რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა და მისი პერსპექტივები

რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები

 

დავით ნებიერიძე

 

ცოდნა უნივერსალური იარაღია, რომელიც ადამიანის ყოფას განაპირობებს. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც ადამიანი არჩევანის წინაშე დგება. არჩვევანის გაკეთება ღრმა ცოდნის გარეშე ფაქტიურად ლატარეის თამაშს ემსგავსება. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ცოდნის მიღებას ხშირ შემთხვევაში მითები და სტერეოტიპები უშლიან ხელს და მათი დამსხვრევის გარეშე სწორი გადაწყვეტილების მიღება პრაქტიკულად შეუძლებებია! მითები და სტერეოტიპები უპირველეს ყოვლისა ხელს უშლიან ადამიანს რეალობის აღქმაში. ზუსტად ფაქტების მეთოდური გაყალბებით იქმნება პარალელური რეალობა, რომელიც ადამიანში გაორებას იწვევს.

11-11-2015, 00:30 | ეკონომიკა | ნანახია - 2937

პოლიტიკა და პოლიტიკოსები, როგორც მაკროეკონომიკური წარმატების ფუნდამენტალური ფაქტორი. ციკლიდან - მაკროეკონომიკური მენეჯმენტი

პოლიტიკა და პოლიტიკოსები,  როგორც მაკროეკონომიკური წარმატების ფუნდამენტალური ფაქტორი. ციკლიდან - მაკროეკონომიკური მენეჯმენტი

 

დავით ნებიერიძე

 

სტატიათა ამ ციკლში კვლავ და კვლა მინდა გამოვყო მთავარი პოსტულატი, რომელიც გაგიადვილებთ ეკონომიკური რეალობის ადექვატურად აღქმას: ეკონომიკა ეს არის სახელმწიფოსა და ბიზნესის ტანდემი! ეკონომიკა არის ყველა იმ სოციალური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობების გვირგვინი და საბოლოო პროდუქტი, რომლებიც მიმდინარეობს ნებისმიერ ქვეყანაში. თუ ქვეყანაში მიმდინარეობს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები, მაშინ ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა. თუ ქვეყანაში ბიზნესი ჯანსაღია, მაშინ ჩვენ მივიღებთ ჯანსაღ და წარმატებულ ეკონომიკას. ამიტომ, მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ბიზნესი და სახელმწიფო არიან ეკონომიკის მთვარი შემადგენელი ნაწილები, მოთავსებულები გეოპოლიტიკურ სივრცეში.

 

24-10-2015, 23:37 | ეკონომიკა | ნანახია - 1696

”ეკონომიკა იწყება პიროვნებიდან. მითებისა და სტერეოტიპების ტყვეობაში” ციკლიდან მეაკროეკონომიკური მენეჯმენტი

”ეკონომიკა იწყება პიროვნებიდან. მითებისა და სტერეოტიპების ტყვეობაში” ციკლიდან მეაკროეკონომიკური მენეჯმენტი

 

დავით ნებიერიძე

 

საქართველოს თანამედროვე ისტორია იმდენად დაემსგავსა მოჯადოებულ წრეს, რომ მოქალაქეთა უმრავლესობაში ნიჰილიზმსა და სასოწარკვეთილებასაც კი ფართო ასპარეზი მიეცა. ჯერჯერობით არ მოვყვები ამ პრობლემის ეკონომიკური ასპექტების განხილვას და ჩვეულებრივ, ყოფით დონეზე გიპასუხებთ, აქსიომად გადაქცეული ფრაზით: ”თუ გინდა, რომ შენს ირგვლივ რაიმე შეიცვალოს დაიწყე საკუთარი თავით...”

15-10-2015, 00:00 | ეკონომიკა | ნანახია - 2448

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა საქართველოსთვის

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა საქართველოსთვის

 

დავით ნებიერიძე

 

საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის, დღევანდელი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყანას და აშკარად ასუსტებენ მისი გადარჩენისა და განვითარების შანსებს, ხშირად საკამათოა. საკამათოა იმ კონტექსტში, არის თუ არა ეს ნაბიჯები ”წითელი ხაზის” გადალახვა. ამ შეფასებების შემთხვევაში უაღრესად მნიშვნელოვანია საფუძვლიანად გავიაზროთ თავად ”წითელი ხაზის” შინაარსი და მნიშვნელობა. მისი შინაარსი კი შეიძლება ძალიან ნათლად ჩამოვაყალიბოთ:

 

5-10-2015, 23:25 | ეკონომიკა | ნანახია - 3687

ახალი ხაფანგი საქართველოს ხელისუფლებისთვის

ახალი ხაფანგი საქართველოს ხელისუფლებისთვის

 

დავით ნებიერიძე

 

დღევანდელი ხელისუფლების ყოფითი რეალობა ყველაზე ახლოს ტრაგიკომედიურ ჟანრთან დგას. თუმცა, კომედია მთლიანად განდევნილი ყავს სატირასა და სარკაზმს. ხოლო, რაც უფრო წინ მივიწევთ ამ წარმოდგენის ყურებაში, სიუჟეტში მით უფრო დიდ ნაწილს იკავებს ტრაგედია. აი ამჯერადაც, ფრიად ჩახლართულ და ტრაგიკულ ეპიზოდში ვართ გაჩხერილი და სცენარიც იმდენად მარტივი და ადვილად გამოსაცნობია, რომ დაუფიქრებლად და დიდი სიამოვნებით გადავახვევდი 2016 წლის შემოდგომის ბოლოს. რომ შემეძლოს, აუცილებლად გადავახვევდი ამ უნიჭო „ინდურ-თურქულ-ლათინოამერიკულ“ სერიალს, ესოდენ ძვირფასი დროის დაზოგვის მიზნით. 

23-09-2015, 22:28 | ეკონომიკა | ნანახია - 1921

საქართველოს მთავრობის ”გედის სიმღეარა”

საქართველოს მთავრობის ”გედის სიმღეარა”

 

დავით ნებიერიძე

 

სამთავრობო პროგრამა ”ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსათვის” შესრულების ანგარიშს, რომ წაიკითხავ პირველი განცდა რომელიც გეუფლება არის ეჭვი - შემთხვევით ბრეჟნევისეულ საბჭოთა კავშირში ხომ არ დავბრუნდით..!? მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ მაინც წამიკითხავს ძალდატანებით გამოწერილი საბჭოთა გაზეთები. მათი სუნიც კი მახსოვს. ვინ თქვა, რომ დროის მანქანის შექმნა შეუძლებელიაო? ”სოლოლაკელი ჰეგემონისათვის” შეუძლებელი არც ეს ყოფილა, ბატონებო. რეალობას თუ არა, განცდებს მაინც იმეორებს. ამის გაცნობიერება უფრო მეტ პროტესტს იწვევს პირადად ჩემში, ვიდრე ამ ნაშრომში მოთხრობილი ”დაჩის ზღაპრები”!

 

17-09-2015, 11:04 | ეკონომიკა | ნანახია - 1766

თუ ხელისუფლებას არ გააჩნია სწორი ხედვები და ვერ ფლობს მენეჯმენტის ეფექტურ ინსტრუმენტებს, მაშინ ის სახელმწიფოს მტერია!

თუ ხელისუფლებას არ გააჩნია სწორი ხედვები და ვერ ფლობს მენეჯმენტის ეფექტურ ინსტრუმენტებს, მაშინ ის სახელმწიფოს მტერია!

 

დავით ნებიერიძე

 

ცხადია, რომ ზოგადად რასაც პირადად მე ვწერ ნაკლებად აინტერესებს რიგით მოქალაქეს (არა სპეციალისტს) და ვერც გავამტყუნებთ. რამე, თუ მას პირველ რიგში აინტერესებს საკუთარი ოჯახის მაცივრის შიგთავსი და საკუთარი პიროვნების თვითრეალიზება. მაგრამ, ყოველივე ამის მისაღწევად მხოლოდ დაუღალავი შრომა არ არის საკმარისი. არამედ, საქართველოს წარმატების აუცილებელი საწყისი, სწორი სახელმწიფოებრივი ხედვებია. ამ მოცემულობის მნიშვნელოვანი შემადგენელია სწორი მაკროეკონომიკური ხედვებიც. ყოველი მოქალაქე კი უნდა აცნობიერებდეს, რომ არ არსებობს პოლიტიკა ეკონომიკის გარეშე და პირიქით. ხოლო, ერთის და მეორის ბედიც წყდება ზუსტად მაშინ, როდესაც თითოეული ჩვენგანი მიდის საარჩევნო ურნებთან და აკეთებს თავის არჩევანს. თუმცა უმრავლესობის არჩევანი ყოველთვის არ ნიშნავს სწორ არჩევანს!

 

7-09-2015, 21:03 | ეკონომიკა | ნანახია - 1749

განრისხებული მოქალაქის ამონახეთქი...

განრისხებული მოქალაქის ამონახეთქი...

 

დავით ნებიერიძე

 

ყველაფერი მსმენია და ბევრი რამ მინახავს. მაგრამ, მთავრობა გაბრაზებული და გაბუტული იყოს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე, ეს ნონსენსი და უპრეცენდენტო ფაქტია! აბსოლუტური არაკომპეტენტურობისა და ამპარტავნობის ნათელი გამოხატულებაა საქართველოს მთავრობისა და მისი მეთაურის ბოლო დღეების კომენტარები და ეკონომიკური ვითარების ანალიზი, ლარის დევალვაციასა და ეკონომიკურ კრიზისზე. იმდენი სიბრძნე მაინც ყოფნიდეთ, რომ აბსოლუტურად გაკოტრებულები არ იმუქრებოდნენ ოპოზიციისა და იმ ექსპერტების მისამართით, რომლებიც ცდილობენ ეკონომიკური ვითარების მაქსიმალურად ობიექტური ანალიზი მოახდინონ, რეალური პერსპექტივების განსაზღვრისთვის. ცუდად, ძალიან ცუდად დაგიმთავრდებათ ამგვარი, რეალობას აცდენილი რეაქციები ბატონებო!

 

26-08-2015, 22:49 | ეკონომიკა | ნანახია - 1885

სიურეალიზმი საქართველოს მთავრობის შემოქმედებაში

სიურეალიზმი საქართველოს მთავრობის შემოქმედებაში

 

დავით ნებიერიძე

 

ქვეყნის მაკროეკონომიკური და სოციალური ვითარების კომპეტენტური ანალიზისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, ბატონი ხადურისა და ბატონი მეჭიაურის ამ კვირაში საჯაროდ გაკეთებული ფინანსურ-ეკონომიკური შეფასებები. თუმცა, ამ სახელმწიფო მოხელეებს, რომ უსმენ ნათლად ხვდები, რომ შექმნილი მოცემულობის ანალიზი, არა მაკროეკონომიკურ არამედ, პირველ რიგში ფსიქოანალიზის სიბრტყეშია განსახილველი. სამწუხაროდ მე არ გახლავართ ამ სფეროს სპეციალისტი და ჩემი ნებისმიერი ფსიქოანალიტიკური შეფასება არ იქნება კომპეტენტური.

15-08-2015, 21:02 | ეკონომიკა | ნანახია - 2130

დასიცხული მთავრობა და ცხელი ზაფხულის ეკონომიკური შედეგები

დასიცხული მთავრობა და ცხელი ზაფხულის ეკონომიკური შედეგები

 

დავით ნებიერიძე

 

ტურისტული სეზონის პიკზე ეროვნული ვალუტის კურსი, რომ გაგექცევა ეს უკვე კატასტროფაა!

 

დეკლარირებულ დონეზე ქართული ეკონომიკა ტურიზმზეა ორიენტირებული და სავალუტო შემოდინებების თვალსაზრისით, აგვისტოს თვე ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით უნდა გამოირჩეოდეს. შესაბამისად, თუ ტურისტული სეზონი სათანადო დონეზე მომზადდებოდა და სავალუტო შემოდინებები ზრდის ტენდენციებით იქნება გამორჩეული, მაშინ ეს პროცესები დადებითად იმოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებაზე და ზოგადად, მიმდინარე წლის მაკროეკონომიკური სტაბილურობის საფუძვლების განმსაზღვრელი იქნება.

7-08-2015, 22:06 | ეკონომიკა | ნანახია - 1590

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია