თარიღები - ნოდარ დუმბაძე- მზიანი გულის მწერალი

თარიღები - ნოდარ დუმბაძე- მზიანი გულის მწერალიმას მზიანი გულის ადამიანს უწოდებდნენ და ასეც იყო: მზითა და სიკეთით იყო მისი ცხოვრება და შემოქმედება გაჯერეული. 

14-07-2014, 17:30 | კულტურა | ნანახია - 1932

კარლოვი ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო „ბროლის გლობუსი“ და 25 000 $ ქართველი რეჟისორის ფილმმა ,,სიმინდის კუნძულმა’’ მოიპოვა

კარლოვი  ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო „ბროლის გლობუსი“ და 25 000 $ ქართველი რეჟისორის ფილმმა ,,სიმინდის კუნძულმა’’ მოიპოვაკარლოვი  ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო „ბროლის გლობუსი“ და 25 000 $ ქართველი რეჟისორის ფილმმა ,,სიმინდის კუნძულმა’’ მოიპოვა.

13-07-2014, 08:28 | კულტურა | ნანახია - 1621

თარიღები - დღეს ამედეო კლემენტ მოდილიანის დაბადების დღეა

დღეს ამედეო კლემენტ მოდილიანის დაბადების დღეა

 

 „მოდილიანის წილად ხვდა ფუფუნება ღატაკად დარჩენისა“ - ჟან კოკტო 

 

მოდილიანი იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი და ექსპრესიონიზმის გამორჩეული წარმომადგენელი იყო. იგი იტალიაში, ებრაელი ფლამინგო მოდილიანისა და ევგენია გარსენის ოჯახში დაიბადა და ოჯახში ყველაზე უმცროსი, მეოთხე შვილი იყო. რადგანაც დედა, ევგენია წარმოშობით იყო მარსელიდან, მოდილიანიმ ფრანგული ენის შესაწავლა ადრეულ ბავშვობაში დაიწყო. ითვლება, რომ დედის რომანტიულმა ნატურამ მასზე ზეგავლენა იქონია. მოგვიანებით კი ერთმა დაავადებამ მისი ჭეშმარიტი მიდრეკილება ,,აღმოაჩენინა“, საქმე ისაა, რომ 11 წლის ასაკში მოდილიანი პლევრიტით, მოგვიანებით კი ტიფით დაავადდა, რომელიც იმ დროისთვის განუკურნებელი სენი იყო. დედის მონათხრობით, ციებ-ცხელებისას მას იტალიელი ოსტატების შედევრები აბოდებდა და მოულოდნელად თავისი დანიშნულება-მხატვრის სახით აღმოაჩინა. ამიტომ გამოჯანმრთელების შემდეგ მშობლებმა ამადეოს ნება დართეს მიეტოვებინა სკოლა და ხატვა შეესწავლა  ხატვისა და ფერწერის ლივორნოს ხელოვნების აკადემიაში.

12-07-2014, 19:49 | კულტურა | ნანახია - 929

თარიღები - 11 ივლისი უნივერსიტეტის პირველი რექტორის, პეტრე მელიქიშვილის დაბადების დღეა- რექტორის, რომელსაც ხელფასი არასოდეს აუღია!

თარიღები - 11 ივლისი უნივერსიტეტის პირველი რექტორის, პეტრე მელიქიშვილის დაბადების დღეა- რექტორის, რომელსაც ხელფასი არასოდეს აუღია! პეტრე მელიქიშვილი მრავალმხრივი მეცნიერი გახლდათ, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განსხვავებულ სფეროებში: ქიმია, ბიოლოგია, მემცენარეობა, ვულკანოლოგია, კოსმოქიმია. 

11-07-2014, 15:46 | კულტურა | ნანახია - 1172

ადრებრინჯაოს ხანის აღმოჩენა ასპინძაში

ადრებრინჯაოს ხანის აღმოჩენა ასპინძაში 

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის ერთობლივმა საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ასპინძის რაიონის სოფელ ჭობარეთში უმნიშვნელოვანეს ტერასულ ნამოსახლარს მიაკვლია. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ძეგლზე აღმოჩნდა ადრებრინჯაოს ხანის, ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრით დათარიღებული, ქვის ნაგებობები საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსოებით, კერები და ჭურჭლის მრავალი სახეობა. გასულ წელს ძეგლზე ხორბლის ოთხი სახეობა აღმოჩნდა, წელს კი - ქვის ხელსაფქვავები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროისათვის მეურნეობა უკვე განვითარებული იყო. 

10-07-2014, 23:19 | კულტურა | ნანახია - 1088

თარიღები - 10 ივლისი რევაზ ლაღიძის დაბადების დღეა

თარიღები - 10 ივლისი რევაზ ლაღიძის დაბადების დღეა "არიან შემოქმედნი, რომელთა შემდეგ არაფერი რჩება;  არიან შემოქმედნი, რომლებიც ტოვებენ კვალს;  არიან შემოქმედნი, რომლებიც ტოვებენ გზას... ჩემი ღრმა რწმენით, ყველაფერი, რასაც რევაზ ლაღიძის მაღალი ნიჭის მადლი შეეხო, წარმოადგენს გზას, რომელიც უსასრულოა".

 

10-07-2014, 17:59 | კულტურა | ნანახია - 1563

ვარძიის კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა იწყება

                ვარძიის კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა იწყება

 

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მთავარი მიზანია კლდეში ნაკვეთ უნიკალურ კომპლექსში ქვათა ცვენის შეჩერება და ძეგლის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის მსოფლიო საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. ვარძიის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია ქართველ, დარგობრივ სპეციალისტთა გაერთიანება და დღემდე არარსებული - ვარძიის საკონსერვაციო დოკუმენტის შექმნა, რომელიც ვარძიის მართვის გეგმის მომზადების მთავარი საფუძველი გახდება. ვორქშპის სპეციალური სტუმარი იყო იტალიის გეოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იუნესკოს კონსულტანტი, მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდიო მარგოტინი.

 

10-07-2014, 13:44 | კულტურა | ნანახია - 900

ბათუმი კლასიკური მუსიკისა და ჯაზის მოყვარულებს უმასპინძლებს

10-15 ივლისს, ბათუმში, კლასიკური მუსიკის მეორე საერთაშორისო ფესტივალი  ჩატარდება. 

9-07-2014, 14:27 | კულტურა | ნანახია - 831

ფესტივალი „არტ–გენი 2014“

ფესტივალი „არტ–გენი 2014“

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 20-27 ივლისს, ფესტივალი „არტ-გენი 2014“ ის დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

 

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა რეგიონებიდან ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, ჯაზ-საღამოები, ანსამბლის „სუხიშვილები“ ჯგუფის „ზუმბალენდი“, ჯგუფების "რეგიონი" , "ფრანი", "ჩვენებურები, "33ა" და ნინო ქათამაძის კონცერტები, ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა; მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში.

3-07-2014, 17:17 | კულტურა | ნანახია - 1513

ქართველი მოსწავლის ნაწარმოები ,,მოხუცი თეთრი მეფე“ იტალიურ ანთოლოგიაში შევიდა

ქართველი მოსწავლის ნაწარმოები ,,მოხუცი თეთრი მეფე“  იტალიურ ანთოლოგიაში შევიდაიტალიის ქალაქ ნეაპოლში კულტურალ–კლასიკის მიერ (Napoli Cultural Classic ) გამართულ N 9 საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის კონკურსში ქართველი მოსწავლე, ლიზი ბუდაღაშვილი მონაწილეობდა და  მისმა ნოველამ ,,მოხუცი თეთრი მეფე“ გაიმარჯვა. 

3-07-2014, 14:18 | კულტურა, წიგნები | ნანახია - 1546

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია