გერმანია - არგენტინა 1 : 0

14-07-2014, 03:13

გერმანია - არგენტინა 1 : 0,,მარაკანას’’ სტადიონზე   ფინალში ერთმანეთს გერმანიის და არგენტინის ნაკრები შეხვდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა 90 წუთში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

 

მატჩის 113-ე წუთზე ანდრე შიურლემ ბურთი ჩააწოდა და შეცვლაზე შემოსულმა მარიო გიოტცემ  პირველი და უკანასკნელი , გამარჯვების ბურთი გაიტანა არგენტინელთა კარში.

1:0  და გერმანია მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და ის პირველი ევროპული გუნდია, ვინც ამერიკის კონტინენტზე ტიტული მოიპოვა.