გადავიქეცით ჯამაჰირიად

გადავიქეცით ჯამაჰირიად

 

გიორგი იმედაშვილი

 

1978 წელს პოლკოვნიკმა მუამარ კადაფიმ ლიბიის ხელისუფლების ყველა ოფიციალურ თანამდებობაზე უარი თქვა და იქიდან მოყოლებული მხოლოდ „ძმურ ბელადად“ და „პირველი მაისის სოციალისტური სახალხო ლიბიის ჯამაჰირიის დიადი რევოლუციის წინამძღოლად“ იწოდებოდა. სწორედ ამ „ტიტულს“ ამოფარებული, დე ფაქტო მართავდა ქვეყანას მომდევნო სამ ათეულ წელიწადზე მეტი, 2011 წლამდე, როდესაც სამოქალაქო ომის შედეგად ჩამოაგდეს და საზარელი სისასტიკით მოკლეს მისი მმართველობის წინააღმდეგ ამბოხებულმა მოქალაქეებმა.

 

7-11-2015, 12:30 | პოლიტიკა | ნანახია - 1877

პუტინი სირიაში

პუტინი სირიაში

 

გიორგი იმედაშვილი

 

30 სექტემბერს, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სირიაში საჰაერო დარტყმების განხორციელების შესახებ. ათ დღეზე მეტია პუტინის ავიაცია ბომბავს სირიულ ქალაქებს და კასპიის ზღვაზე განლაგებული სამხედრო გემებიდანაც რაკეტებს უშენს „ტერორისტებს“. მოდით, მოკლედ განვიხილოთ კონკრეტულად ვის ბომბავს რუსული ავიაცია და რა ინტერესებს ემსახურება ვლადიმერ პუტინის ახალი ავანტიურა.

 

14-10-2015, 23:07 | მსოფლიო | ნანახია - 4939

ვის ინტერესებს ემსახურება ორგანიზაცია „ბორჩალო“ და რას გეგმავს რუსეთი დმანისის რაიონში

ვის ინტერესებს ემსახურება ორგანიზაცია „ბორჩალო“ და რას გეგმავს რუსეთი დმანისის რაიონში

 

გიორგი იმედაშვილი

 

როგორც ვიცით, დმანისის რაიონი 55 სოფელს მოიცავს, მოსახლეობის 67% ეთნიკურად აზერბაიჯანელია, თუმცაღა, ისინი საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები არიან და ამ სოფლების ფაქტობრივად არც ერთი მოსახლე არასდროს ყოფილა ჩართული რაიმე სახის სეპარატისტულ მოძრაობაში. უკვე რამდენიმე წელიწადია, დმანისში, პანტეანის ტბასთან ყოველ 26 ივლისს იმართება „ელათის“ (მწყემსის დღის) დღესასწაული, რომელსაც აზერბაიჯანში დარეგისტრირებული ორგანიზაცია „ბორჩალო“ საკუთარი ხარჯებით მართავს.

18-09-2015, 23:52 | პოლიტიკა | ნანახია - 2300

BOKO HARAM! რატომ ვერ ვჯობნით ტერორისტებს და რატომ არის ისლამის რეფორმაცია გამოსავალი

BOKO HARAM! რატომ ვერ ვჯობნით ტერორისტებს  და რატომ არის ისლამის რეფორმაცია გამოსავალი

 

გიორგი იმედაშვილი

 

„ივერიის“ მკითხველს ეხსომება, რომ „ჰარამი“ არაბულად აკრძალულს, დაუშვებელს ნიშნავს, ხოლო ისლამური სამართლის გავლენით, დროთა განმავლობაში, ეს სიტყვა ცოდვის მნიშვნელობის მატარებლადაც იქცა. „არამი იყოსო შენზე შაჰის პური“- უთქვამს შუბით სასიკვდილოდ დაჭრილ ყარჩიხა-ხანს გიორგი სააკაძისათვის მარტყოფის ბრძოლის დროს. „ჰარამის“ საპირისპიროდ „ჰალალი“ რელიგიურად დაშვებულს, კანონიერსა და ასე ვთქვათ, ყველაფერ „ლეგალურს“ აღნიშნავს. აშკარაა, რომ ორივე ამ სიტყვამ იპოვა თავის ადგილი ქართულ ენაში.

 

1-09-2015, 02:19 | მსოფლიო | ნანახია - 4168

ირანი: როგორ სახელმწიფოსთან დადო შეთანხმება დასავლეთმა

ირანი: როგორ სახელმწიფოსთან დადო შეთანხმება დასავლეთმა

 

გიორგი იმედაშვილი

 

14 ივლისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა და გერმანიამ გააფორმეს შეთანხმება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, ამ უკანასკნელის ბირთვული პროგრამის დარეგულირების შესახებ. 

 

26-07-2015, 13:36 | მსოფლიო | ნანახია - 3261

ISIS-ის „კავკასიის ვილაიეთი“, რუსული „რაზვოდკები“ და ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ISIS-ის „კავკასიის ვილაიეთი“, რუსული „რაზვოდკები“  და ვითარება ახლო აღმოსავლეთში

 

გიორგი იმედაშვილი

 

რამდენიმე დღის წინ, 23 ივნისს “ისლამურმა სახელმწიფომ ერაყსა და სირიაში“ გამოაცხადა ჩვენს რეგიონში ახალი პროვინციის „კავკასიის ვილაიეთის“ დაარსება და ამით როგორც იქნა მოახერხა და მიიპყრო ქართული მედიის ყურადღება. ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამიზმმა რომ დიდი ხანია მოიკიდა ფეხი, ახალი ამბავი არ არის, თუმცა დღესიათვის უძლიერესი ტერორისტული ორგანზიაციის კავკასიაში გამოჩენა, რასაკვრიველია, დიდ საფრთხეს წარმოადგენს მთელი რეგიონისათვის და თავისთავად, საქართველოსთვისაც.

 

4-07-2015, 15:36 | მსოფლიო | ნანახია - 4994

არჩვენები თურქეთში: დემოკრატია აღმოსავლურად

არჩვენები თურქეთში: დემოკრატია აღმოსავლურად

 

გიორგი იმედაშვილი

 

თბილისში მომხდარმა საზარელმა ტრაგედიამ ჩვენთვის ყველა მსოფლიო თუ რეგიონული მნიშვნელობის მოვლენა სამართლიანად გადაფარა. თუმცაღა, გასული კვირის მანძილზე საერთაშორისო საზოგადოება რამდენიმე საინტერესო ფაქტის მოწმე გახდა, მათ შორის კი, გამორჩეულად სენსაციური თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შედეგები გამოდგა. რასაკვრიველია, ჩვენთვის, მომხდარის ფონზე, მართლაც, შეუძლებელი იყო თურქეთში გამართული არჩევნების შედეგების შესახებ საუბარი, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოსა და ზოგადად რეგიონისათვის ამ მოვლენის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, დადგა დრო, როცა საზოგადოებისათვის საინტერესო უნდა იყოს მგდომარეობის მოკლე მიმოხილვა.

 

20-06-2015, 19:46 | მსოფლიო | ნანახია - 2393

ერთი ლექსის შესახებ: საბჭოთა წარსულის მთელი სილამაზე

ერთი ლექსის შესახებ: საბჭოთა წარსულის მთელი სილამაზე

 

გიორგი იმედაშვილი

 

ბოლო პერიოდია ქართული საზოგადოების ერთ ნაწილს განსაკუთრებით დაეტყო საბჭოთა კავშირის მონატრებით გამოწვეული მწუხარება. ამ საეჭვო წარმომავლობის ნოსტალგიური ემოციებით გამსჭვალული ბევრი ადამიანი უკვე სრულიად ღიად და დაუფარავად ითხოვს საქართველოს რუსეთთან შერწყმას. ალბათ, ყველაზე საკვირველი ის უნდა იყოს, რომ ამ ხალხს თანამედროევობაზე გაურკვეველი მიზეზით გულაცრუებული ყმაწვილი ახალგაზრდებიც შეერთებიან და მათთან ერთად ისე გულმხურვალედ აქებენ საბჭოთა წყობილებასა და მის არქიტექტორებს, რომ საქმეში ჩაუხედავი კაცი იფიქრებს, მართლაც კარგად იცნობენო იმდროინდელ ამბებს.

 

14-05-2015, 13:36 | პოლიტიკა | ნანახია - 2275

ისევ ისლამური სახელმწიფო: სტრუქტურა, ისტორია, აწმყო, მომავალი

ისევ ისლამური სახელმწიფო: სტრუქტურა,  ისტორია, აწმყო, მომავალი

 

გიორგი იმედაშვილი

 

საქართველოში ბევრმა არ იცის, რომ თბილისიდან ბაღდადი უფრო ახლოა ვიდრე მოსკოვი. ისიც დაივიწყეს, რომ საქართველოს მთელი ისტორიის მანძლიზე მისი ბედი პირდაპირ კავშირში იყო გეოგრაფიულ სირიაში, ერაყში, ირანსა და სხვა ახლო აღმოსავლურ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან. ხშირად თბილისში, დმანისში, ალეპოში, ისფაჰანში, დამასკოსა და იერუსალიმში მცხოვრები ადამიანები ერთი სახელმწიფოსა და ერთი მმართველის ქვეშევრდომებიც იყვნენ.

 

3-05-2015, 10:07 | მსოფლიო | ნანახია - 3834

ისლამური სახელმწიფო: რა ხდება ერაყსა და სირიაში

გიორგი იმედაშვილი

 

სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის მეოთხე წელი იწურება, თუმცა უახლოეს მომავალში მშვიდობის დამყრების იმედი ჯერ კიდევ არ ჩანს. ამ ომის მსხვერპლთა რიცხვი დღეისათვის დაახლოებით 250 ათას ადამიანს შეადგენს. ასობით ათასმა სირიელმა კი, სამშობლო იძულებით დატოვა და დღეს მათი უდიდესი ნაწილი თურქეთში, იორდანიაში, ეგვიპტესა და ლიბანში უდიდეს გაჭირვებასა და სიდუხჭირეში ცხოვრობს.

 

17-04-2015, 17:10 | მსოფლიო | ნანახია - 9406

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია