FB სტატუსი - გაგა გობრონიძე

 

სია იმ "ტავარების" რაც ამერიკამ მიაწოდა რუსებს მეორე მსოფლიო ომის დროს, უბრალოდ დაუკვირდით ციფრებს და გაიაზრეთ.

 

ისა, და არავინ არ მითხრას ახლა სიტყვაზე თვითმფრინავებზე ..ამერიკული არ ვარგოდა-ო..

9-05-2015, 21:53 | კომენტარები | ნანახია - 1333

საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერიის“ განცხადება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრზე ზეწოლის შესახებ

საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია” გამოხატავს აღშფოთებას განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმართ ბოლო პერიოდში განხორციელებული ზეწოლის გამო.

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს საქართველოს კულტურის ერთერთ ყველაზე მდიდარ საცავს. ცენტრში არსებული სიძველეების ჯეროვნად მოვლა და კონსერვაცია ქვეყნის კულტურის პოლიტიკის პრიორიტეტია. ამდენად, დაუშვებელია საქართველოს ეროვნული საგანძურის რომელიმე ექსპონატის გადაცემა ან გასხვისება, როგორც ეს ლაილაშის X საუკუნის ებრაულენოვანი ბიბლიის გადაცემის მცდელობაში იკვეთება დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმისათვის და დიდი ალბათობით სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის გასხვისება აკრძალულია და ისჯება კანონით.

 

3-05-2015, 22:00 | კომენტარები | ნანახია - 1572

საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერია" ულოცავს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს ყველა ჯარისკაცს, ოფიცერს და საქართველოს ყოველ მოქალაქეს!

საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერია" ულოცავს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს ყველა ჯარისკაცს, ოფიცერს და საქართველოს ყოველ მოქალაქეს!

 

საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერია" ულოცავს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს ყველა ჯარისკაცს, ოფიცერს და საქართველოს ყოველ მოქალაქეს!

30-04-2015, 16:50 | კომენტარები | ნანახია - 1181

მძევალი

 

ლაშა იმედაშვილი

 

სალამათ, გარდანქეშნებო!

 

ამგვარი ძარღვიანი შეძახილით იწყებდა თავის ცნობილ რომანს ტრაგიკული ბედის ქართველი მწერალი, რომელიც მსტოვრების წყალობით აღმოჩნდა ციხეში, ხოლო მოგვიანებით დახვრეტილ იქნა მათივე ხელით.

 

ჩვენ სხვანაირად დავიწყებთ.

 

სალამათ, მსტოვრებო!

 

28-04-2015, 23:12 | კომენტარები | ნანახია - 1547

FB სტატუსი - ნიკა რურუა

თუ პრეზიდენტი მარგველაშვილი საკუთარ უფლება-ვალდებულებებს ქვეყნისა და ხალხის წინაშე სერიოზულად აღიქვამს, და პრეზიდენტობას მხოლოდ იმისთვის არ დათანხმდა, რომ საკუთარი პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს, მაშინ მან 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარება საკუთარი საპრეზიდენტო ბრძანებულებით უნდა ჩაატარებინოს მთავრობას, რისი უფლებაც პრეზიდენტს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.

 

27-04-2015, 05:59 | კომენტარები | ნანახია - 856

საქართველო, ბოლონიის პროცესი და მისი სოციო-პოლიტიკური მნიშვნელობა

საქართველო, ბოლონიის პროცესი და მისი სოციო-პოლიტიკური მნიშვნელობა

 

თამარ მანჯავიძე

 

საბჭოთა კავშირის ტოტალური მმართველობიდან თავის დახსნა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული, ეკონომიკური თუ სოციო-პოლიტიკური მოვლენა იყო, თუმცა ამან ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. საქართველოს, როგორც ქვეყანას, უკვე თავად უნდა აერჩია განვითარების ფორმა, თავად მიეღო გადაწყვეტილება და თავადვე შეექმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო. დამეთანხმებით ისეთი ცენტრალიზებული მმართველობის შემდეგ, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, საკმაოდ რთული იყო დემოკრატიულ მმართველობაზე გადასვლა.

 

25-04-2015, 21:57 | კომენტარები | ნანახია - 2641

FB სტატუსი - ნიკა რურუა

ფაქტიურად, ჩვენი სამოქმედო გეგმაა, რომელიც მართლაც დიდმა იაკობმა დაგვიტოვა.

24-04-2015, 12:50 | კომენტარები | ნანახია - 807

„ნო პასარან“ – ვერ გაგვტეხავთ

„ნო პასარან“ – ვერ გაგვტეხავთ

 

დავით ნებიერიძე

 

ბუნება იდეალურად არის მოწყობილი და ყოველი სულიერი, მხოლოდ მისი არსებობისთვის შესაფერის გარემოში ცხოვრობს კომფორტულად. ადამიანიც ამ სამყაროს ნაწილია და იგივე კანონებს ემორჩილება. სოციუმებიც შესაბამისი ინტერესებით და მოთხოვნილებებით ყალიბდება. მაგრამ, ეხლა საბუნებისმეტყველო კანონებზე კი არ მინდა ვისაუბრო, არამედ ახსნა მოუძებნო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ბოლო პერიოდის პროცესებს. პოსტშევარდნაძისეულ პერიოდში, საზოგადოებრივი ცხოვრების რევოლუციური ცვლილებების შემდეგ, მე პირადად მქონდა მკაფიო განცდა, რომ ბოლოს და ბოლოს ისეთი გარემო ყალიბდებოდა საქართველოში, სადაც ადამიანი ლაღად, მომავალში დარწმინებული იცხოვრებდა და შეძლებდა საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებას. 

23-04-2015, 23:27 | კომენტარები | ნანახია - 1331

სამართლთლიანობის აღდგენის საშუალებებით მიღწეული კანონის უზენაესობა თუ ახალი დანაშაული?

სამართლთლიანობის აღდგენის საშუალებებით მიღწეული კანონის უზენაესობა თუ ახალი დანაშაული?

 

გიორგი გამრეკელი

 

თითოეულ ჩვენგანს ბევრჯერ მიუღია მონაწილეობა დისკუსიაში ან უბრალოდ სმენია იმ მსჯელობის შესახებ, რომ საქართველომ ვერა და ვერ დააღწია თავი შეცდომების ერთსა და იმავე წრეზე სიარულს, რომ საზოგადოების შეგნება უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე სუფრასთან წარმოთქმული სამშობლოს სადღეგრძელო, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავაც საკმაო დოზით შეინიშნება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პოლიტიკური კულტურის მოუმწიფებლობა.

23-04-2015, 23:06 | კომენტარები | ნანახია - 954

საქართველოში გენდერული თანასწორობა მხოლოდ ქალთა პრობლემა როდია

საქართველოში გენდერული თანასწორობა მხოლოდ ქალთა პრობლემა როდია

თამარ მანჯავიძე

 

ბოლო ხანებში საკმაოდ პოპულარულია თემა გენდერული თანასწორობა. ხშირად გვესმის ლოზუნგები „მეტი ქალი პოლიტიკაში“. ხშირად გვესმის ქალთა დისკრიმინაციის მაგალითები სწორედ გენდერული ნიშნის გამო. ვსაუბრობთ გენდერის სხვადასხვა სახეებზე, როგორიცაა: გენდერული როლები, გენდერული ურთიერთობები, გენდერული დისკრიმინაცია, გენდერული თანასწორობა, გენდერული სამართლიანობა, გენდერული ანალიზი, გედერული ბალანსი და ა.შ.

 

 

20-04-2015, 14:12 | კომენტარები | ნანახია - 10737

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია