აჰმად ჯამალი

გიგი კუბლაშვილი


აჰმად ჯამალიAhmad Jamal, ნამდვილი სახელი Fritz Jones
02.07.1930, პიტსბურგი

    პიანისტი, არტ ტეიტუმმა მოუსმინა თოთხმეტი წლის ჯამალს და თქვა: "ის დიდებული გახდება!” ჯერ კიდევ ახალგაზრდა პიანისტი ფლობდა ფენომენალურ ტექნიკას და ისწრაფოდა, შეექმნა საკუთარი განუმეორებელი სტილი. მისი აღიარებით, ყველაზე დიდი გავლენა მასზე იქონია მაილს დევისმა, რომლის დამსახურებითაც გახდა, როგორც მას კრიტიკოსები უწოდებდნენ, “მუსიკალური ეკონომიის ოსტატი”.

24-01-2014, 11:36 | კულტურა | ნანახია - 1347

ჯონი კოლტრეინი

გიგი კუბლაშვილი

 

28.09.1926, ჩრდილოეთ კაროლინა _ 17.07.1967 ნიუ-იორკი.

 

ტენორ და სოპრანო-საქსოფონისტი, კომპოზიტორი, გამორჩეული ნოვატორი, ერთ-ერთი ვირტუოზი მუსიკოსი, რომელმაც უდიდესი ზეგავლენა იქონია ჯაზის განვითარებაზე.

14-01-2014, 10:14 | კულტურა | ნანახია - 1709

ელა ფიცჯერალდი

გიგი კუბლაშვილი


ჯაზის უდიდესი ოსტატი, ვოკალისტი, მიიღებული აქვს - "ამერიკული სიმღერის პირველი ლედის” და “ჯაზის პირველი ლედის” წოდებები. მისი ხმის ნაზი და რბილი ვიბრატო ყოველ სიმღერას ლირიკულ მონოლოგად აქცევდა, უზარმაზარი დიაპაზონი და ვირტუოზული სკეტი, მის ყოველ გამოსვლას  წარმოუდგენელი ენერგიით ავსებდა. ძირითადად ჯაზის სტანდარტებს ასრულებდა, ყველაზე დიდი წარმატება – Lady, Be Good, How High The Moon, Mr. Pagnini, Mack The Knife-ის შესრულებამ მოუტანა. იშვიათად მღეროდა ბლუზს.

12-12-2013, 23:00 | კულტურა | ნანახია - 2516

ქაუნთ ბეისი William ‘Count’ Basie

გიგი კუბლაშვილი

 

პიანისტი, არანჟირებების ავტორი, ბიგ-ბენდის ხელმძღვანელი, რომელიც "ცხელი” აფრო-ამერიკული სვინგის მაგალითი გახდა.

 

პატარა უილიამს მუსიკის პირველი გაკვეთილები დედამ ჩაუტარა, ის პიანისტი გახლდათ. სკოლაში უილიამი  დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა. სულ ახალგაზრდა უკვე ელმერ სნოუდენის ორკესტრში აღმოჩნდა, როგორც პიანისტი. ფეტს უოლერის შესრულებით აღფრთოვანებული იყო და მას მუდამ უკან დაყვებოდა. დროდადრო, ვოდევილების დასსთან ერთად, ამერიკის შტატებში დადიოდა გასტროლებზე. 1927 წელს ერთ-ერთი ასეთი დასის დაშლის შემდეგ კანზას-სიტიში შეყოვნდა და კინოთეატრში აკომპანიატორად დაიწყო მუშაობა. მისი იმპროვიზაციები იმდენად კარგი იყო, რომ მაყურებელი არა ფილმის სანახავად , არამედ მის მოსასმენად მიდიოდა. 1928 წელს უოლტ პეიჯის ადგილობრივ ბენდში Blue Devils დაიწყო მოღვაწეობა. მომავალში უილიამი იტყვის,რომ ეს იყო საუკეთესო ორკესტრი,რომელშიც მას ოდესმე დაუკრავს..

21-10-2013, 21:38 | კულტურა | ნანახია - 1716

დონ-ფრენსის ალბერტ ფრენკ სინატრა

დონ-ფრენსის ალბერტ ფრენკ სინატრაგიგი კუბლაშვილი

 

ვოკალისტი და კინომსახიობი, ამერიკული ესტრადის ვარსკვლავი, მეტსახელად - ‘Voice’ (ხმა).
16 წლისამ სკოლა მიატოვა და ქორწილებსა და საღამოებზე სიმღერა დაიწყო. 1935 წელს, ახალგაზრდა ტალანტების კონკურსის გამარჯვებული გახდა. მღეროდა ადგილობრივ ვოკალურ კვარტეტში და მიჰყავდა გადაცემები ინგლვუდის რადიოში (შტ. ნიუ-ჯერსი). 

2-10-2013, 21:45 | კულტურა | ნანახია - 2349

ავღანური დილემა

ავღანური დილემაგიგი კუბლაშვილი

 

გიორგი ლორია

 

თანდათანობით ახლოვდება 2014 წელი. წელი, რომელიც იქნება გადამწყვეტი ავღანეთისთვის და არა მხოლოდ ავღანეთისთვის. მას მერე, რაც ნატო-ს მისია და კოალიციური ჯარები ავღანეთს დატოვებენ, შეიცვლება არა მხოლოდ ავღანეთის პოლიტიკური ლანდშაფტი, არამედ შესაძლოა, მთლიანად ცენტრალური აზიის რეგიონმა განიცადოს პოლიტიკური ცვლილებები.  რა გავლენას მოახდენს აღნიშნული ცვლილებები მსოფლიო პოლიტიკურ ბალანსზე, ეს კიდევ ცალკე გამოკვლევის საგანია. 

20-09-2013, 17:26 | მსოფლიო | ნანახია - 3142

მისი აღმატებულება ლუი არმსტრონგი

მისი აღმატებულება ლუი არმსტრონგიგიგი კუბლაშვილი

 

მესაყვირე, ვოკალისტი, ტრადიციული ჯაზის პირველი გამორჩეული წარმომადგენელი. არ არსებობს ჯაზის მესაყვირე, რომელიც არ აღიარებდეს არმსტრონგის გავლენას მის შემოქმედებაზე. მისი ღვაწლი იმდენად დიდია, რომ თვით შემდგომი თაობის სნობისტურად განწყობილი მუსიკოსებიც კი, პატიობდნენ არამხოლოდ ზოგიერთი ეფექტური იმპროვიზაციული ფრაზის გამეორებას, არამედ პოპულარულ მუსიკასა და გასართობ ესტრადასთან გათამაშებასაც. არმსტრონგი კანონზომიერად ითვლება ყველაზე ცნობილ პიროვნებად XX საუკუნის მუსიკალურ ხელოვნებაში, რომელთანაც საზოგადოება ტრადიციულ ჯაზს აიგივებდა. 

2-09-2013, 21:30 | კულტურა | ნანახია - 3515

ცენტრალური აზია - მოკლე ისტორიული მიმოხილვა

ცენტრალური აზია - მოკლე ისტორიული მიმოხილვაგიგი კუბლაშვილი

გიორგი ლორია

 

ცენტრალური აზიის რეგიონი დასავლეთ ჩინეთიდან კასპიის ზღვამდე და სამხრეთ რუსეთიდან ინდოეთის ჩრდილოეთამდეა  გადაჭიმული. საბჭოთა პერიოდში მას შუა აზიას უწოდებდნენ, თუმცა დღემდე კონკრეტულად არ არის განსაზღვრული არც მისი სახელწოდება და არც საზღვრები. შედეგად, არავის შეუქმნია ევრაზიის ამ კონკრეტული ნაწილის ისტორიული აღწერილობა.

4-08-2013, 16:10 | მსოფლიო | ნანახია - 6932

დიუკ ელინგტონი - სვინგის მეფე

გიგი კუბლაშვილი

 

დიუკ ელინგტონი - სვინგის მეფედიუკ ელინგტონი (ნამდვილი სახელი ედვარდ კენედი) დაიბადა  1899 წლის 29 აპრილს ვაშინგტონში.განათლება მიიღო სახლში, დედა ასწავლიდა ფორტეპიანოზე დაკვრას. 

19-07-2013, 19:15 | კულტურა | ნანახია - 2752

საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი „ევროპა-კავკასია-აზია“ (TRACECA) და მისი განვითარების პერსპექტივები

საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი „ევროპა-კავკასია-აზია“ (TRACECA) და მისი განვითარების პერსპექტივებიგიგი კუბლაშვილი

გიორგი ლორია

 

სატრანსპორტო დერეფანი „ევროპა-კავკასია-აზია“ (TRACECA – Transport Corridor Europe-Caucasus-Asia) არის ერთ-ერთი ევროპული სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გადის ევროპიდან შავი და კასპიის ზღვების გავლით ცენტრალური აზიის ქვეყნებამდე.

4-07-2013, 16:32 | ეკონომიკა | ნანახია - 5677

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია