ბენ გუდმენი

Benajamin David ‘Benny’ Goodman
ბენ გუდმენი30.05.1909, ჩიკაგო - 13.06.1986, ნიუ-იორკი.

 

გიგი კუბლაშვილი

 

კლარნეტისტი, ბიგ-ბენდის ხელმძღვანელი, ჯაზის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსი, აღიარებულია “სვინგის მეფედ”. გუდმენი - კლარნეტისტის ოსტატობამ დაარწმუნა ხალხი რომ ჯაზი იყო მუსიკა, რომელიც იმსახურებდა არანაკლებ პატივისცემას, ვიდრე კლასიკური.

29-05-2014, 19:55 | კულტურა | ნანახია - 1509

ეროლ გარნერი

ეროლ გარნერიErroll Louis Garner
15.06.1921,  პიტსბურგი, შტ. პენსილვანია - 02.01.1977, ლოს-ანჯელესი.

 

პიანისტი, გამორჩეული ნოვატორი, რომელმაც გამოიმუშავა ფორტეპიანოზე დაკვრის თავისი განუმეორებელი "საორკესტრო” სტილი. მას უწოდებდნენ "ორმოცთითიან ადამიანს”. ამას გარდა, გარნერი იყო გამორჩეული შოუმენი. მან თქვა: "ჩემთვის საკონცერტო დარბაზი სხვა არაფერია, თუ არა უზარმაზარი ოთახი, სადაც ჩემი მეგობრები შეიკრიბნენ”. გარნერის გავლენის ქვეშ ბევრი პიანისტი მოექცა, მათ შორის ოსკარ პიტერსონი, ჯორჯ შირინგი, მონტი ალექსანდერი.

30-04-2014, 15:37 | კულტურა | ნანახია - 1721

ახალი სიურპრიზი კულტურის სამინისტროდან

ნიკა რურუა

 

ახალი სიურპრიზი კულტურის სამინისტროდანორიოდ დღის წინ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადილემ ა. მარგიშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა მონაწილეობას აღარ მიიღებს ვენეციის მომდევნო ბიენალეზე. ეს გადაწყვეტილება იყო ახსნილი ლოჯისტიკური შეუთანხმებლობით საგამოფენო სივრცის შესახებ მასპინძელ, ანუ იტალიის მხარესთან.

 

ჩვეულებრივ მოქალაქეს შეიძლება ასეთი რეაქციაც კი ჰქონდეს ამ სიახლეზე: მერე რა, თუ რაღაც ბიენალეზე არ მიდის საქართველო, ისედაც გვიჭირს ამდენ ხალხს და ა.შ და ა.შ.

20-03-2014, 20:36 | კულტურა | ნანახია - 5718

ტუტს ტილემანსი Jean Baptiste ‘toots’Thilemans 29.04.1922, ბრიუსელი, ბელგია

ტუტს ტილემანსი Jean Baptiste ‘toots’Thilemans  29.04.1922, ბრიუსელი, ბელგიაგიგი კუბლაშვილი

 

ჯაზის ერთერთი ვეტერანი, ტუჩის ჰარმონიკისა და გიტარის, ასევე მხატვრული სტვენის ვირტუოზი. ბელგიის ყველაზე ცნობილი ჯაზ-მუსიკოსი. მან ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ჯაზში ტუჩის ჰარმონიკა და მხატვრული სტვენა.

20-03-2014, 14:46 | კულტურა | ნანახია - 1667

შერჩევითი სიმპატიები - ანუ მოდური ფარისევლობა

ნიკა რურუა

 

ყველას გვახსოვს, რა ხმაური ატყდა საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსათვის კულტურის ძეგლის სტატუსის მინიჭება-გაუქმების გარშემო: დიდი თუ პატარა, პროფესიონალი თუ მოყვარული, საქმეში ჩახედული თუ ჩაუხედავი, ანუ უამრავი ჭირისუფალი ამ საკითხისა თითქმის ისტერიულ ტონალობაში მოითხოვდა კულტურის სამინისტროსგან ამ საბადოსათვის ძეგლის სტატუსის აღდგენას.

28-02-2014, 13:15 | კულტურა | ნანახია - 2799

განუმეორებელი ჩეტ ბეიკერი

განუმეორებელი ჩეტ ბეიკერი23.12.1929, იელი, შტ. ოკლაჰომა - 13.05.1988, ამსტერდამი, ნიდერლანდი.

 

მესაყვირე, ფლუგელჰორნისტი, ვოკალისტი. ქულის გამორჩეული წარმომადგენელი. 50-იან წლებში ითვლებოდა დასავლეთ სანაპიროს მუსიკის ტიპიურ წარმომადგენლად. მისი რბილი, მიმქრალი ბგერები, მელოდიურად იმპროვიზაციული ხაზები ზუსტად შეესაბამებოდა ქულს.

18-02-2014, 18:49 | კულტურა | ნანახია - 1514

ოთარ იოსელიანის დიდი დაბადების დღე

ნიკა რურუა

 

სულ მალე დიდი ევროპელი და ქართველი რეჟისორის 80 წლის იუბილეა. მე არ ვიცი, რას ნიშნავს ეს იუბილეები ზოგადად, გარდა იმისა, რომ პატივი მივაგოთ ადამიანს, ვინც რაღაც ნიშნით მოგვწონს ან გვეამაყება.

 

ძნელი დასაჯერებელია, რომ ოთარი (და არა ბატონი ოთარი)  80 წლის ხდება. ეს ადამიანი ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის, რომ მათ, ვისაც აქვს ბედნიერება, მას პირადად იცნობდეს, ამ რიცხვსა და მას შორის რამე საერთოს არსებობა დავიჯეროთ.

 

მაგრამ იოსელიანს შეიძლება კიდევ უფრო ახლოს იცნობს ის მილიონობით ადამიანი, ვინც მას პირადად არასდროს შეხვედრია. ეს ხალხი მას მისი ფილმებიდან იცნობს. ეს ფილმები ძალიან ინტიმურ ცნობას გვაწვდის მისი ავტორის გემოვნებისა და სულის შესახებ.

1-02-2014, 17:16 | კულტურა | ნანახია - 2482

მოსაზრება სულ სხვა ოპერიდან

ნიკა რურუა

 

ოპერის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის გარშემო დატრიალებული პერიპეტიები დედაქალაქში და, ალბათ, მის  გარეთაც ყველამ გაიგო, ვისთვისაც ოპერისა და ბალეტის თეატრი რაიმე ღირებულებას წარმოადგენს.

 

ჩვენი ოპერის თეატრის დღევანდელი შენობა რიგით მეორეა და ის მე-19 საუკუნის ევროპული არქიტექტურის (მისი ექსტერიერ-ინტერიერის მავრიტანულ სტილში გადაწყვეტის მიუხედავად) ერთ-ერთ სანიმუშო მაგალითს წარმოადგენს. პირველი ოპერის თეატრი, რომელიც, დაახლოებით, დღევანდელი თავისუფლების მოედანზე და მაშინდელი პასკევიჩ-ერივანსკის მოედანზე იდგა, ხანძრისგან განადგურდა. ზოგიერთი ეჭვიანი ისტორიკოსი ამას მეფის რუსეთის ოხრანკას ან მის რომელიმე ამგვარ ჟანდარმულ სამსახურს მიაწერს, რადგანაც თბილისის ოპერაში ხშირად ისმოდა რუსული იმპერიისთვის ზედმეტად გამბედავი, ზოგჯერ “კრამოლური” შეძახილები ეროვნული თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობის მელოდიებზე. ასე რომ, პირველი ოპერა დაწვეს თუ დაიწვა, არ ვიცით, მაგრამ ნამდვილია, რომ განადგურდა.

24-01-2014, 19:17 | კულტურა | ნანახია - 1624

აჰმად ჯამალი

გიგი კუბლაშვილი


აჰმად ჯამალიAhmad Jamal, ნამდვილი სახელი Fritz Jones
02.07.1930, პიტსბურგი

    პიანისტი, არტ ტეიტუმმა მოუსმინა თოთხმეტი წლის ჯამალს და თქვა: "ის დიდებული გახდება!” ჯერ კიდევ ახალგაზრდა პიანისტი ფლობდა ფენომენალურ ტექნიკას და ისწრაფოდა, შეექმნა საკუთარი განუმეორებელი სტილი. მისი აღიარებით, ყველაზე დიდი გავლენა მასზე იქონია მაილს დევისმა, რომლის დამსახურებითაც გახდა, როგორც მას კრიტიკოსები უწოდებდნენ, “მუსიკალური ეკონომიის ოსტატი”.

24-01-2014, 11:36 | კულტურა | ნანახია - 1346

უნიათობა, მავნებლობა თუ ორივე ერთად?

ნიკა რურუა

 

სულ ცოტაოდენი ხნის წინათ შევიტყვე, რომ დიდი წვალების, შრომისა და დროის შედეგად მოპოვებული უნიკალური შანსი მსოფლიოს წინაშე მთელი ჩვენი კულტურული ავლადიდებით წარდგენისა, შესაძლოა, წყალში გადაიყაროს; უფრო სწორად კი - საერთოდ გაქრეს დღის წესრიგიდან: ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს 2017 წლის სპეციალური საპატიო სტუმრის სტატუსის შესაძლო დაკარგვაზე მოგახსენებთ.

 

ამ მართლაცდა უდიდეს კულტურულ ფენომენზე განსაკუთრებული პოზიციის მოპოვებისთვის, როგორიც საპატიო სტუმრის სტატუსია, საქართველომ წლები, დიდი რესურსი, ჩვენ კი, ვინც ამ ამბავში პირდაპირ ვიყავით ჩართულნი, ბევრი ენერგია დავხარჯეთ. მკითხველს შევასხენებ, რომ ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობა უკვე ათწლეულებია არსებობს, როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდი ფორუმი წიგნის ინდუსტრიისა, მწერლობისა და ზოგადად მსოფლიო ლიტერატურის ხელშეწყობისა.

17-01-2014, 15:53 | კულტურა | ნანახია - 3597

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია