აფხაზური გადატრიალების შესახებ

აფხაზური გადატრიალების შესახებ დავით ლაცუზბაია

 

მოძრაობა „დაბრუნების“ აღმასრულებელი მდივანი

 

 აფხაზეთში განვითარებული მოვლენები და ანქვაბის გადადგომის   მიზეზები მხოლოდ კორუფცია, რუსული ფულების არამიზნობრივი ხარჯვა,  უკანონო პასპორტიზაციის საკითხი, სოციალ-ეკონომიკური  პრობლემები და  მმართველობის ხისტი სტილი არ არის, არამედ  ისიც, რომ მან ხელი არ მოაწერა  რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას რუსეთთან ასოცირების შესახებ.

12-06-2014, 15:58 | კომენტარები | ნანახია - 1354

საქართველოს ევროპული გზა და რუსული წინაღობა

დავით ლაცუზბაია

           მოძრაობა „დაბრუნების“ აღმასრულებელი მდივანი

 

 საქართველოს ევროპული გზა და რუსული წინაღობა

ბოლო ხანებში აქტუალური გახდა ევრაზიული კავშირის საკითხი, რომელიც ნიშნავს სსრკ-ს ნანგრევებზე ახალი რუსული იმპერიის  შექმნას. რუსეთის მმართველთა ეს კონკრეტული მიზანი სრულებით არაა მხოლოდ ცალკეულ პოლიტიკოსთა ან მმართველ ელიტათა ახირება და მას მნიშვნელოვანი სამეცნიერო-თეორიული და იდეოლოგიური საფუძვლები გააჩნია გეოპოლიტიკაში. ამ სინთეზური დისციპლინის მამამთავრებს (ფ. რატცელი,ჯ. ჰ. მაკინდერი, ა. მეჰენი, კ. ჰაუსჰოფერი, კ. შმიდტი, პ. სავიცკი და სხვ.), მარტივად რომ ვთქვათ, მსოფლიო  დაჰყავდათ სახმელეთო („თელულოკრატიისა“) და საზღვაო („თალასოკრატიის“) მმართველობების დაპირისპირებამდე. ამგვარი გეოპოლიტიკური დუალიზმი გლობალურად მწვავედ აშშ-სა და სსრკ-ს, ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ბლოკებს შორის პაექრობაში აისახა. განსხვავებული კონფიგურაციით მსოფლიოს წამყვან ძალებს შორის დაპირისპირება დღესაც გრძელდება.

18-12-2013, 14:56 | პოლიტიკა | ნანახია - 2012
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია