„ოცნებამ“ უვიზო მიმოსვლა გადაგვივადა

„ოცნებამ“ უვიზო მიმოსვლა გადაგვივადა

 

მამუკა კუდავა

 

უკვე ცხადი ხდება, რომ სამწუხაროდ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციას ვერც უკრაინა და ვერც საქართველო ვერ მიიღებს. ეს იმ დეკლარაციის პროექტითაც დასტურდება, რომლის ზოგიერთმა პუნქტმა უცხოეთის პრესაში გაჟონა.

 

„ივერიას“ ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ჟურნალისტის მეშვეობით ხელში ჩაუვარდა ამ დეკლარაციის სრული პროექტი. სტატიის ბოლოს თან ერთვის ამ დეკლარაციის საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილები, ინგლისურ ენაზე.

 

30-04-2015, 10:41 | პოლიტიკა | ნანახია - 2982

ლუკაშენკო და საქართველო

ლუკაშენკო და საქართველო

 

მამუკა კუდავა

 

ერთხელ პარიზში ნაცნობი გერმანელი, ყოფილი ელჩი მოვიდა ერთერთი ოფიციალური მიღებისას და შეწუხებული სახით მკითხა: გულახდილად, თქვენ როგორ უჭერთ მხარს ბელარუსს და მის ჭკუამხიარულ პრეზიდენტსო. რატომ მეკითხებით-მეთქი. დღეს ვუსმინე გერმანიის ტელევიზიით, რომ ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრზე თქვა: მირჩევნია დიქტატორი ვიყო, ვიდრე გეიო.

 

25-04-2015, 10:32 | პოლიტიკა | ნანახია - 2246

პოლიტიკური თუ უჩინმაჩინი მთავრობა?

მამუკა კუდავა

 

საქართველოს მთავრობა შეიცვალა. უფრო სწორად, 7 ახალი მინისტრი დაინიშნა, ხოლო კაბინეტში 20 მინისტრია პრემიერის ჩათვლით.

26-07-2014, 14:45 | მსოფლიო | ნანახია - 1922

ძალაუფლებით აბსოლუტური გარყვნის ქრონიკა

ძალაუფლებით აბსოლუტური გარყვნის ქრონიკამამუკა კუდავა

 

გაპრემიერებისას ირაკლი ღარიბაშვილისთვის ერთ ჟურნალისტს უთქვამს, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი თქვენ კი არა, კანდიდ ჩარკვიანი იყოო. და დაუზუსტებია - ირაკლი ჩარკვიანის ბაბუაო. „ინტერვიუ მამასთან“ წიგნის ავტორმა, გელა ჩარკვიანმა, ხუმრობით მითხრა: „ირაკლი კი უყვარდა მამაჩემს, მაგრამ საკუთარ თავზე ასეთი დეფინიცია რომ გაეგო, გაგიჟდებოდაო“.

2-06-2014, 23:38 | წიგნები | ნანახია - 4158

კოჰაბიტაცია ნომერი ორი

კოჰაბიტაცია ნომერი ორიმამუკა კუდავა

 

პრეზიდენტ-პრემიერის პოლიტიკური ბუტიაობა ახალ ფაზაში შევიდა და ამდენად, მოსკოვიდან მომდინარე სასიცოცხლო საფრთხის წინაშე ქვეყნისთვის და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ახალი, სააკაშვილ-ივანიშვილისგან განსხვავებული კოჰაბიტაციის წესების შემუშავება. ამჯერად, 1 წლიანის მაგივრად 3 წლიანი კოჰაბიტაცია გველოდება.

12-05-2014, 00:01 | პოლიტიკა | ნანახია - 3598

„ნორმალური პრეზიდენტი“

მამუკა კუდავა

 

რამდენიმე დღეში საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას თბილისში უმასპინძლებს. 2012 წელს ოლანდის საპრეზიდენტო კამპანიის ერთერთი სლოგანი იყო „ნორმალური პრეზიდენტი“. მსგავსი იყო მარგველაშვილის დასახელება-წარდგენაც. ორივეს სურდა ასეთი იმიჯი ჰქონოდათ და მათი განსხვავებულობა დაეფიქსირებინათ წინამორბედებთან შედარებით - სააკაშვილსა და სარკოზის ხომ იმპულსური, ჰიპერაქტიული, ყველა ფრონტზე მყოფი, ყოვლისშემძლე, კონსენსუსის არმიმდევარი და გამხლეჩის იმიჯი ჰქონდათ. ელექტორატმა იყიდა ეს სლოგანი: სხვა, თვისობრივად ახალი, განსხვავებული ტიპის ლიდერები ისურვა.

28-04-2014, 02:06 | პოლიტიკა | ნანახია - 2920

როგორ ავისრულოთ ოცნებები

მამუკა კუდავა

 

ოცნებების ჩაფიქრება არახალია, განსაკუთრებით გავრცელებულია ახალი წლის სურვილები. ეს ტრადიცია ჯერ კიდევ ძველ ბაბილონსა და რომში იღებს სათავეს. დღეს ის ძირითადად პლანეტის დასავლეთ ნახევარსფეროშია გავრცელებული, მაგრამ არამარტო. ერთნი ჩუმად ნატრობენ, მეორენი - ხმამაღლა ოცნებობენ, ზოგი, დედა პარასკევას ხილვების მიხედვით, ორ ყველაზე აუცილებელ სურვილს ჩაიფიქრებს, ზოგი - ზოდიაქოსა და მიხეილ ცაგარელისნაირ ხალხს უჯერებს და ბედს ასტროლოგიას მიანდობს, მხოლოდ საკუთარ თავში დარწმუნებული სხვები კი საერთოდ არაფერს მოისურვილებენ და ოცნებების განხორციელების კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებენ.

13-02-2014, 15:38 | კომენტარები | ნანახია - 2178

ბოიკოტი თუ არა? - არც ერთი

ომის გაგრძელება სოჭის ფრონტზე!

 

მამუკა კუდავა

 

საქართველოს არასდროს ჰქონია საქმე მის ტოლ სახელმწიფოსთან. იგი ყოველთვის გოლიათებს ედგა პირისპირ: რომის იმპერია, ბიზანტიის საკეისრო, არაბთა ხალიფატი, სპარსეთის შაჰინშატი, მონღოლთა ულუსი, ოსმალთა სულთანატი, მეფის რუსეთი, წითელი რუსეთი. ამ უთანასწორო ბრძოლაში რა უშველიდა საქართველოს თუ არა ჭკუა, გამჭრიახობა, მოქნილობა და ეშმაკობა. ქართველმა ხალხმაც ნაცარქექიას სახით ამგვარი იდეალი შექმნა. მტრის მოსატყუებლად ზარმაცისა და ბაქიას ნიღაბი აიფარა. ნაცარქექიას ბაქიაობა და სიზარმაცე მისტიფიკაცია, ნიღაბია ნამდვილი არსის დასამალად, რამეთუ ყოველთვის გამარჯვებული გამოდის ბაყბაყ-დევთანაც კი, რომელიც მრავალგზის უფრო ღონიერი და მძლავრია, ვიდრე ნაცარქექია. ესე იგი, ნაცარქექიას (ქართველი კაცი) ჭკუა, გამჭრიახობა, მოქნილობა და ეშმაკობაა მისი თვისება და არა სიზარმაცე და ბაქიაობა.

 

აკაკი ბაქრაძე

 

15-10-2013, 13:25 | კომენტარები | ნანახია - 2690

გამოცხადებული ომის ქრონიკა სირიაში და საქართველო

გამოცხადებული ომის ქრონიკა სირიაში და საქართველომამუკა კუდავა

 

რამდენიმე დღეში სირიაში ომი დაიწყება, უფრო სწორად, დასავლეთის სამხედრო ინტერვენცია, თორემ სამოქალაქო ომი სირიაში 2011 წლიდანაა გაჩაღებული. მას უკვე 100 ათასი ადამიანი შეეწირა, 2 მილიონი კი ლტოლვილად იქცა. რა შედეგებს გამოიწვევს ეს ომი საქართველოსთვის, რომელიც 1000 კილომეტრითაც არაა დაშორებული პოტენციური საომარი ზონიდან?

30-08-2013, 21:49 | მსოფლიო | ნანახია - 4922

„არა - დინამოს“

მამუკა კუდავა

 

საქართველოს ნაკრების შეხვედრებისგან განსხვავებით, ჩვენი „დინამოს“ თამაშზე კარგა ხანია არ დავდივარ და ალბათ ბევრი სხვა ლატენტური დინამო-გულშემატკივარივით დამბურძგლა ფან-კლუბის ქომაგობის ვიდეოს ნახვამ მოსკოვის „დინამოსთან“გუშინდელი მატჩის შემდეგ.

8-07-2013, 21:27 | კომენტარები | ნანახია - 2666

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია