“ივერია” ნიშნავს სახელმწიფოს

მამუკა გამყრელიძე

 

ამ რამოდენიმე დღის წინ, მარჯანიშვილის თეატრში, საზოგადოებასთან შეხვედრაზე, ორგანიზაციის შექმნიდან ორი წლის თავზე ივერიელებმა გამოაცხადეს ახალი, საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერიის” შექმნა. ჩვენგან ყველა ელოდა პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას, მაგრამ ჩვენ ვარჩიეთ არ შეგვეზღუდა არც თავი და არც საზოგადოება, იდეოლოგიური ჩარჩოებით დატვირთული, ხისტი პოლიტიკური პარტიით და საზოგადოებას შევთავაზეთ სრულიად ახალი ტიპი პოლიტიკური ორგანიზაციისა - საზოგადოებრივი მოძრაობა. მისი იდეოლოგიური ჩარჩოები გაცილებით ფართოა და მოისაზრებს სხვადასხვა შეხედულებების მქონე ადამიანების, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პროფესიონალების ერთიანობას საერთო მიზნის, საქართველოს ძლიერი და წარმატებული, ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფოს მშენებლობის გარშემო. სახელმწიფოსი, რომლის კურსი იქნება მკვეთრი და არა უბრალოდ დეკლარირებული, ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. ჩვენი კარი იქნება მუდმივად ღია ყველა იმ ადამიანისათვის, ვისთვისაც ეს მთავარი მიზანი, ძლიერი და წარმატებული საქართველოსი, ჩვენსავით პრიორიტეტული იქნება. რას ნიშნავს ჩემთვის “ივერია” ?

 

18-03-2015, 14:07 | პოლიტიკა | ნანახია - 1962

არჩევანი მე, არადანიც მე (საუბრები ვადამდელი არჩევნების შესახებ)

არჩევანი მე, არადანიც მე (საუბრები ვადამდელი არჩევნების შესახებ)

მამუკა გამყრელიძე

 

მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა, უკვე მესამედაა ლაპარაკი პარლამენტის ვადამდელი არჩევნების შესახებ. თუმცა მიზეზი და წყარო ამ საუბრებისა სხვადასხვაა. მოსალოდნელი შედეგიც რადიკალურად განსხვავებული.

25-02-2015, 17:47 | პოლიტიკა | ნანახია - 2051

პუტინის ოსტრაკიზმი

პუტინის ოსტრაკიზმიმამუკა გამყრელიძე 

 

“ივერიის” მკითხველს მინდა შევახსენო, რომ ოსტრაკიზმი ძველ ათენში ერთგვარი დემოკრატიული ინსტრუმენტი გახლდათ...

21-11-2014, 17:52 | მსოფლიო | ნანახია - 2387

ობამასა და პუტინის პეკინური რანდევუ

მამუკა გამყრელიძე

  

მიმიდინარე კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენა გახლდათ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (APEC)  სამიტი...


13-11-2014, 15:35 | პოლიტიკა, ბლოგები | ნანახია - 2103

რუსული “სპუტნიკი” ქართულ სივრცეში გამოჩნდა

რუსული “სპუტნიკი” ქართულ სივრცეში გამოჩნდავახტანგ კაპანაძე

 

სულ რაღაც ორიოდე დღის უკან დაიწყო მუშაობა ახალმა რუსულმა პროპაგანდისტულმა ინტერნეტრესურსმა “სპუტნიკი” ...

12-11-2014, 15:54 | კომენტარები | ნანახია - 1562

პუტინის ახალი დოქტრინა - თამაშის ახალი წესები, თუ თამაში წესების გარეშე ?

პუტინის ახალი დოქტრინა - თამაშის ახალი წესები, თუ თამაში                    წესების გარეშე ?მამუკა გამყრელიძე

 

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა და “პოლიტიკანურმა” პროცესებმა ყურადღების მიღმა დატოვეს...

5-11-2014, 12:53 | მსოფლიო | ნანახია - 2358

ეს ყველაფერი ინგლისში დაიწყო !

ეს ყველაფერი ინგლისში დაიწყო !მამუკა გამყრელიძე

 

სიკვდილის პირას მყოფი საავდმყოფოში არ

 წამიყვანოთ.

წამიყვანეთ ენფილდზე. მე იქ ვიშვი და იქვე მოვკვდები.

                               

სტივენ ჯერარდი

 

     კიდევ ერთი დიდ ინგლისელის სიტყვები უნდა გავიხსენო, რომელიც ამბობდა “მთელი ქვეყანა თეატრიაო”. თანამედროვეობამ მცირე კორექტივი შეიტანა ამ აფორიზმში, მთელი ქვეყანა ერთი დიდი შოუა და ამ შოუს ღერძი დღეს ფეხბურთია. ფეხბურთს მსოფლიოში 250 მილიონი ადამიანი თამაშობს, მსოფლიო ჩემპიონატების მატჩებს კი ჯამურად თითქმის 3 მილიარდი ტელემაყურებელი უყურებს. ადვილი მისახვედრია ფეხბურთის მნიშვნელობა და ზეგავლენა ადამიანების ფსიქოლოგიაზე, ქვეყნების ეკონომიკებზე და შესაბამისად პოლიტიკაზეც. ფეხბურთი დიდი ძალაა და დიდი ინდუსტრია. ეს ყველაფერი კი ინგლისში დაიწყო, მე-19 საუკუნის შუაწელში, როცა შეიკრიბნენ ენთუზიასტები, ჩამოაყალიბეს ერთიანი წესები და მოგვიანებით ასოციაციაც შექმნეს.

16-06-2014, 18:23 | ბრაზილია 2014 | ნანახია - 1194

“გაზპრომის” მეგაკონტრაქტის მეგაპრობლემები და ევრაზიული მანევრი

მამუკა გამყრელიძე

 

   4 ივნისს ასტრახანში ჩატარდა რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სათბობ-ენერგეტიკული კომისიის სხდომა, რომელსაც ზოგიერთმა რუსმა ანალიტიკოსმა რევოლუციურიც კი უწოდა. ერთი შეხედვით, ეს სხდომა, რომელსაც სპეციალისტები მთელი წელი ელოდნენ, მართლაც უაღრესად საინტერესო გამოდგა. სხდომას ესწრებოდა რუსეთის მთელი ენერგეტიკული ისტებლიშმენტი, მაგრამ არ იყო ალექსეი მილერი, რომელიც ამ დროს ბერლინში უკრაინელებს ევაჭრებოდა. “გაზპრომის” ინტერესებს მის არყოფნაში ვლადიმერ პუტინი წარმოადგენდა, რაც არავისთვისაა გასაკვირი. მიუხედავად ამისა, მთავარ მოქმედ გმირად მოგვევლინა “როსნეფტის” ხელმძღვანელი იგორ სეჩინი. ამ შეხვედრის “რევოლუციური” სტატუსი სწორედ მისი შემოთავაზებების დამსახურებაა. განხილული საკითხებიდან მე ორ უმთავრესს გამოვყოფდი - რუსეთის გაზის ბაზრისა და სატრანსპორტო ქსელების ლიბერალიზაციის დასაწყისს და საგადასახადო მანევრის გარშემო შექმნილ კამათს.

11-06-2014, 17:42 | მსოფლიო | ნანახია - 1845

ორიოდ სიტყვა “მორფიანი პაპიროსის” მხარდასაჭერად

ორიოდ სიტყვა “მორფიანი პაპიროსის” მხარდასაჭერადმამუკა გამყრელიძე

 

 რამდენიმე დღის უკან თბილისში, კანცელარიის წინ, ხალხმრავალი აქცია ჩატარდა. აქციის მიზანი კანაბისის ანუ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია გახლდათ. აქციას თქვენი მონამორჩილიც დაესწრო და სურვილი გაუჩნდა თავისი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები მოგახსენოთ.

4-06-2014, 12:43 | კომენტარები | ნანახია - 1495

ობამას ვიზიტი წყნარი ოკეანის რეგიონში

მამუკა გამყრელიძე

                           

                       "ამერიკული იმპერიალიზმი

                        ქაღალდის ვეფხვია"

                                                       მაო ძე დუნი

 

 აპრილის ბოლოს აშშ პრეზიდენტი ბარაქ ჰუსეინ ობამა სახელმწიფო ვიზიტით ეწვია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ოთხ ქვეყანას, რომლებიც ტრადიციულად ამერიკის მოკავშირეებად განიხილებიან. ტურნე 23 აპრილს დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში პრეზიდენტი იაპონიას, სამხრეთ კორეას, ფილიპინებსა და მალაიზიას ესტუმრა.

13-05-2014, 17:12 | მსოფლიო | ნანახია - 1730

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია