ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანია 2.0

ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანია 2.0

 

გრიგოლ ვაშაძე

 

2015 წლის 12 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა იურისტმა, არკანზასის შტატის ყოფილმა პირველმა ლედიმ, აშშ-ს ყოფილმა პირველმა ლედიმ, აშშ-ს ყოფილმა სენატორმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, პირველმა "პირველმა ლედიმ", რომელმაც სახელმწიფო თანამდებობა დაიკავა თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ჰილარი როდჰემ კლინტონმა განაცხადა, რომ ის მეორედ იღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში და 2016 წელს აპირებს არჩევნებში გამარჯვებას. დღეიდან 2016 წლამდე, გამომდინარე ამერიკული წინასაარჩევნო კამპანიის სასტიკი ბუნებიდან, მისი ცხოვრება ამ ლათინური ფრაზის ილუსტრაცია იქნება: "Perfer et obdura; dolor hic tibi proderit olim" (მომთმენი და მტკიცე იყავი; ეს ტკივილი ერთ დღეს შენთვის სასარგებლო აღმოჩნდება).

27-04-2015, 10:18 | მსოფლიო | ნანახია - 2834

ირანული გაკვეთილი საქართველოს ხელისუფლებას

ირანული გაკვეთილი საქართველოს ხელისუფლებას

 

გრიგოლ ვაშაძე

 

ეს სტატია ივერიაში დაიბეჭდა 2013 წლის 15 ნოემბერს. როგორც აღმოჩნდა სტატიაში წარმოდგენილი პროგნოზები სრულად გამართლდა.

 

გასულმა კვირამ და მიმდინარე კვირის დასაწყისმა მეტად მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური მოვლენა შემოგვთავაზა. რიგი "ექსპერტებისა" ამ ფრაზას "ისეთი, რომ არავინ ელოდა"-საც დაუმატებდა. თუმცა დიპლომატებისთვის არაფერი დიდად გასაკვირი არ მომხდარა: საერთაშორისო სანქციებით დაღლილი ირანი და ეკონომიკური კრიზისის, ერაყის, ლიბიის, მალის, ავღანეთის და სირიის პრობლემებში (სხვა რომ არ ვახსენოთ!) ყელამდე ჩაფლული დასავლეთი "განწირულები" იყვნენ, თავისი ჟენევური დიალოგი ურთიერთდათმობის გზით წაეყვანათ.

4-04-2015, 18:12 | მსოფლიო | ნანახია - 5361

რუსულ-უკრაინული ომი - თებერვალი

რუსულ-უკრაინული ომი - თებერვალი

 

გრიგოლ ვაშაძე

 

ფანტასმაგორია უკრაინაში არ მთავრდება. რუსეთი ყველა საშუალებას იყენებს, რომ ეს კოშმარი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.

11-02-2015, 15:28 | პოლიტიკა, მსოფლიო | ნანახია - 2434

ვინ აშენებს გზას?

ვინ აშენებს გზას?გრიგოლ ვაშაძე

 

    ამა წლის 29 სექტემბერს 3 სამი შეკითხვა დავსვით.
12-10-2014, 23:06 | მსოფლიო | ნანახია - 2408

მშვიდობით და დიდი მადლობა, ოსტატო!

მშვიდობით და დიდი მადლობა, ოსტატო!გრიგოლ ვაშაძე

 

მოსკოვში 97 წლის ასაკში გარდაიცვალა იური ლუბიმოვი - მსახიობი, რეჟისორი და თეატრის რეფორმატორი. 

 

    

9-10-2014, 14:09 | მსოფლიო | ნანახია - 1483

Where do we go now?

Where do we go now?გრიგოლ ვაშაძე

 

     2012 წლის 2 ოქტომბერს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების შემდეგ მოქალაქეების უმრავლესობას ერთსულოვნად სჯეროდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები განმტკიცდებოდნენ, გადაცდომები გამოსწორდებოდა, დანაშაული დაისჯებოდა...

19-09-2014, 14:39 | მსოფლიო | ნანახია - 2670

რუსეთ-საქართველოს ომი და ეროვნული მეხსიერების თავისებურება

რუსეთ-საქართველოს ომი და ეროვნული მეხსიერების თავისებურებაგრიგოლ ვაშაძ

 

დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს არ ჰყოლია თაობა, რუსეთთან "თავისი" ომი რომ არ გადაეტანოს. საქართველოში არ არის ოჯახი, რომელსაც "ჩვენი დიდი და ერთმორწმუნე მეზობლის" აგრესიაზე, ომზე, დივერსიებზე, საბოტაჟზე, ემბარგოზე და ეროვნულ დამცირებაზე დაფუძნებული ანტიქართული პოლიტიკის შედეგად, არ ჰყავდეს მოკლული, დაჭრილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული, ლტოლვილად ან იძულებით გადაადგილებულ პირად ქცეული ნათესავი ან მეგობარი. 

7-08-2014, 02:28 | მსოფლიო | ნანახია - 10150

ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას!

გრიგოლ ვაშაძე

 

     დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ა. ლუკაშევიჩი ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მოწყდა მსოფლიო "საზრუნავებს", რომლებიც მის გარეშე, რა თქმა უნდა, არ მოგვარდება, და თავისი უზანაესი ყურადღების ნაწილი საქართველოს დაუთმო.

22-05-2014, 23:49 | კომენტარები | ნანახია - 11187

ისევ უკრაინაზე

(სადაც საერთაშორისო სამართალის, ევროპის და საქართველოს ბედი წყდება)

 

ისევ უკრაინაზე  გრიგოლ ვაშაძე

 

     2014 წლის 14 მაისს რუსული დიპლომატიის მამამთავარმა, საერთაშორისო სამართალის “გარანტმა”, მსოფლიო უსაფრთხოების “დამცველმა”, პრაღის მოლაპარაკებებში ჩვენმა “პარტნიორმა”, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბ-ნმა სერგეი ლავროვმა უკრაინაზე კომენტარი გააკეთა: “უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ოლქების მიერთება რუსეთთან ჯერჯერობით ჰიპოთეტიური საკითხია… ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ არა ჰიპოთეტიურ საკითხებზე, არამედ იმაზე, როგორ იცხოვრებენ ამ ქვეყანაში რუსულენოვანი მოქალაქეები და აგრეთვე პოლონელები და რუმინელები (მეზობელი ქვეყნის პოლონელი და რუმინული წარმოშობის მოქალაქეებიც რუსეთის საზრუნავი გახდა!!! - ივერია.)”. მისივე სიტყვებით, “უკრაინაში დღეს სამოქალაქო ომი მიმდინარეობს” და, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მზადაა ელაპარაკოს უკრაინის ხელისუფლებას, ეს შეუძლებელია, სანამ უკრაინა იყენებს “ნაღმტყორცნებს და დასავლეთიდან შემოგზავნილ დაქირავებულ მეომრებს მოსახლეობის წინააღმდეგ”. შეკითხვაზე, რა დამოკიდებულება ექნება რუსეთს უკრაინის ხელისუფლებასთან 2014 წლის 25 მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბ-მა ლავროვმა უპასუხა, რომ “რუსეთი ამ არჩევნებს განსჯის იმის მიხედვით, რა იქნება არჩევნების შედეგები (!!!)”. 

19-05-2014, 02:17 | მსოფლიო | ნანახია - 4229

ყირიმის “ანშლუსი”, რუსეთის “მოკავშირეები” და ჩვენი ამოცანები

ყირიმის “ანშლუსი”, რუსეთის “მოკავშირეები” და ჩვენი ამოცანებიგრიგოლ ვაშაძე

 

     XX საუკუნე რეალურად 1914 წლის 28 ივლისს დაიწყო, მაშინ, როდესაც ავსტრო-უნგრეთის არმიამ სერბეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა და დასაბამი მისცა I მსოფლიო ომს. ზუსტად ასევე, 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ ნათელი წარმოდგენა მოგვცა იმაზე, როგორი იქნება XXI საუკუნე. ყირიმის რუსული ოკუპაცია ამას მხოლოდ ადასტურებს.

 

     ბუნებრივია, რომ საქართველოს ყველა ჯანსაღ გონებაზე მყოფი მოქალაქე განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, სადაც საერთაშორისო სამართლის ბედი წყდება. შერჩება ყირიმის ანშლუსი რუსეთს, ისევე როგორც აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია შერჩა? მაშინ მოგვიწევს ცხოვრება რუსული ზონის “გაგებებზე” დაფუძნებულ სამყაროში, რომელიც ჩვენ კი არა, რუსეთუმეებს არ მოეწონებათ.

17-03-2014, 18:31 | მსოფლიო | ნანახია - 7919

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია