რისგან გვიხსნა პირველმა მოქალაქემ?!

მარიამ მათიაშვილი

 

ციხის სკანდალით ხელისუფლებაში მოსული მთავრობისთვის ჩვეულ ხერხად იქცა პოლიტიკური ბრძოლის წარმოება წამებულების, ან გარდაცვლილების, ან მუქარის შემცველი ვიდეოების გავრცელებით, რომლის შედეგადაც ეგზალტირებული ხალხი პოულობს მითითებულ დამნაშავეს და მისგან საშინელ მტერს ქმნის, რომელიც უნდა განადგურდეს.

24-03-2014, 17:05 | კომენტარები | ნანახია - 1335

„ზასტოის თაობა“

„ზასტოის თაობა“მარიამ მათიაშვილი

 

საბჭოთა სისტემას ყოველთვის ნაკლებ დანაშაულად მიიჩნევენ, ვიდრე ფაშიზმს და მას დიდწილად ტერორის და გულაგის გამო აკრიტიკებენ. ეს დანაშაულებები სტალინის მმართველობის ოცწლიან პერიოდში ლოკალიზდება, რომლის შემდეგაც სისტემა თითქოს შემსუბუქდა, თუმცა, თუკი შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, ბრეჟნევის „ზასტოის“ ხანას არანაკლები დანაშაული უკავშირდება, თუ უფრო მძიმე არა. 

8-03-2014, 09:45 | კომენტარები | ნანახია - 1268

ცხრა წელი - ეროვნული კიჩი

ცხრა წელი - ეროვნული კიჩიმარიამ მათიაშვილი

 

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთაგან და ზოგიერთი ოპოზიციონერისგან ვისმენდით ერთ სანუგეშო და ნამდვილად აქტუალურ მოსაზრებას, რომ ახალი ხელისუფლების არჩევის შემდეგ აუცილებელი იქნებოდა მასთან მიმართებაში საზოგადოებას სიფხიზლე შეენარჩუნებინა, გაეკრიტიკებინა და ამით არ მიეცა შეცდომების დაშვების საშუალება, რაც პრობლემა იყო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირველ წლებში. ეს მოსაზრება იმის იმედს იძლეოდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ჯანსაღი კრიტიკის სტანდარტის დამკვიდრება, რომელშიც ახალი ხელისუფლება აპრიორი მოუსმენდა  ოპოზიციას.

21-02-2014, 17:59 | ბლოგები | ნანახია - 1315

ერთა მეგობრობა - რუსული პროპაგანდის მითი

მარიამ მათიაშვილი

 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ოლიმპიადაზე წამსვლელი სპორტსმენები მამაშვილურად დალოცა და სოჭში გააცილა. ოლიმპიადის დაწყებამდე რუსეთისგან ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლებამ კიდევ ბევრჯერ თქვა, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ.

 

საქართველოს უახლესი ისტორია რუსეთთან პასიური თუ აქტიური დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ამ დაპირისპირების პირობებში საქართველოს მოქალაქეებს შორის ერთი შეხედვით მიღწეულ იქნა შეთანხმება  იმის შესახებ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამ ოკუპაციისგან ვერაფერი ვისწავლეთ. მტერი შევიყვარეთ, მაგრამ არ გაგვიცნია. ვამბობთ, რომ ჰო, ოკუპანტია, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ურთიერთობები უნდა დავალაგოთ.

 

საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის უარყოფითი შედეგები ჩვენთვის  კარგად არის ცნობილი, მაგრამ ამ ომმა გარკვეულწილად დადებითი გავლენაც იქონია რუსეთის, როგორც ოკუპანტის სტატუსის დამკვიდრებაზე ქვეყნის შიგნით და გარეთ.

7-02-2014, 14:16 | კომენტარები | ნანახია - 2006
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია