ჰოლანდია - ბრაზილია 3:0

13-07-2014, 09:01

12 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, სადაც ერთმანეთს ჰოლანდიისა და ბრაზილიის ნაკრები დაუპირისპირდნენ . თამაშის დაწყებიდან მე-3 წუთზე ბრაზილიის ნაკრებში დანიშნული პენალტი ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანმა რობინ ვან პერსიმ ზუსტად დაარტყა  და ანგარიში გაიხსნა: 1-0.

ბრაზილიელთა დაცვის შეცდომის გამო მე-16 წუთზე ჰოლანდიელებმა მე-2 ბურთი გაიტანეს და ანგარიში 2-0 გახდა. 91-ე წუთზე ჟორჟინიო ვეინალდუმმა ანგარიში სამამდე გაზარდა- 3-0.

 

მაშ ასე, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი ლუი ვან გაალის ნაკრებმა მოიპოვა, ბრაზილიელები კი მეოთხე ადგილს დასჯერდნენ.