საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიის" განცხადება

საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიის" განცხადებასაზოგადოებრივი მოძრაობა "ივერია" უსამძიმრებს თბილისის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.

ვთხოვთ საქართველოს "წითელ ჯვარს", სასწრაფოდ გახსნას საბანკო ანგარიში, რომელზეც მოხდება დაზარალებული ოჯახების დასახმარებელი თანხების აკუმულირება.

დავეხმაროთ ჩვენ თანამოქალაქეებს!

14-06-2015, 22:33 | კომენტარები | ნანახია - 4281

მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს - მძიმე ზაფხული

დავით მესხიშვილი

 

ბოლო 2 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევებმა 30%-ით მოიმატა, ასევე გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც.

 

"ზაფხულის პერიოდის დადგომასთან ერთად, საგზაო მოძრაობა უფრო ინტენსიური გახდა და რეგიონებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობამ იმატა. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევების უმეტესობა ფატალურად და მძიმე ტრავმებით დასრულდა. განსაკუთრებით საგანგაშოა ბავშვების, ახალგაზრდების ტრავმატიზმისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც მრავალი ქართული ოჯახის ტრაგედიის მიზეზი გახდა.

 

10-06-2015, 21:35 | კომენტარები | ნანახია - 2856

პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფა, რეფორმა თუ ფიქცია?! ანუ თავს სინანული ჯობია...

თამარ მანჯავიძე

 

ჩემმა სტატიამ „პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფა. მიზანმიმართულად თუ უნებლიედ დანერგილი წარუმატებელი რეფორმა, რომლის გამოსწორებასაც წლები დაჭირდება“, საკმაოდ დიდი და არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰპოვა პირად მესიჯებსა თუ კომენტარებში. ამიტომაც გადავწყვიტე განმევრცო ეს თემა და ამომწურავი ინფორმაცია მიმეწოდებინა იმ მკითხველისთვის ვინც სტატიაში ნახსენები კონკრეტული ინფორმაციის დეტალურად ახსნა მთხოვა.

5-06-2015, 21:29 | კომენტარები | ნანახია - 2205

ლიბერალი - ნიკა რურუას განმანათლებლური იდეები და ბუნდოვანი პოლიტიკური ამბიცია

ლიბერალი - ნიკა რურუას განმანათლებლური იდეები და ბუნდოვანი პოლიტიკური ამბიცია

 

კულტურის ყოფილ მინისტრთან შეხვედრა ერთი კონკრეტული საკითხის გასარკვევად გადავწყვიტეთ - გვაინტერესებდა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ყოფილი ჩინოვნიკების მიერ შექმნილი საზოგადოება "ივერია" ყოფილი სახელისუფლებო პარტიისგან დისტანცირების სურვილის ნაყოფი უფრო იყო თუ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის დასაწყისი. ნიკა რურუამ შეხვედრა წიგნების მაღაზია "პროსპეროს" კაფეში დაგვინიშნა. ჩვენი ერთსაათიანი შეხვედრის დიდი ნაწილიც წიგნიერებასა და განათლებაზე საუბარში დაიხარჯა. ის სასიამოვნო, მაგრამ ფრთხილი მოსაუბრეა. განსაკუთრებით მაშინ ფრთხილობს, როცა საქმე კონკრეტულ პოლიტიკურ გეგმებს ეხება, თუმცა ეს ასეთი გეგმის არარსებობას სულაც არ უნდა ნიშნავდეს.

28-05-2015, 22:21 | კომენტარები | ნანახია - 2841

საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ივერიის“ კომენტარი საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

მეგობრებო, მ.წ. 17 ივნისიდან საქართველო ე.წ. ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90% ვეღარ მიიღებს სატელევიზიო სიგნალს, თუ 40-50 ლარად არ შეიძენს სპეციალურ გადამყვან მოწყობილობას.

28-05-2015, 12:17 | კომენტარები | ნანახია - 3231

ფარმაცევტული ბიზნესი - მითები და რეალობა

ფარმაცევტული ბიზნესი - მითები და რეალობა

 

გიორგი კავკასიძე

 

სოციალურ ქსელებში (არა მარტო) არ წყდება პოლემიკა ქრონიკული ჰეპატიტი “ც”-ს პროგრამაზე, რომელიც ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ “გილეადმა” (Gilead Sciences Inc.) შესთავაზა საქართველოს. ჩემი აზრით რამდენად წარმატებულად მოხდება ჰეპატიტი “ც”-ს ელიმინაცია ანუ ამ ინფექციის სრული აღმოფხვრა, უფრო პროექტის მართვის, მენეჯმენტის საკითხია ვიდრე პრეპარატის ეფექტურობის. რადგან კლინიკური ცდებით დადასტურებულია, რომ პრეპარატი თავისი ეფექტურობით და უსაფრთხოებით აღემატება ქრონიკული ჰეპატიტი “ც”-ს ტრადიციელ მკურნალობას ალფა ინტერფერონითა და რიბავირინით. სოვალდის დამატებამ ქრონიკული ჰეპატიტი “ც”-ს მკურნალობის სქემებში 65% დან 90% პროცენტამდე გაზარდა განკურნების ალბათობა.

 

15-05-2015, 22:14 | კომენტარები | ნანახია - 7773

ინტერვიუ გიგი კუბლაშვილთან

ინტერვიუ გიგი კუბლაშვილთან

 

საქართველოში არცერთი ორგანო (სტრუქტურა) არ არის დაკავებული იმ კვლევით, თუ რომელ სფეროში არის საჭირო კადრები და რა უნარჩვევები სჭირდება ადამიანს, რომ ის შრომის ბაზარზე იყოს მოთხოვნადი კადრი. ეს კი გახლავთ ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული პრობლემის, უმუშევრობის ერთ-ერთი შემქმნელი ფაქტორი.

15-05-2015, 16:03 | კომენტარები | ნანახია - 2521

FB სტატუსი - მამუკა კუდავა

მამუკა კუდავა

 

„ოცნების“ 24% უბრალო ვარდნა კი არა, უბრალოდ ფიასკოა.

 

ბევრი მსგავსი მაგალითი არსებობს მსოფლიოში, როცა პოპულიზმით მოსული მთავრობები მალე კოტრდება. ერთ კლასიკურ მაგალითს გავიხსენებ მხოლოდ: ძალიან გავს ჩვენს ვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ არც საქართველოა საფრანგეთი და არც ივანიშვილი - მიტერანი.

14-05-2015, 13:24 | კომენტარები | ნანახია - 1232

2015 წლის 9 მაისი

2015 წლის 9 მაისი

 

თორნიკე შარაშენიძე

 

ბოლო 20 წელი იქნება რაც რუსეთის პოლიტიკას ყურადღებით ვადევნებ თვალს და როცა 2008 წლის ომის შემდეგ რუსული ტელეარხები გაითიშა ერთის მხრივ გამეხარდა მაგრამ მეორეს მხრივ არ მესიამოვნა, რადგან ინფორმაციის სერიოზული წყარო დავკარგე. მოყოლებული იქიდან, 2013 წლამდე (როცა ქართული ოცნების გამარჯვებას ამ არხების ხელახალი ჩართვა მოჰყვა) რუსულ არხებს უცხოეთში მოგზაურობისას თუ ვუყურებდი ხოლმე, რაც დაახლოებით 1-2 თვეში ერთხელ ხდებოდა. ქვეყნიდან ყოველ ახალ გასვლაზე ორი რაღაც მხვდებოდა თვალში:

 

13-05-2015, 22:13 | კომენტარები | ნანახია - 1761

დილემა: “Born to be wild” თუ “выходила на берег катюша“

დილემა: “Born to be wild” თუ “выходила на берег катюша“

 

გაგა გობრონიძე

 

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს რატომღაც აფორიაქებულები ველოდებოდით. ადრე თუ ამ თემის გარშემო არსებული კამათი და კონფლქტი ძირითადად მესამე რეიხის მხარეს მებრძოლი ჩვენი თანამემამულეების გაკიცხვა-გამართლებით თუ ამოიწურებოდა. ბოლო პერიოდი სადისპუტო თემებს „8 მაისი თუ 9 მაისი?“-იც დაემატა (სხვათა შორის, „8 თუ 9“-ს დილემას „ივერიამ“ და კერძოდ ნიკა რურუამ საკმაოდ ამომწურავად უპასუხა - http://iveria.biz/511--.html ).

 

წელს კი ამ ყველაფერს „რუსი ბაიკერები მოდიან და ფაშიზმზე გამარჯვების დღე თბილისში უნდა აღნიშნონ“ დაემატა.

 

13-05-2015, 15:27 | კომენტარები | ნანახია - 3004

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია