ევროკავშირი და საქართველო - Different Dreams

ევროკავშირი და საქართველო - Different Dreams

 

მართა იამანიძე

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობა გაფართოებას არ ისახავს მიზნად - ის დაახლოებისთვის არის შექმნილი“ - გერმანიის კანცლერის ქ-ნი ანგელა მერკელის ეს სიტყვები ალბათ ყველაზე კარგად ასახავდა ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყნების მიმართ თავად ევროკავშირის „დიდი ძალების“ დამოკიდებულებას რიგის სამიტზე. მერკელს დამცველებიც გამოუჩნდნენ - პრობლემა თავად ჩვენში უნდა ვეძიოთო - ცალმხრივი გრძნობებით ნატანჯი ყმაწვილივით იმეორებდა ზოგიერთი ევროპის აღმოსავლეთით.

 

5-06-2015, 23:04 | პოლიტიკა | ნანახია - 1554

დიაგნოზი: ნიჰილიზმი

დიაგნოზი: ნიჰილიზმიმართა იამანიძე

 

ასე მგონია ბოლო წლების განმავლობაში ფრაგმენტულ სიზმარში ვართ...

12-10-2014, 14:43 | მსოფლიო | ნანახია - 1372

კოშმარი უკრაინაში „კრიზისის“ სახელით

კოშმარი უკრაინაში „კრიზისის“ სახელითმართა იამანიძე

 

ცხელ ზაფხულში საკმარისზე ბევრი ვიხილეთ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე მოვლენების თვალსაზრისით. უპირველესად კი კულტურისტის პოზიციაში მყოფი რუსეთის ფედერაციის თავმოწონებას ვადევნებდით თვალს.

4-09-2014, 19:21 | პოლიტიკა, ბლოგები | ნანახია - 1198

პატარა ქვეყანა და ყოფილი იმპერიის უსასრულო საზღვრები

პატარა ქვეყანა და ყოფილი იმპერიის უსასრულო საზღვრები მართა იამანიძე

 

 მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის საზღვრები ზუსტად არ განსაზღვრულა. რუსეთის ტერიტორიულმა სივრცემ მოიცვა ის, რაც დანარჩენი 14 საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრების გამოკლებით დარჩა.

10-07-2014, 12:39 | პოლიტიკა, მსოფლიო | ნანახია - 1449

დაინახე მტრის თვალით

დაინახე მტრის თვალითმართა იამანიძე

 

გეოპოლიტიკურ ძალთა გადანაწილებაზე რუსეთის ე.წ სამეზობლოში ბევრი შეფასება გაკეთდა. იმან, რაც მოვლენათა ეპიცენტრში - უკრაინაში - მოხდა და დღესაც ხდება, ყველას კარგად გაახსენა ერთ დროს ბატონი პუტინის მიერ გამოხატული „წუხილი,“ რის მიხედვითაც საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად იქნა შერაცხული. აღნიშნული განცხადება ალბათ ყველას მაშინ გაგვახსენდა, როდესაც უკრაინის ანექსიის მიმართ რუსეთის ინტერესის ახსნას ვცდილობდით. სამომავლო შედეგის გაანალიზებისას ზოგი შეშფოთდა, ზოგმა სანქციები დააწესა, ზოგმა თავის მართლება დაიწყო რუსეთს უფრო პრინციპული პოზიცია რომ ვერ დაუპირისპირა. დანარჩენებმა საერთაშორისო სამართალს მივუსამძიმრეთ და სახელმწიფოთა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების გადახედვის პროცესის დაწყებაზე გავაკეთეთ მინიშნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი, ვისაც ეს მოვლენები გვაწუხებდა, ჩვენსავე გამჭრიახობას ვუხმობდით, რათა რუსეთის ფედერაციის ქმედებისთვის ჩვენეული ახსნა-განმარტება მიგვესადაგებინა.

13-06-2014, 16:41 | მსოფლიო | ნანახია - 1988

რატომ დარჩა ევროპა მარტო?

რატომ დარჩა ევროპა მარტო?მართა იამანიძე

 

რუსეთის კონფლიქტმა უკრაინასთან, რომელიც საერთაშორისო მედიამ „უკრაინის კრიზისად“ შერაცხა, არასრულად წარმოაჩინა მოვლენათა ის წყება, რომელიც მაიდანზე დაწყებული პროტესტით დაიწყო და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ჩარევით გაგრძელდა. „კრიზისი“ შესაძლოა ადექვატურთან მიახლოებული დეფინიცია იყო მაშინ, როდესაც ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე იმყოფებოდა. მაგრამ დღეს, როდესაც სახეზეა სამხედრო კონფლიქტი, მოვლენებს ერთობ შერბილებული, თუ გნებავთ კომპრომისული სახელი ჰქვია, რითიც საერთაშორისო საზოგადოება თავს არიდებს რუსეთის სამხედრო კონფლიქტს უკრაინასთან შესატყვისი სახელი დაარქვას.

29-04-2014, 20:33 | ბლოგები | ნანახია - 1789

საამური მუსიკა რუსეთისათვის

საამური მუსიკა რუსეთისათვისმართა იამანიძე

 

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებამ, რომ არც საქართველო და არც უკრაინა ნატოში გაწევრიანების მიმავალ გზაზე არ დგანან, დიდი ვნებათღელვა გამოიწვია როგორც საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში, ისე საზოგადოებაში. საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის წევრებმა იხტიბარი არ გაიტეხეს, აქაოდა ილუზიები არ უნდა გვქონდესო, მაგრამ  ამან არ უშველა ისედაც ნირწამხდარ ქართულ საზოგადოებას, რომელშიც ბოლო ხანებში ანტი-დასავლური სენტიმენტები მომძლავრდა და რუსეთის მხარდამჭერი აქციებიც „სიტყვის თავისუფლებისა“ და „ქართული დემოკრატიის“ ელემენტად გადაიქცა.

29-03-2014, 22:11 | პოლიტიკა | ნანახია - 1951

„უკრაინული თავსატეხის“ შემდეგ: როდის გამოფხიზლდება რუსი ხალხი?

მართა იამანიძე

 „უკრაინული თავსატეხის“ შემდეგ: როდის გამოფხიზლდება რუსი ხალხი?

ვერ ვიტყვი, რომ ავტორიტეტებს ვცნობ. არც რომელიმე მსხვილი კალიბრის მქონე ექსპერტის მოსაზრებაა ჩემთვის უპირობოდ მისაღები. ამავე ლოგიკით, არც ზბიგნევ ბრჟეზინსკის მიერ სხვადასხვა დროს გამოთქმულ მოსაზრებებს მივიჩნევ აქსიომად.
მაგრამ რამდენიმე წლის წინ პოლიტიკურ მეცნიერებაში ახლად გათვიცნობიერებულს, ერთობ კარგად დამამახსოვრდა წარმოშობით პოლონელი ექსპერტის ერთგვარი პროგნოზი, რის მიხედვითაც უახლოეს მომავალში აუცილებლად ვიხილავდით „გლობალურ პოლიტიკურ გამოფხიზლებას“ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ამ დეფინიციას ბრჟეზინსკი აქტიურად იყენებდა სირიის კონფლიქტის შეფასებისთვის და ამბობდა, რომ დასავლურ ან ყოფილ კოლონიურ ძალებს სწორედ ამ „პოლიტიკური გამოფხიზლების“ გამო აღარ ექნებოდათ ფართო ასპარეზი რეგიონული პრობლემატიკის თავის სასარგებლოდ გადასაჭრელად.

1-03-2014, 15:54 | მსოფლიო | ნანახია - 1485

ვინ დაანგრევს კედელს?

მართა იამანიძე

ვინ დაანგრევს კედელს? 

თანამედროვე ქართული საზოგადოების სახე მისივე სოციალურ-პოლიტიკური რეალობაა.
ორი პოლიტიკური ძალის მომხრეთაგან და მოწინააღმდეგეთაგან ვინ მწვერვალებს იპყრობს, ვინ ვარსკლავებს წყვეტს სიძულვილის გამოსახატად მის მიმართ, ვინც მისი „მტერია.“
ეს ნეო-ბოლშევიკური იდეოლოგია საძირკველს დებს საზოგადოების ცნობიერებაში და ჩვენც ყოველდღე ახალ-ახალ როლებს ვირგებთ, რათა წარმატებულად შევასრულოთ ჩვენ-ჩვენი სიძულვილის ეტიუდები გაურკვევლობის ერთ დიდ ამფითეატრში.
მეორე მხარეს მავთულხლართებია.
გაყოფილი საზოგადოებაც ხელოვნური ბარიერების მეშვეობით შორდება ერთმანეთს და რუსული „აგურიც“ სათითაოდ იდება იმ დიდი კედლის მშენებლობაში, რომელიც ერთ სახლში მცხოვრები ოჯახის განცალკევებას უსახური კონსტრუქციით ცდილობს.

5-02-2014, 17:50 | ბლოგები | ნანახია - 1554

რუსეთის ფედერაციის მიმართ სტრატეგიის ცვლილება: პრინციპული გამოწვევა ევროკავშირისათვის

რუსეთის ფედერაციის მიმართ სტრატეგიის ცვლილება:  პრინციპული გამოწვევა ევროკავშირისათვისმართა იამანიძე

 

ვილნიუსის სამიტის შემდეგ საერთაშორისო მედიაში ბევრი მოსაზრება გამოქვეყნდა. მიმომხილველები აჯამებდნენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოების სამომავლო პერსპექტივას;  უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ რუსეთის მზარდ ზეწოლაზე მის ე.წ „პრივილეგირებულ ინტერესთა ზონაში;“ კიცხავდნენ უკრაინას და სომხეთს რუსეთთან კომპრომისზე წასვლის გამო და არც თავად ევროპული ქვეყნების ბრალეულობა დავიწყებიათ იმაში, რამაც „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ახალ, თუმცა ერთობ არაერთგვაროვან ეტაპზე გადაიყვანა.

16-01-2014, 13:24 | მსოფლიო | ნანახია - 1705

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია