შეფასება, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ მომავალზე მოქმედებს

შეფასება, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ მომავალზე მოქმედებს

 

დავით ნებიერიძე

 

საერთაშორისო საკრედიტო სააგენტომ Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურიდან სტაბილურობამდე შეცვალა და საქართველოს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი უცხოურ და ეროვნულ ვალუტებში BB-ის დონეზე დაადასტურა. მედია სივრცეში უკვე დაიწყო მწვავე დისკუსიები ამ ფაქტის ირგვლივ. რაღათქმაუნდა, ამ მოცემულობის ანალიზი და ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივები პირველ რიგში პროფესიონალი ეკონომისტებისა და ფინანსისტების პრეროგატივაა. მაგრამ, ჩვენი ვალია რიგითი მოქალაქისთვის მაქსიმალურად გასაგები გავხადოთ, თუ რა ცვლილებებს გამოიწვევს აღნიშნული ფაქტი ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ ცხოვრებაში და როგორ აისახება თითოეული ჩვენთაგანის ოჯახის კეთილდღეობაზე. ეს კი მაქსიმალურად გასაგებ ენაზე უნდა ითქვას!

22-04-2015, 13:38 | ეკონომიკა | ნანახია - 1742

ფიქრები კახა ბენდუქიძეზე და დღევანდელი რეალობა

დავით ნებიერიძე

 

გუშინ კახა ბენდუქიძის დაბადების დღე იყო. ყველაფრისთვის ნამდვილ ფასს მხოლოდ დრო ადგენს. შესაბამისად, მხოლოდ ამიტომ, ჯერ კიდევ არ გვესმის რაოდენ დიდი იყო ამ პიროვნების ფასი ქართულ რეალობაში და განსაკუთრებით მისი მომავლისთვის. თუ, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და აქედან გამომდინარე მის სახელმწიფოებრიობაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო პიროვნება ის არის, ვინც სხვებთან შედარებით ყველაზე კარგად იცის რა არის საჭირო ამ ამოცანის გადასაჭრელად! ცოდნა კი სწორ ხედვას განსაზღვრავს. ცოდნაში ნუ იგულისხმებთ მხოლოდ განათლებას. ცოდნა განათლებისა და მენტალობის იდეალური სინთეზია. 

 

21-04-2015, 12:58 | ეკონომიკა | ნანახია - 1720

„ამერიკული ოცნების“ საპირწონედ შემოგდებული „რუსული ოცნება“!

დავით ნებიერიძე

 

საქართველოში პოლიტიკური ვითარება 2016 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად იძაბება. საყოველთაო საარჩევნო უფლება, კი დემოკრატიის ქვაკუთხედია! და თუ, ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო თანხმობა, რომ განუხრელად ვადგავართ მდგრადი დემოკრატიის შენების გზას, მაშინ ეს უფლება მთავარი პოლიტიკური აზიმუტი უნდა იყოს, როგორც ყოველი პოლიტიკური სუბიექტისთვის, ასევე ნებისმიერი მოქალაქისთვის! თუმცა, დემოკრატიული არჩევნების პრინციპი, მხოლოდ ნებისა და საარჩევნო უფლების თავისუფლად რეალიზების დეკლარირება არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია, თუ რა წესებით და რა ინსტრუმენტებით მიიღწევა ეს უფლება. ამიტომ, დემოკრატია პირველ რიგში დემოკრატიული გარემოს შექმნა და საერთო დემოკრატიული ფასეულობების რეალიზებაა. 

 

15-04-2015, 12:36 | მსოფლიო | ნანახია - 2248

საბჭოთა ეკონომიკით ევროპაში – მითები და რეალობა

დავით ნებიერიძე

 

როდესაც ქართულ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ და განვიხილავთ მისი დინამიკის პერსპექტივებს, არ უნდა დაგვავიწყდეს მაკროეკონომიკის ანი–ბანი და მაქსიმალურად რეალისტურად უნდა შევაფასოთ ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი მაკროეკონომიკური ვითარება. პირველ რიგში უნდა გავაანალიზოთ რა მოცემულობაში ვართ და რა მემკვიდრეობა გვერგო საბჭოთა კავშირისგან. შემდეგ გავაანალიზოთ, თუ რა ტრანსფორმაცია განვიცადეთ დამოუკიდებლობის ომებითა და პოლიტიკური არასტაბილურობით გაჯერებულ მოკლე პერიოდში. აი, მხოლოდ ამის შემდეგ გავაცნობიერებთ რეალურ ვითარებას და რეალურ პერსპექტივებს. და ეს ყველაფერი განსახილველია იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელშიც ამჟამად იმყოფება საქართველო!

8-04-2015, 19:47 | ეკონომიკა | ნანახია - 1802

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია