ჩიკ კორეა

გიგი კუბლაშვილი

 

ჩიკ კორეაArmando Antony ‘Chick’ Corea 

12.06.1941, ჩელსი, შტ. მასაჩუსეტსი. 

 

პიანისტი, ელექტროკლავიშებიან ინსტრუმენტებზე შემსრულებელი, კომპოზიტორი, ჯაზ-როკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

18-08-2014, 00:56 | კულტურა | ნანახია - 1518

ნეტ კინგ კოული

ნეტ კინგ კოულიგიგი კუბლაშვილი

 

Nathaniel Adams ‘Nat King’ Cole

17.03.1919, მონტგომერი, შტ. ალაბამა – 15.02.1965, სანტა-მონიკა, შტ. კალიფორნია.

 

ვოკალისტი და პიანისტი; 50-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუმენი.

22-07-2014, 17:22 | კულტურა | ნანახია - 1486

რა ხდება ერაყში.....

რა ხდება ერაყში.....გიგი კუბლაშვილი

 

ერაყში მოხდა ის, რაც მაღალი ალბათობით მოსალოდნელი იყო.  სვარაუდოდ იგივე მოხდება ავღანეთშიც, თან ბევრად უფრო სწრაფად ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია.

 

        სუნიტთა მოძრაობამ, ,,ერაყისა და ლევანტას ისლამურმა სახელმწიფომ“ მოულოდნელად და სწრაფადა აიღო ერაყის რიგი ქალაქები მათ შორის მოსული და ტიკრიტი. აღნიშნული მოძრაობა  ,,ალ-კაიდას“ დაქვემდებარებული წარმონაქმნია, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს. დაჯგუფების ლიდერია 43 წლის სუნიტი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ან აბუ დუა.

20-06-2014, 09:15 | მსოფლიო | ნანახია - 2725

გიორგი მაზნიაშვილი

ქართველი გენერლის ცხოვრების ქრონიკა 1917-37

 

გიორგი მაზნიაშვილიპროლოგი

 

კრასნოდარის მხარეში, ტუაფსესთან მდგარი ქართული არმიის ქვედანაყოფები გენერალ მაზნიაშვილის სარდლობით თბილისიდან მოსული ბრძანების შესაბამისად შეჩერდნენ და მერამდენედ უნიათო, ვირ-ეშმაკა, მთავრობისა და მისი ხელმძღვანელის მორიგი, გაუაზრებელი, ბრძანება უსიტყვოდ შეასრულეს... დაიწყო მოლაპარაკებები...

18-06-2014, 15:33 | წიგნები | ნანახია - 2631

ბენ გუდმენი

Benajamin David ‘Benny’ Goodman
ბენ გუდმენი30.05.1909, ჩიკაგო - 13.06.1986, ნიუ-იორკი.

 

გიგი კუბლაშვილი

 

კლარნეტისტი, ბიგ-ბენდის ხელმძღვანელი, ჯაზის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსი, აღიარებულია “სვინგის მეფედ”. გუდმენი - კლარნეტისტის ოსტატობამ დაარწმუნა ხალხი რომ ჯაზი იყო მუსიკა, რომელიც იმსახურებდა არანაკლებ პატივისცემას, ვიდრე კლასიკური.

29-05-2014, 19:55 | კულტურა | ნანახია - 1565

სირია და ბაშარ ალ ასადი

გიგი კუბლაშვილი

 

        ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი ობამა სირიის ოპოზიციური ძალების ერთ-ერთ ლიდერს ახმად ჯარბს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს სირიაში არსებული ვითარება. ჯარბმა მადლობა გადაუხადა ობამას იმ დახმარებისათვის, რომელიც აშშ-მ აღმოუჩინა სირიის ოპოზიციას. თანხა საკმაოდ შთამბეჭდავია 287 მლნი დოლარი.

 

         ამავე დროს სირიის ფრონტზე რადიკალური ცვლილებებია, პრეზიდენტი ასადი საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს და უკან დახევას და გაქცევას კი არა, პრეზიდენტობას და ქვეყნის სათავეში დარჩენას გეგმავს.

22-05-2014, 23:26 | მსოფლიო | ნანახია - 5080

სამიტი ,,თბილისი - 2014“

გიგი კუბლაშვილი

 

  სამიტი   ,,თბილისი - 2014“ნურასდროს შეეცდები, გამოჩნდე იმაზე ჭკვიანი, ვიდრე ხარ სინამდვილეში” - აღმოსავლური სიბრძნე

 

ეპილოგი

 

უმაღლესი დონის შეხვედრები მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისათვის, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს, თუმცა მიზანდასახული, შესაბამისად მომზადებული, ნაწილობრივ ოკუპირებული ტერიტორიის მქონე  ლიდერი ასეთი სახის შეხვედრებს, არამხოლოდ  ,,მჭერმეტყველების“ და არააქტუალური ზოგადი ,,სენტენციების“ გამოტყორცნაში, არამედ კონკრეტული გზავნილებისა და ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისათვის იყენებს. ზოგადი მსჯელობები თამაშის შემადგენელი ნაწილია და უცილობლივ გამოიყენება მსგავს ღონისძიებებში,  მაგრამ, ვფიქრობ, მართებული იყო,  ბ-ნ მარგველაშვილს პრესკონფერენციაზე მაინც უფრო მკვეთრად ესაუბრა  დროებით ოკუპირებულ ქართულ მიწებზე, ქართული მხარის მიდგომებზე - უკრაინაში მიმდინარე გლობალური პოლიტიკის ტრანსფორმაციის ფონზე, სადაც ქართული მხარის აქტიურობა უმნიშვნელოა. თუ ჩვენ  ასე გავაგრძლებთ, მალე მსოფლიოში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არავის ემახსოვრება, მათ შორის ჩვენს მოკავშირეებს. ამ ფონზე მახსენდება ერთი საბჭოთა ლოზუნგი, რომელიც მოუწოდებდა საბჭოთა ადამიანებს დახრჩობის დროს ხელი გაენძრიათ.

12-05-2014, 15:42 | კომენტარები | ნანახია - 2590

ტუტს ტილემანსი Jean Baptiste ‘toots’Thilemans 29.04.1922, ბრიუსელი, ბელგია

ტუტს ტილემანსი Jean Baptiste ‘toots’Thilemans  29.04.1922, ბრიუსელი, ბელგიაგიგი კუბლაშვილი

 

ჯაზის ერთერთი ვეტერანი, ტუჩის ჰარმონიკისა და გიტარის, ასევე მხატვრული სტვენის ვირტუოზი. ბელგიის ყველაზე ცნობილი ჯაზ-მუსიკოსი. მან ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ჯაზში ტუჩის ჰარმონიკა და მხატვრული სტვენა.

20-03-2014, 14:46 | კულტურა | ნანახია - 1719

ზეციური ასეული

გიგი კუბლაშვილი

 ზეციური ასეული

ამ  სტატიის დაწერა-არდაწერაზე რამდენიმე დღეა ვფიქრობ. მესმის,  რომ ქართველთა დიდი ნაწილი ემოციურადაც, ფიზიკურადაც გადაიღალა. ისიც მესმის, რომ ძნელია დიდ პოლიტიკაზე ფიქრი, როდესაც ელემენტარული საყოფაცხოვრებო პრობლემებიც არ გაქვს მოგვარებული. დაპირებული ზეციური მანანაც არ ჩანს. მაგრამ შეუძლებელია თვალზე მომდგარი ცრემლის გარეშე უყურო იმ კადრებს, სადაც ალუმინის ფარებით შეიარაღებულებს, შეკრული, მწყობრი ნაბიჯით აშკარა სიკვდილზე მიმავალ ჩვენ ძმებ უკრაინელებს (მათ შორის ქართველებსაც) ქვეყნის  სამსხვერპლოზე მიაქვთ საკუთარი სიცოცხლე.

7-03-2014, 13:45 | კომენტარები | ნანახია - 2090

საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და მისი ეკონომიკური განვითარების ზოგიერთი ასპექტი

საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და მისი ეკონომიკური განვითარების ზოგიერთი ასპექტიგიგი კუბლაშვილი

 

 საქართველოს ადგილმდებარეობა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის:  ზღვისპირეთი შესაძლებლობას გვაძლევს ინტენსიურად განვავითაროთ საზღვაო ტრანსპორტი, პორტები, ზღვის პროდუქციის - თევზჭერის  მიმართულება, ტურისტულ -  რეკრეაციული ინფრასტრუქტურა. თანამედროვე  მსოფლიოში ზღვისპირეთი მასტიმულირებელ გავლენას ახდენს და ქვეყნის არასაზღვაო რაიონებისათვის განვითარების დამაჩქარებლად გამოდის.

 

ქართული პორტების დატვირთვა გარანტირებულია ევრაზიის უზარმაზარ არეალზე მიმდინარე სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო პროცესით. საქართველოში ამ მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში სწორი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა იყო არამიზანმიმართულობის ელემენტებიც.

10-02-2014, 14:26 | ეკონომიკა | ნანახია - 4302

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია