე და შემძლე ხუხაშვილის მითი დაამსხვრიეთ. თქვენც კი, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში პროტაგონისტი რომ იყავით და იდეების გენერატორი, უცებ მოიწყინეთ და აღმოაჩინეთ, რომ მშვიდი, მაგრამ თავდაჯერებული პროფესიონალების ოპონირება ძალიან რთულია.

10-02-2014, 17:57 | ბლოგები | ნანახია - 4151

ვინ დაანგრევს კედელს?

მართა იამანიძე

ვინ დაანგრევს კედელს? 

თანამედროვე ქართული საზოგადოების სახე მისივე სოციალურ-პოლიტიკური რეალობაა.
ორი პოლიტიკური ძალის მომხრეთაგან და მოწინააღმდეგეთაგან ვინ მწვერვალებს იპყრობს, ვინ ვარსკლავებს წყვეტს სიძულვილის გამოსახატად მის მიმართ, ვინც მისი „მტერია.“
ეს ნეო-ბოლშევიკური იდეოლოგია საძირკველს დებს საზოგადოების ცნობიერებაში და ჩვენც ყოველდღე ახალ-ახალ როლებს ვირგებთ, რათა წარმატებულად შევასრულოთ ჩვენ-ჩვენი სიძულვილის ეტიუდები გაურკვევლობის ერთ დიდ ამფითეატრში.
მეორე მხარეს მავთულხლართებია.
გაყოფილი საზოგადოებაც ხელოვნური ბარიერების მეშვეობით შორდება ერთმანეთს და რუსული „აგურიც“ სათითაოდ იდება იმ დიდი კედლის მშენებლობაში, რომელიც ერთ სახლში მცხოვრები ოჯახის განცალკევებას უსახური კონსტრუქციით ცდილობს.

5-02-2014, 17:50 | ბლოგები | ნანახია - 1788

აღგზნებული ფარისევლების კაპელა

აღგზნებული ფარისევლების კაპელაზურა ოდილავაძე

 

,,გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო, მესია ვარ, შენი, სამოქალაქო!"

 

   უკვე დღეს თამამად შეიძლება ითქვას – ამჟამინდელი ხელისუფლების ერთადერთი წარმატებული პროექტი ხალხის ფართო მასებში სიძულვილის დანერგვა შეიქნა. სასარგებლო საქმეების კეთებით დიდად არც დასაწყისში გამოუჩენიათ თავი, მაგრამ ყველას იმედი გვქონდა, რომ დროთა განმავლობაში, ქვეყნის პროკურატურად გადაქცევა დასრულდებოდა. არა, ზიზღის ნაკადი კვლავ მოტულობს! საკმარისია ტელევიზორი ჩართო (,,ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების მეორე წელი მიდის!) და დაინახავ კოალიციის ლიდერების აგრესიისგან გადაბრეცილ სახეებს, რომლებიც ბოლშევიკური მგზნებარებით მორიგ სენსაციურ ბრალდებას ამტკიცებენ და ,,ხალხის მტრებს“ ამხელენ.

3-02-2014, 20:10 | ბლოგები | ნანახია - 4136

რატომ არ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის ლიკვიდაცია?

ნათია მეგრელიშვილი

რატომ არ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის ლიკვიდაცია? 

ერთი მარტივი მიზეზის გამო. ერთადერთი ქართული პოლიტიკური ძალაა, რომელიც ანერვიულებს რუსეთის ხელისუფლებას. მათი არსებობა საერთაშორისო პოლიტიკის ასპარეზზე ჯერ კიდევ ავტორიტეტულია. ის ნამდვილად ახერხებს ტრადიციული რუსული პროვოკაციების გაშიფვრას, რაც საქართველოს მოსალოდნელი ანექსიის პუტინისეულ გეგმას ცოტა აფერხებს.  საბედნიეროდ, პუტინი გამოცანა არ არის. ივანე მრისხანეს დამპყრობლური  და ცივი ომების  ეპოქიდან რუსეთს ბრძოლის მეთოდები არ შეუცვლია. სცენარი სტანდარტული  და ბანალურია: ეს არის პროვოკაციები, უცხო ქვეყნის შიდა არეულობები, სამოქალაქო ომები და კეთილი რუსული არმია, რომელიც ყველას გადასარჩენად მზად არის. ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ დიდი რუსეთის შეწუხება არ ღირს. ამიტომაც შიხიაშვილის გეგმა, რომ ნაციონალები მოუსავლეთში უნდა დააპორტიროს, ჯერ ნაადრევია. განა ამხანაგ შიხიაშვილს შეუძლია გაუმკლავდეს „გენერალ როდიონოვების“ დემაგოგიას?  ისე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაციონალების ყოფილი აქტივისტია, შესაძლოა,  კიდეც ფლობს ამ უნარ-ჩვევებს (არ მჯერა).

28-01-2014, 14:39 | ბლოგები | ნანახია - 2098

საბჭოელები, ახალი ფეოდალები იდეალისტები და... უკრაინის საშინელი აჩრდილი

ზურაბ ოდილავაძე

 

,,ღმერთმა დაგიფაროთ გარდაქმნების ეპოქაში ცხოვრებისგან,“ – ძველი ჩინური სიბრძნე

  

საბჭოელები

 

   სსრკ დაემხო, ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და შევუდექით ახალი სახელმწიფოს შენებას. თუმცა, ცხადია, ადამიანთა მენტალობა საბჭოური დარჩა, რაც, პირველ რიგში, ,,შიშსა და თანხმობაზე“ დაფუძნებულ, იგივე კოლექტიურ აზროვნებასგულისხმობს. იმავდროულად, რუსეთის იმპერიის წიაღში განვითარებამ წარმატების შესაბამისი სტერეოტიპებიც ჩამოგვიყალიბა. იგივე ხელოვანი თუ არტისტი საკუთარი თავისრეალიზებას დღესაც მხოლოდ რუსულ სივრცეში ხედავს – ესაა მისი შესაძლებლობების უმაღლესი საფეხური. მართლაც, მაგალითისთვის, თვეში ერთხელ სიხშირით ,,ერისიონის“ კონცერტებითა და ,,რუსული რომანსების“ მგზნებარე შესრულებით ევროპელების ფართო მასების მოხიბვლა დიდად გაჭირდება, თამარ გვერდწითელის რეპერტუარით ამერიკელების აღფრთოვანებაზე აღარაფერს ვამბობ. ამიტომ სწორედ რუს ბატონს მიიჩნევს ყმა უმაღლეს მსაჯულად. ყოფით დონეზეც ქართველი რუსთან ადვილად იძენს წარმოსახვით უპირატესობას და შესაბამისად, მონა მონასთან თავს კომფორტულად გრძნობს – მათ ხომ ფასეულობები, მისწრაფებები და ტკბილად მოსაგონარი წარსულიც ერთი აქვთ. სამწუხაროდ, ,,საბჭოელობა“ – ცნობიერების უკურნებელი სენია და ამას არაფერი ეშველება.

26-01-2014, 17:38 | ბლოგები | ნანახია - 2000

ადამიანს ძალუძს საკუთარი ბედნიერების შემოქმედი გახდეს : განკურნების უნივერსალური რეცეპტი

მარინა გვალია

 

ვიცით თუ არა, როგორი აღდგენითი მექანიზმები გააჩნია ადამიანის ორგანიზმს და როგორ შეიძლება მათი გამოყენება ამა თუ იმ ავადმყოფობისგან გასათავისუფლებლად? ამის შესახებ მოგვითხრობს კანადელი ფსიქოანალიტიკოსი და ავტორი გი კორნო, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიმსივნეს.

 

კორნოს, რომელმაც ციურიხის კარლ გუსტავ იუნგის სახელობის ინსიტიტუტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, 2007 წელს აღმოაჩნდა მეოთხე ანუ ბოლო სტადიის სიმსივნე. სხვადასხვა სამკურნალო ტრადიციული თუ ჰოლისტიკური(კვლევითი მიდგომა. გამოდის რა დებულებიდან, რომ მთელი მეტია მის ნაწილთა ჯამზე, გამოსაკვლევი ობიექტის ცალკეული თვისების რედუქციას ახდენს, ცდილობს ფენომენი დაინახოს, დააკვირდეს და ახსნას მთლიანობაში. სამოქალაქო განათლების ლექსიკონი)კურსის პარალელურად მან ამ მძიმე ცხოვრებისეული გამოცდის წყალობით განიცადა შინაგანი ცვლილების ერთგვარი კაპიტალური აუცილებლობა. მისმა მონათხრობმა არაერთი მსმენელი თუ მკითხველი ააღელვა.

26-01-2014, 14:42 | ბლოგები | ნანახია - 1720

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია