დასიცხული მთავრობა და ცხელი ზაფხულის ეკონომიკური შედეგები

დასიცხული მთავრობა და ცხელი ზაფხულის ეკონომიკური შედეგები

 

დავით ნებიერიძე

 

ტურისტული სეზონის პიკზე ეროვნული ვალუტის კურსი, რომ გაგექცევა ეს უკვე კატასტროფაა!

 

დეკლარირებულ დონეზე ქართული ეკონომიკა ტურიზმზეა ორიენტირებული და სავალუტო შემოდინებების თვალსაზრისით, აგვისტოს თვე ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით უნდა გამოირჩეოდეს. შესაბამისად, თუ ტურისტული სეზონი სათანადო დონეზე მომზადდებოდა და სავალუტო შემოდინებები ზრდის ტენდენციებით იქნება გამორჩეული, მაშინ ეს პროცესები დადებითად იმოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებაზე და ზოგადად, მიმდინარე წლის მაკროეკონომიკური სტაბილურობის საფუძვლების განმსაზღვრელი იქნება.

7-08-2015, 22:06 | ეკონომიკა | ნანახია - 1645

ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია! რა გველის შემოდგომიდან..?

ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია! რა გველის შემოდგომიდან..?

 

დავით ნებიერიძე

 

თითოეული მოქალაქის მომავალი დამოკიდებულია სახელმწიფოს კეთილდღეობაზე. ამიტომ, ნურავის ეგონება, რომ თუ ქვეყნის მომავალს დაემუქრება საფრთხე, თუნდაც მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, ნებისმიერი მოქალაქის პირად კეთილდღეობაზე ეს უარყოფითად არ აისახება! სამწუხაროდ, დღევანდელი მთავრობის ყველაზე დიდი შეცდომა ზუსტად იმითაა განპირობებული, რომ ისინი ამ საფრთხეს ვერ აღიქვავენ. სამწუხაროდ ხელისუფლების წარმომადგენლებს გონიათ, რომ მათი შემოსავლის წყაროები დაუშრეტელი მდინარესავითაა. მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მდიდარი ქართველის ფინანსურ თვითმყოფადობასაც შეიძლება სრული მოსპობა დაემუქროს, თუ პასუხისმგებლობის მომენტი დადგება! და რაც უფრო დიდია პასუხისმგებლობის ტვირთი, მით უფრო მაღალია

20-07-2015, 22:05 | ეკონომიკა | ნანახია - 2713

ინტელექტუალური სავარჯიშოები საქართველოს მთავრობისთვის. იცით თუ არა, რომ...?

ინტელექტუალური სავარჯიშოები საქართველოს მთავრობისთვის. იცით თუ არა, რომ...?

 

დავით ნებიერიძე

 

- საქართველოს ეროვნული ვალიუტის კურსის ვარდნაზე გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენს უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდა. მოთხოვნა, კი წარმოიშობა სამომხმარებლო და ფინანსური ბაზრების კონიუნქტურიდან გამომდინარე. ასეთ მოთხოვნას და საბაზრო კონიუნქტურას აყალიბებს რამოდენიმე ძირითადი ფაქტორი:

 

1. სამომხმარებლო ბაზარზე იმპორტული საქონლის წილი გაცილებით აღემატება ადგილობრივი წარმოების საქონლის წილს. რაც აუცილებელს ხდის იმპორტული საქონლის შესაძენად სავალუტო რესურსების მობილიზებას და მის გადინებას ქვეყნის ეკონომიკური სივრციდან.

  

8-07-2015, 22:05 | ეკონომიკა | ნანახია - 2441

ბერძნული ”ქოციზმის” კრახის უფასო გაკვეთილები

ბერძნული ”ქოციზმის” კრახის უფასო გაკვეთილები

 

დავით ნებიერიძე

 

ჭკვიანი და ანალიზის უნარის მქონე ადამიანისთვის სავსებით საკმარისი იქნებოდა საბჭოთა ისტორიის სამოცდაათ წლიანი გაკვეთილები, რომ საკუთარი ცნობიერებიდან ამოეშანთა ”ჰომოსოვეტიკუსის” მენტალობა და მიმხვდარიყო, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგვურშია და კეთილი პატრონის მოთხოვნილება, მხოლოდ პიროვნული უსუსურობისაგან წარმოიშობა!

 

3-07-2015, 17:06 | ეკონომიკა | ნანახია - 2803

საქართველოს მთავრობის არაადეკვატურობის ზეიმი და სახელმწიფო მენეჯმენტის პრაფანაცია!

საქართველოს მთავრობის არაადეკვატურობის ზეიმი  და სახელმწიფო მენეჯმენტის პრაფანაცია!

 

დავით ნებიერიძე

 

პრემიერ მინისტრმა, ხადურთან უნისონში სიამაყით განგვიცხადა, რომ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 140 მილიონი ლარით შემცირდება, ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ხარჯზეო! და ამგვარი გადაწყვეტილება შექმნილ ვითარებაში ოპტიმალური და ეფექტურიაო!

 

ბატონი ხადურის განცხადებით, 140 მილიონიანი სეკვესტრის ფონზე გაიზრდება ინფრასტრუქტუეული ხარჯების მოცულობა 85 მილიონითო. რაც, მოხმარდება სტიქიით გამოწვეულ ზარალსო. მისივე თქმით, ამ ზარალმა ას მილიონს გადააჭარბა და რა გამოდის..? სტიქიის შედეგების ლიკვიდაციამ დაგეგმილი რეალური ინფრასტრუქტურული ხარჯები მინიმუმ 15 მილიონით უნდა შეამციროს?! თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა იმაშია, რომ მთავრობა გამწვავებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე არ ამცირებს სოციალურ ხარჯებს! ზუსტად აქ არის დამარხული ”ძაღლის თავი”!

 

24-06-2015, 09:55 | ეკონომიკა | ნანახია - 2132

მმართველი პოლიტიკური ძალა კორუფციას ინსტიტუციურ დონეზე აკანონებს!

დავით ნებიერიძე

 

დასაწყისისთვის პატარა შესავალი მინდა გავაკეთო, სადაც შეძლებისდაგვარად მარტივად და მოკლედ შევეცდები კორუფციის შინაარსისა და სტრუქტურის განმარტებას. რამე, თუ მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას იგი, მხოლოდ ქრთამის აღებ-მიცემა ჰგონია და ჯოკია ბოდოკიას დონეზე აქვს დაყვანილი საკუთარი წარმოდგენები!

 

16-06-2015, 15:34 | ეკონომიკა | ნანახია - 2232

პოლიტ-ეკონომიკური რომანი ძალადობის სცენებით

პოლიტ-ეკონომიკური რომანი ძალადობის სცენებით 

 

დავით ნებიერიძე

 

ირონია და სარკაზმი გაცილებით უფრო ეფექტურ იარაღად მიმაჩნია, ვიდრე პომიდორები და კვერცხები! ამიტომ, თუ ჩემს ნათქვამში ჭარბად იქნება ირონიაც და სარკაზმიც, ეს მხოლოდ ჩემი პროტესტის ნიშანია, ყველაფერ იმასთან მიმართებაში რაც ხდება საქართველოში.

 

მემგონი ველოსიპედს თავიდან არ გამოვიგონებ, თუ ვიტყვი, რომ პოლიტიკა არ არსებობს ეკონომიკის გარეშე და პირიქით. ამ ტანდემში, კი იდეალური ურთიერთობები პარიტეტზე უნდა იყოს დამყარებული და არა ურთიერთ ძალადობაზე! სამწუხაროდ დღევანდელი მოცემულობა ისეთია, რომ ჩვენი მთავრობა და მმართველი პოლიტიკური ძალა, ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებაში უზნეო მამაკაცს ჰგავს, რომელსაც გარიგებით მოაყვანინეს ცოლად ჯერ კიდევ უმწიფარი, გარდატეხის ასაკში მყოფი, არასრულწლოვანი ქართული ეკონომიკა.

9-06-2015, 22:33 | ეკონომიკა | ნანახია - 2205

ბიზნესის სტიმულირება თუ საგადასახადო შავი ხვრელების შექმნა?!

ბიზნესის სტიმულირება თუ საგადასახადო შავი ხვრელების შექმნა?!

 

დავით ნებიერიძე

 

ზოგადად მთავრობა არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ მოსწონს მის მოსახლეობას და ეს ნორმალურია. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, საგანგაშო მაშინ არის, როდესაც მთავრობის რეიტინგი არანორმალურად მაღალია. მთავრობისადმი ნდობისა და პოლიტიკური სიმპატიების მაჩვენებელი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია საზოგადოების სიჯანსაღისა და ქვეყნის წარმატებულობის განსაზღვრისთვის. ამისათვის საკმარისია თვალი გადავავლოთ ევროპის წარმატებულ ქვეყნებში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს და შევადაროთ იგივე მაჩვენებლები რუსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და შუა აზიის ავტორიტარული მმართველობის მქონე ქვეყნების სიტუაციას და ყველაფერი ნათელი გახდება!

28-05-2015, 22:40 | ეკონომიკა | ნანახია - 1921

ლარის დევალვაციით გამოწვეული საფრთხეები და რატომ უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტის რადიკალური კორექტირება

ლარის დევალვაციით გამოწვეული საფრთხეები და რატომ უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტის რადიკალური კორექტირება

 

დავით ნებიერიძე

 

სამწუხაროდ, ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობას არა აქვს სათანადო თეორიული ცოდნა მაინც, რომ ადეკვატურად გაანალიზოს ეროვნული ვალიუტის დევალვაციის ზემოქმებება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და კერძოდ სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებზე! ამიტომ, ერთად–ერთი, რაც შეიძლება იფიქროს ეკონომიკაში სათანადო კომპეტენციის მქონე ნებისმიერმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, არის ის, რომ არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის მქონე არგუმენტები, რის გამოც მთავრობა და კერძოდ ფინანსთა სამინისტრო არ თანხმდება სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას!

29-04-2015, 22:57 | ეკონომიკა | ნანახია - 2077

შეფასება, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ მომავალზე მოქმედებს

შეფასება, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ მომავალზე მოქმედებს

 

დავით ნებიერიძე

 

საერთაშორისო საკრედიტო სააგენტომ Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურიდან სტაბილურობამდე შეცვალა და საქართველოს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი უცხოურ და ეროვნულ ვალუტებში BB-ის დონეზე დაადასტურა. მედია სივრცეში უკვე დაიწყო მწვავე დისკუსიები ამ ფაქტის ირგვლივ. რაღათქმაუნდა, ამ მოცემულობის ანალიზი და ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივები პირველ რიგში პროფესიონალი ეკონომისტებისა და ფინანსისტების პრეროგატივაა. მაგრამ, ჩვენი ვალია რიგითი მოქალაქისთვის მაქსიმალურად გასაგები გავხადოთ, თუ რა ცვლილებებს გამოიწვევს აღნიშნული ფაქტი ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ ცხოვრებაში და როგორ აისახება თითოეული ჩვენთაგანის ოჯახის კეთილდღეობაზე. ეს კი მაქსიმალურად გასაგებ ენაზე უნდა ითქვას!

22-04-2015, 13:38 | ეკონომიკა | ნანახია - 1747

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია