მოწამლული “საჩუქარი” რუსეთიდან

მოწამლული “საჩუქარი” რუსეთიდან

საქართველოს რეგიონების ფიზიკური ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა დაიწყო ჩვენი მოსახლეობის ტვინების დატყვევებაზე მუშაობა. ამ ძალიან კონკრეტული მიზნისათვის კრემლის ძირითადი პროპაგანდისტული მანქანის “რია ნოვოსტის” ბაზაზე იქმნება ინტერნეტპორტალი. მ/წლის 3 აპრილს, დაანონსდა საქართველოში რუსულენოვანი ტელეარხისა და სქელტანიანი რუსულეონოვანი უფასო გაზეთის გამოცემა.

10-04-2015, 14:54 | პოლიტიკა, კომენტარები | ნანახია - 7343

je suis მოზვერი

je suis მოზვერი

 

მარიამ მიქაძე

 

ყოველთვის ვერიდები ეკლესიის დღევანდელ რეალობაზე საჯაროდ აზრის დაფიქსირებას, დისკუსიებს და მით უმეტეს რაიმეს მტკიცებას.

 

არა იმიტომ, რომ წინააღმდეგობის მეშინია ან ჩემი მოსაზრებების გამამყარებელი საბუთების ნაკლებობას ვუჩივი. არც იმიტომ, რომ საკრალიზებულ და ხელშეუხებელ თემად მიმაჩნია. არც იმიტომ, რომ განკიცხვის მეშინია. სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე და სავალალო მიზეზები მაქვს ამისთვის:

 

8-04-2015, 22:03 | კომენტარები | ნანახია - 2453

ჰომოსექსუალიზმის ტრადიცია რუსეთში და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია

ჰომოსექსუალიზმის ტრადიცია რუსეთში და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია

 

ვაჟა ნიკოლაიშვილი

 

 

გავა გარკვეული ხანი და იმ იდიოტურ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, სირცხვილნარევი უხერხული ღიმილით გავიხსენებთ. ძალიან მსურს, რომ ეს უხერხული ღიმილი მაინც მხიარული იყოს, შემდგარი და სტაბილური განვითარების გზაზე მდგომი ქვეყნის მოქალაქეების ღიმილი, რომლებიც წარსულ შეცდომებს, გამოცდილებით შეძენილი სიბრძნით, წარმატებული აწმყოს მყარ ფუნდამენტზე მდგარნი და ღირსეულ მომავალში დარწმუნებულნი გადაჰყურებენ. სასტიკად არ მინდა, რომ ეს ღიმილი, მერამდენედ უკვე ჩვენს შორეულ თუ ახლო ისტორიაში, გაჟღენთილი იყოს ქართველებისთვის იმ კარგად ნაცნობი სიმწრით, რომელიც საკუთარ, დაგვიანებით დანახულ, უგუნურობით გამოწვეულ, გამოუსწორებელ კატასტროფას უკავშირდება.

 

5-04-2015, 20:29 | კომენტარები | ნანახია - 22542

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელი სტუმრად ივერიაში

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელი სტუმრად ივერიაში

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრეა ქერბსი სტუმრად ივერიაში

3-04-2015, 14:41 | კომენტარები | ნანახია - 1021

საპირველაპრილო სეირობა (1984-დან 2030-მდე)

 

მამუკა კუდავა

 

პირველ აპრილზე მარკ ტვენმა თქვა: დღეს ის დღეა, როცა ყველას გვახსენდება – როგორები ვართ სინამდვილეში, დანარჩენი 364 დღის მანძილზეო.

 

ამ პრინციპის მიხედვით, ქვეყნის უფროსმა, ბატონმა დიუ პონმა მთავრობის საგანგებო, საპირველაპრილო შეკრება მოაწყო: გულახდილად შევაჯამოთ ძალაუფლებაში ჩვენი ყოფნა, ხალხსაც ანგარიში წარვუდგინოთ და თან ცოტათიც გავერთოთო.

 

 

 

1-04-2015, 09:49 | კომენტარები | ნანახია - 1414

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 76 წელი შეუსრულდებოდა. ტრაგიკული ბედი ერგო წილად კონსტანტინეს ვაჟიშვილს: ადრეული ასაკიდან სამშობლოს სიყვარულს ნაზიარებმა ურთულესი და უმძიმესი ცხოვრების გზა განვლო და საქართველოს ისტორიაში არაერთაზრვანი ადგილი დაიმკვიდრა.

31-03-2015, 00:13 | კომენტარები | ნანახია - 1089

ნარკოტიკების ლეგალიზაცია-დეკრიმინალიზაცია

ზურა ოდილავაძე

 

I. საბჭოური მემკვიდრეობა

 

ნარკომანიის გავრცელების პრობლემა, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში, მისი მიჩქმალვით დაიწყო. ,,მორალურად სპეტაკ” სსრკ-ში ნარკომანია, მხოლოდ ,,ძირგამომპალი” დასავლეთის ,,წყლულად” განიხილებოდა - ,,კომუნიზმის მშენებლობით” ,,დაკაიფებულ” ახალგაზრდას ნარკოტიკებით გაბრუების სურვილი არც უნდა გასჩენოდა. საბჭოური ფარისევლობისა და მექრთამეობის საფარქვეშ, 60-იანი წლების დასაწყისში, ნარკომანიის ,,მეტასტაზებმა”, კრიმინალური სფეროდან სტუდენტურ წრეებში გადაინაცვლა და მყარი ფესვები გაიდგა. ნარკოტიკების მიღება ტოტალიტარული რეჟიმისადმი პროტესტის, პიროვნების თავისუფლების ატრიბუტად იქცა - ნარკომანია მოწინავეობის მაჩვენებელი შეიქნა.

 

26-03-2015, 22:48 | კომენტარები | ნანახია - 6987

ავტოკატასტროფა!

ავტოკატასტროფა!

 

დავით მესხიშვილი

 

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებში, ყოველ 16 საათში, ერთი ადამიანი იღუპება, ხოლო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას იღებს 20 ადამიანი. საგანგაშოა თუ არა ეს სტატისტიკური მონაცემი? პასუხი გახლავთ: დიახ!

20-03-2015, 11:42 | კომენტარები | ნანახია - 3855

საზოგადოებრივი მოძრაობა ივერია ულოცავს საქართველოში მცხოვრებ იეზიდ ხალხს ახალი წლის დღესასწაულს - „კლოჩე სარე სალეს"

საზოგადოებრივი მოძრაობა ივერია ულოცავს საქართველოში მცხოვრებ იეზიდ ხალხს ახალი წლის დღესასწაულს - „კლოჩე სარე სალეს"

საზოგადოებრივი მოძრაობა ივერია ულოცავს საქართველოში მცხოვრებ იეზიდ ხალხს ახალი წლის დღესასწაულს - „კლოჩე სარე სალეს". ეს უძველესი დღესასწაული გაზაფხულის დადგომის, აღორძინების, რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოა. მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენს ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანაში.

17-03-2015, 21:38 | კომენტარები | ნანახია - 1620

საზოგადოება “ივერია” გამოთქვამს ღრმა მწუხარებას ოთარ კობერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

საზოგადოება “ივერია” გამოთქვამს ღრმა მწუხარებას ოთარ კობერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

 

ოთარ კობერიძის სახით საქართველომ დაკარგა თვალსაჩინო მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და ღირსეული მოქალაქე. მოღვაწეობის პერიოდში ბატონ ოთარს შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. როგორც რეჟისორს, გადაღებული აქვს ათამდე ფილმი, სამი ფილმისთვის კი სცენარი თავად დაწერა.

10-03-2015, 00:52 | კომენტარები | ნანახია - 1406

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია