გრიგოლ ვაშაძის წიგნები

გრიგოლ ვაშაძის წიგნები Iveria.biz  აგრძელებს რუბრიკას - „წიგნები“. 

 

რუბრიკის სტუმრები წერენ იმ 20 წიგნის ჩამონათვალს, რომელთა წაკითხვაც, მათი აზრით, სასურველია საზოგადოებისთვის. ეს  არის სუბიექტური რჩევა ცალკეული პიროვნებებისაგან  იმის თაობაზე, თუ რა უნდა   წავიკითხოთ.

 

წიგნების მცირე ჩამონათვალი მოიცავს, როგორც მხატვრულ, ასევე არამხატვრულ ლიტერატურას.

 

რუბრიკის სტუმარი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და Iveria.biz-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი  გრიგოლ ვაშაძე, სიის შედგენისას, შეეცადა  აერჩია ის ნაწარმოებები, რომლებიც თავისი შინაარსით მკითხველს საქართველოს დღევანდელ პრობლემებში გარკვევას გაუადვილებს.

 

გრიგოლ ვაშაძის შერჩეული წიგნებია:

2-12-2013, 18:57 | წიგნები | ნანახია - 4130

ნიკა რურუას წიგნები

Iveria.biz იწყებს ახალ რუბრიკას - „წიგნები“. 

რუბრიკის სტუმრები დაწერენ იმ 20 წიგნის ჩამონათვალს, რომელთა წაკითხვაც, მათი აზრით, სასურველია საზოგადოებისთვის. ეს  იქნება სუბიექტური რჩევა ცალკეული პიროვნებებისაგან  იმის თაობაზე, თუ რა უნდა   წავიკითხოთ.

 

წიგნების მცირე ჩამონათვალი მოიცავს, როგორც მხატვრულ, ასევე არამხატვრულ ლიტერატურას.

 

კულტურის ყოფილი მინისტრი და Iveria.biz-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი  ნიკა რურუა რუბრიკის პირველი სტუმარია

 

ნიკა რურუას მიერ შერჩეული წიგნებია:

28-11-2013, 16:28 | წიგნები | ნანახია - 5648

მოგონებები შეფიცულთა რაზმზე

iveria.biz-მა დაიწყო  ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებების გამოქვეყნება

 

მოგონებები შეფიცულთა რაზმზე

 

ალექსანდრე სულხანიშვილი

1922-1924

 

(გაგრძელება. ნაწილი 4)

 

***

იმ დროს თუქურმიშაში რუსის ჯარი იდგა, მთელი ათასეული. აქამდის თუ მხოლოდ მილიცია დაგვდევდა, ახლა რამდენიმე ასეულმა შეგვიკრა გზები იმ მიზნით, რომ თელავის მაზრისკენ არ გავეშვით. თუ ქიზიყშივე მოგვიმწყვევდნენ, უფრო გაუადვილდებოდათ ჩვენი დევნა, ხოლო თელავის მაზრაში გაცილებით უფრო ძნელი იქნებოდა ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ, რადგან იქ მიუვალი ადგილებია და ხშირად ვერ ბედავდნენ ჩვენთან შერკინებას. ჩვენ ვიცოდით, რომ თელავის მაზრისაკენ მიმავალი მთავარი გზები შეკრული იყო; მიტომ არ ვჩქარობდით და ისევ ახლო-მახლო მომცრო ტყეებში მივიკუნჭეთ. მეორე ღამით დიდი სიფრთხილით, შეუმჩნევლად გადავლახეთ საგულდაგულოდ შეკრული გზა და სოფელ ჯუღაანის მახლობელ ვენახებში დავბანაკდით. უზუნდარას ბრძოლის შემდეგ საშინლად გაგვიჭირდა ორი დღე სანოვაგის მხრივ. ახლა ამ ვენახებში, საჭმელი კი ადვილად მოგვიტანეს. მაგრამ სიცხემ შეგვაწუხა ძალიან, რადგან ვაზების ჩრდილი ვერ გვფარავდა. იქვე მყოფ მუშებს კოკებით მოჰქონდათ წყალი და მით გვაგრილებდნენ. ამასობაში რუსების ასეული სულ ახლო იყო ჩვენთან: მათ ჩვენ ტყეში ვეგონეთ მაშინ, როდესაც მზის მხურვალე აბაზანებს ვიღებდით ვენახში!

26-11-2013, 12:25 | წიგნები | ნანახია - 1353

მოგონებები შეფიცულთა რაზმზე

iveria.biz-მა დაიწყო  ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებების გამოქვეყნება

 

მოგონებები შეფიცულთა რაზმზე

 

ალექსანდრე სულხანიშვილი

1922-1924

 

(გაგრძელება. ნაწილი 3)

 

***

თითქმის მარტის ბოლომდე მოგვიხდა დარჩენა ამ ბინაზე. აქ შემოგვიერთდა რამდენიმე კაცი, მათ შორის ელიზბარ ვაჩნაძე. ელიზბარი თელავში მსახურობდა მეექვსე ფეხოსან ათასეულში. იქ მას რაღაც უსიამოვნება მოუხდა უფროსთან და ჩვენთან გამოიქცა.

 

იმ წელიწადს საქართველოში შიმშილობა ჩამოვარდა და ძალიან გაძნელდა სანოვაგის შოვნა. ამისათვის გადავწყვიტეთ გადასვლა სიღნაღის მაზრაში. ჯერ ერთი იმისათვის, რომ გაგვადვილებოდა საკვების შოვნა, ხოლო მეორეც იმისთვის, რომ უკვე უნდა დაგვეწყო მოქმედება. ახლა უკვე რიგიანად იყო შეიარაღებული თითქმის ოც კაციანი რაზმი. ჩვენთან იყო რამდენიმე ქისტიც პანკისის ხეობიდან.

15-11-2013, 12:53 | წიგნები | ნანახია - 1626

მოგონებები შეფიცულთა რაზმზე

iveria.biz-მა დაიწყო  ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებების გამოქვეყნება

 

მოგონებები შეფიცულთა რაზმზემოგონებები შეფიცულთა რაზმზე

 

ალექსანდრე სულხანიშვილი

1922-1924

 

(გაგრძელება)

 

***

თბილისში ყოფნისას ქაქუცა რამდენჯერმე შეხვდა გენერალ კოტე აფხაზს. ეკატერინოფელდში ქაქუცასთან მე ხშირად მქონდა საუბარი. აი, მაშინ მიამბო მან, რომ ჩვენს მხედრობას პარტიზანული ბრძოლების წამოწყება ჰქონია გადაწყვეტილი და ამ საქმის სათავეში ჩადგომას თვითონ მას ავალებდნენ. ამისათვის, როგორც მან მითხრა, ჯერ პატარა ჯგუფს უნდა მოეყარა თავი მეტად საიდუმლო ვითარებაში, რათა რაზმის შესაქმნელად დაეწყო მზადება.

9-11-2013, 20:05 | წიგნები | ნანახია - 2054

მოგონებები შეფიცულთა რაზმზე

iveria.biz იწყებს ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას

 

      მოგონებები შეფიცულთა რაზმზემოგონებები შეფიცულთა რაზმზე

 

ალექსანდრე სულხანიშვილი

1922-1924

 

     წინასიტყვაობა

 

საშინლად აღმაშფოთებელი იყო 1921 წლის დამარცხება, მაგრამ საჭირო იყო მოვალეობის მოხდა ისტორიის წინაშე. მტერმაც მოგვცა საამისო საბაბი. საქართველოს დაკავების დღიდანვე შეუდგნენ რუსები საუკეთესო მამულიშვილების დევნას, გადასახლებას, დახვრეტასა და ქვეყნის დაწიოკებას. ქართველ ერშიაც იმავე დღიდან დაიწყო ძალების შემოკრება, დარაზმვა და ბრძოლისათვის მზადება. ერთი ასეთი საშუალებათაგანი იყო პარტიზანული ბრძოლების გაჩაღება, არევ-დარევის შეტანა მტრის ბანაკში.

4-11-2013, 12:47 | წიგნები | ნანახია - 1615

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა - საქართველოს უნიკალური შანსი

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა - საქართველოს უნიკალური შანსინიკა რურუა

 

როგორც მკითხველს მოეხსენება, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გლობალური მასშტაბის ღონისძიებაა, რომელზეც თავს იყრის მსოფლიოს უდიდეს გამომცემელთა და ბესტსელერთა (და არა მარტო) ავტორების ყველაზე სრული კრებული.

29-06-2013, 23:45 | წიგნები | ნანახია - 1865

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია