ციმბირი მოსკოვსა და პეკინს შორის

ემილ ვდალიანი

ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრი

ციმბირი მოსკოვსა და პეკინს შორის 

დღეს, როდესაც მსოფლიოს ყურადღება მთლიანად გადატანილია უკრაინის კრიზისზე, საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირში/ნატოში შესვლა-არშესვლაზე, თუ ირანის ბირთვულ პროგრამაზე, ძალიან ცოტა ითქმის შორეულ აღმოსავლეთში რუსეთისთვის არსებულ საფრთხეებზე, რომელიც რეგიონში პოლიტიკურ status quo-ს  უთხრის ძირს. რა ბედი ეწევა აღმოსავლეთ ციმბირს? ემუქრება თუ არა ამ რეგიონს „გაჩინელება“, თუ შესაძლებელია პეკინის სამხედრო ინტერვენცია?

2-04-2014, 14:28 | მსოფლიო | ნანახია - 4326

ევრაზიის რუკა და რეგიონული ძალები

ემილ ავდალიანი

ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრი

 

რუსეთის მიერ ყირიმის შეერთებამ ცხადყო, რომ ევრაზიის რუკა მარტივად ცვალებადია, ხოლო საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე ახალი მძლავრი მოთამაშეები ჩნდებიან. ყირიმი რუბიკონია და მისი გადალახვის შემდეგ მსოფლიო აღარ არის პოლიტიკურად ევრო/ამერიკო–ცენტრისტული. მოსკოვის ქმედებებმა გვაჩვენა, რომ არსებობენ სხვა ძალები, რომელთაც ასევე შეუძლიათ ამა თუ იმ ქვეყნის დანაწევრება და მისი ტერიტორიის შემოერთება. მაგრამ ეს არა მხოლოდ რუსეთს ეხება, არამედ აზიაში - ჩინეთს, იაპონიას და ინდოეთს, ხოლო სამხრეთ ამერიკაში -ბრაზილიას. ამიტომაც მიმაჩნია, სანამ ჩვენი ყურადღება მთლიანად უკრაინაში დატრიალებულ მოვლენებზე არის ფოკუსირებული, საჭიროა, განვიხილოთ ყირიმის კრიზისი არა როგორც ევროპა/აშშ–ისა და რუსეთის ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი პროცესი, არამედ როგორც მთელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების განუყოფელი ნაწილი: ამერიკის დასუსტება და ევრაზიაში რეგიონული ძალების მომძლავრება.

20-03-2014, 20:47 | მსოფლიო | ნანახია - 3747

ევროპის რუკის მოწყობა და უკრაინის საკითხი

ემილ ავდალიანი

 ევროპის რუკის მოწყობა და უკრაინის საკითხი

უკვე რამდენიმე თვეა უკრაინა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მხოლოდ სოჭის ოლიმდიადამ თუ მოახერხა ამ საკითხის ცოტაოდენი დაჩრდილვა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დასავლელი ჟურნალისტებისა თუ პოლიტოლოგების უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა მოგებას ნახავდა უკრაინა ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებით. ნაკლები, ან თითქმის არაფერი თქმულა უკრაინის სტრატეგიულ მდგომარეობაზე და რას მოიტანს მისი ასოცირება ევროპასთან ამ უკანასკნელის უსაფრთხოებისთვის.

24-02-2014, 19:24 | პოლიტიკა | ნანახია - 4016
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია