მოგზაურობა “აღმოსავლეთის ქვეყანაში”

(ჩინეთში პუტინის მომავალი ვიზიტის გარშემო)

 

მამუკა გამყრელიძე

 

   ამ სტატიის სათაურად ჰერმან ჰესეს ფილოსოფიური მოთხრობის სახელის შერჩევა შემთხვევითი არ გახლავთ. ისევე, როგორც მისი მთავარი გმირის ჰ.ჰ.-ს მოგზაურობა არაა უბრალოდ გასეირნება, არამედ ემსახურება ბევრად უფრო სიღრმისეულ მიზანს, წარსულსა და მომავალს შორის კავშირის და საკუთარი თავის ძიებას, ასევე ვლადიმერ პუტინის მომავალი ვიზიტი ჩინეთში მხოლოდ ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერების გეგმიური შეხვედრა არაა, არამედ ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების ერთგვარი პოლიტიკური და ეკონომიკური პრელუდია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ოდიოზური მმართველის მიერაა ინიცირებული.

7-05-2014, 18:09 | მსოფლიო | ნანახია - 2403

გზააბნეულები

მამუკა გამყრელიძე

გზააბნეულები 

როგორც მოგეხსენებათ, 13 აპრილს, კანცელარიის შენობის წინ, ჩატარდა აქცია “არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!” აქცია არა პარტიული და ამიტომაც ხალხმრავალი იყო. მასზე მოვიდნენ სრულიად სხვადასხვა შეხედულებების მქონე მოქალაქეები, რომლებსაც აწუხებთ პრორუსული ორგანიზაციებისა და პროპაგანდის შემოტევა საქართველოში. ამ, თითქოსდა, სრულიად გასაგებ და უპირობოდ პატრიოტულ ინიციატივას მოყვა ქართული, ეგრეთ წოდებული “ინტელექტუალური ელიტის” წარმომადგენლების და ხელისუფლების ზოგიერთი ფუნქციონერის სრულიად გაუგებარი რეაქცია. მათი აზრი მარტივად ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: საშიშროება მეტწილად გაზვიადებულია ან საერთოდ არ არსებობს. რუსები, თითქოსდა, ოკუპანტები არიან, მაგრამ ამავე დროს - ერთმორწმუნე მეგობრები. ამ გზააბნეული ხალხის შესამკობად ეპითეტს მათივე საყვარელ რუსულ მედიას დავესესხები:“философствующие либерасты” !

17-04-2014, 15:08 | კომენტარები | ნანახია - 1811

განმეორდება თუ არა ყირიმის სცენარი საქართველოში ?

მამუკა გამყრელიძე

   უკრაინაში განვითარებული მოვლენებით, რუსეთის მიერ ყირიმის ფაქტობრივი ანექსიით და შემდგომი მიერთებით, რაც რუსეთის საკანონმდებლო ორგანოებმა მყისიერად “ლეგიტიმურად” აქცია, მსოფლიოს ის მოწყობა, რომელსაც ჩვენ შეჩვეული გახლდით და რომელიც მყიფე, მაგრამ მაინც მშვიდობას ინარჩუნებდა ევროპაში, მყისიერად დაინგრა. დასავლეთი და მასთან ერთად მთელი მსოფლიოც თვალის ერთ დახამხამებაში სრულიად ახალ რეალობაში აღმოჩნდა, სადაც ერთადერთი წესი მოქმედებს - “წესები არ არსებობს”. ეს სამყარო კი კრემლმა და პუტინმა თავს მოახვია მთელ მსოფლიოს. ბებერმა ევროპამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მის ტერიტორიაზე მსგავსი აღარაფერი  განმეორებულიყო და ამისთვის თითქოსდა ძალიან ეფექტური დამცავი ინსტიტუციები შექმნა. სამწუხაროდ, როგორც ეს მას ტრადიციულად სჩვევია, ახლაც სირაქლემას პოზიციაში ჩადგა და ვერ თუ არ მოისურვა იმ მუქარის დანახვა, რასაც მისთვის რუსეთის კრიმინალური რეჟიმი წარმოადგენდა.

1-04-2014, 15:19 | პოლიტიკა | ნანახია - 3238

თუ არა ჩვენ, მაშ, ვინ ?

თუ არა ჩვენ, მაშ, ვინ ?მამუკა გამყრელიძე

 

     ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების არჩევნებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. რატომღაც, მავანთ ეს არჩევნები უბრალო ფორმალობად ან ნაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ,  ვიდრე საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნები. ზოგიერთები უკვე წინასწარმეტყველებენ მმართველი გუნდის უპირობო გამარჯვებას და აქედან გამომდინარე - დაბალ აქტივობას არჩევნებზე. მე ვფიქრობ, რომ ეს მცდარი განცდაა. საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ ვირჩევთ პოლიტიკურ პარტიებს და პერსონებს, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კურსს, დაკავებულნი იქნებიან ქვეყნის სტრატეგიული განვითარებით უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. ადგილობრივ არჩევნებზე კი ვირჩევთ იმ ადამიანებს, ვინც, იმავე ოთხი წლის განმავლობაში უნდა განაგოს ჩვენი ყოფის კომფორტი და სიმშვიდე. ამ ადამიანებმა უნდა უხელმძღვანელონ იმ ქალაქებს, სოფლებსა თუ რაიონებს, რომლებშიც ჩვენ, ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა ნათესავებმა და მეგობრებმა უნდა ვიცხოვროთ. დიდწილად სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული, გვექნება თუ არა ჩვენ შუქის ან გაზის შეუფერხებელი მოწოდება, კარგი გზები და შენობები, სპორტული მოედნები და ლამაზი სკვერები; დროულად თუ გაიტანენ ნაგავს და დაასუფთავებენ ქუჩებს; რამდენად ოპერატიულად იმუშავებენ მუნიციპალური ორგანოები და სამსახურები. მაშ, რითაა ნაკლებმნიშვნელოვანი ეს არჩევნები?

10-02-2014, 19:09 | კომენტარები | ნანახია - 1308

საქართველოს “იდეალისტი”პირველი ლედი

მამუკა გამყრელიძე

 

ეს მოხდა1993 წელს, სტრასბურგში. სანდრა ელისაბედ რულოვსი, ჰოლანდიელი გოგონა, რომელიც იქ ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტში სწავლობდა, ქართველ ახალგაზრდას შეხვდა, შეუყვარდა იგი და მალევე დაქორწინდა მასზე. იდეალისტისათვის დამახასიათებელი, ემოციებზე აგებული ქმედება. ერთი ნახვით შეყვარება და საკუთარი ცხოვრების სამუდამოდ დაკავშირება სრულიად უცხო ქვეყნისა და კულტურის ადამიანთან. იმავე წელს მეუღლე სასწავლებლად ამერიკაში მიდის და სანდრაც დაუფიქრებლად მიყვება მას. ასე იწყება ამ წყვილის ისტორია, სავსე ბრძოლით, თავდადებული შრომით, უზარმაზარი წარმატებებითა და ტრაგიკული დღეებით, სავსე სიყვარულით ერთმანეთის, შვილებისა და იმ ქვეყნის მიმართ, რომლის სამსახურშიც ერთად ჩადგნენ.

22-11-2013, 13:40 | კომენტარები | ნანახია - 2624

“სურკოვის ერის” კავკასიური გაგრძელება

მამუკა გამყრელიძე

 

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის ახალდანიშნული თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ორი დღე ცხინვალში იმყოფებოდა და რეგიონის ეკონომიკურ აღორძინებაზე მსჯელობდა, იქაურ მარიონეტულ ხელისუფლებას შენიშვნებს აძლევდა და ამშვიდებდა კიდეც – სამხრეთ ოსეთის აღორძინება რუსეთის პოლიტიკის პრიორიტეტიაო.

16-10-2013, 22:46 | პოლიტიკა | ნანახია - 1295

ევროპული გზის კიდეზე მიგდებული საქართველო

ევროპული გზის კიდეზე მიგდებული საქართველომამუკა გამყრელიძე

 

   2003 წლის შემოდგომა მართლაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისათვის. “ვარდების რევოლუციამ” მიძინებული და სტაგნაციის ლაფში ჩაგდებული საქართველო უეცრად გამოაღვიძა, ერს სასიცოცხლო მიზანი, გნებავთ,  იდეა ან რწმენა დაუბრუნა და ქვეყანა სულხან-საბას ოცნების გზას გაუყენა. ერმა დაიჯერა, რომ ჩვენი, საუკუნეების განმავლობაში ნაჯიჯგნი,  მომხვდურისგან გათელილი და ნამუსახდილი ქვეყანა საბოლოოდ მოიპოვებს თავის პატარა ადგილს ევროპულ ოჯახში. ჩვენს სიმშვიდეს კი ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ძლევამოსილი ჯარი დაიცავს. მიზანი იმდენად მომხიბლავი აღმოჩნდა, რომ ერმა თამაშის ის წესები, რაც ჩვენმა დასავლეთელმა პარტნიორებმა დაგვიწესეს ულაპარაკოდ მიიღო.

29-08-2013, 17:29 | პოლიტიკა | ნანახია - 1970

უფლებები პასუხისმგებლობის გარეშე?!

მამუკა გამყრელიძე

 

უფლებები პასუხისმგებლობის გარეშე?!“საბოლოო ჯამში ყველაფერს 

საზოგადოებრივი აზრი წყვეტს”

ნაპოლეონი

 

მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას „ნანუკას შოუში“ მთელი საქართველო სულმოუთქმელად ელოდა. გადაცემის მაღალმა რეიტინგმა (SHR 55%) გვიჩვენა, რომ პრეზიდენტი დღესაც ზედმიწევნით საინტერესო პოლიტიკურ ფიგურად რჩება. მაყურებელში ვგულისხმობ როგორც მეხოტბეებს, ისე არაკეთილმოსურნეებს. მთლიანობაში გადაცემა მაღალპროფესიულ დონეზე იყო მომზადებული და ნანუკასთვის დამახასიათებელ ფსევდოგულუბრყვილო მანერაში დასმული კითხვები საინტერესო და ხანდახან მწვავეც კი იყო.

19-07-2013, 19:33 | კომენტარები | ნანახია - 1717

სნოუდენი და “გადატვირთვის” ილუზია

მამუკა გამყრელიძე

 

სნოუდენი და “გადატვირთვის” ილუზიაუკვე თვეზე მეტია მსოფლიო მედიაში ედვარდ ნოუდენის პერსონა ერთ-ერთი ძირითადი ახალი ამბის როლს თამაშობს. საზოგადოების მხრიდან ამერიკული ელექტრონული დაზვერვის რიგითი თანამშრომლის მიმართ ასეთი ინტერესი გასაკვირი არარის. როგორც ჩანს, დაზვერვის ანალიტიკოსი ფლობს უამრავ ინფორმაციას, რომლის გახმაურებამ შეიძლება  გრანდიოზული სკანდალი გამოიწვიოს

18-07-2013, 19:12 | მსოფლიო | ნანახია - 2098

მეხუთე თაობა (დასასრული)

მამუკა გამყრელიძე

 

მეხუთე  თაობა (დასასრული)

ოქტომბერი პეკინში წლის ყველაზე ლამაზი პერიოდია. ქალაქის პარკებში, სკვერებში, ეზოებში ხეები ოქროსფრად ბრდღვიალებენ. დღისით გაყვითლებული ფოთლებისგან, ღამით კი მათ ტოტებში ჩახვეული მილიონობით პაწაწინა ნათურა ინთება და ქალაქს განსაკუთრებული საზეიმო ელფერი ეძლევა. ჩინელებს ეს დრო ძალიან უყვართ და მას “ოქროს შემოდგომას” უწოდებენ.

4-07-2013, 20:50 | მსოფლიო | ნანახია - 1475

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია