შეჩერდი წამო! შენ მშვენიერი ხარ!

შეჩერდი წამო! შენ მშვენიერი ხარ!ნათია მეგრელიშვილი

 

ერთხელ უკვე დავწერე, რომ ყოველთვის ვოცნებობდი ერთი როლი მაინც მეთამაშა კინოში, მაგრამ ოცნება ასრულდა პათოლოგიურად.

1-10-2014, 14:43 | კომენტარები | ნანახია - 3432

ვასიკო, დათო და ზაზა

ნათია მეგრელიშვილი

ვასიკო,  დათო და ზაზა

დაუვიწყარი შოუ მოაწყო ამ სამეულმა გასულ წელს აწ განსვენებულ “მეცხრე არხზე”. ვასიკო მაღლაფერიძემ მიიწვია დათო მაღრაძე და ზაზა შათირიშვილი ნადიმზე, რომელსაც სახელად „მიშას აფორიზმები“ დაარქვა.

 

 

9-06-2014, 23:19 | ბლოგები | ნანახია - 2510

26 მაისის აღლუმი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს!

ნათია მეგრელიშვილი

 26 მაისის აღლუმი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს!

ჩემთვის უკვე ნათელია, რომ ადამიანებს აზრს ადვილად ვერ შეუცვლი. რაც არ უნდა ითქვას, თუ კაცს გაგონება არ უნდა, დაყრუვდება და თუ დანახვა არ სურს, დაბრმავდება. მაგრამ არსებობს ხალხი, ვინც, თუ ორით არა, ცალი თვალით მაინც კითხულობს ჩვენს გაზეთს და მათთვის ვწერ.

 

26 მაისის აღლუმის თემას ასე გულგრილად და ჩვენთვის ჩვეული ნიჰილიზმით ნუ აღვიქვამთ. როგორც გვპირდებიან, ამ დღეს გაიმართება სახალხო დღესასწაული და სეირნობა. ძალიან კარგი, მაგრამ 26 მაისი არ არის დიმპიტაურის დღე, არამედ ეს იყო პოლიტიკური აქტი, რომელსაც სათავეში ედგა არა ხალხი, არამედ მთავრობა და დასავლეთის პროგრესული საზოგადოება.

20-05-2014, 14:21 | ბლოგები | ნანახია - 2329

საბურავი კი არა - პაკრიშკა. . . . ეს უფრო ახლობელია

ნათია მეგრელიშვილი

 

 

ერთი იმ კაცის სახელი გამაგებინეთ, ვის თავშიც მომწიფდა ეს საგაზაფხულო პროდუქტი, რომელსაც “პაკრიშკა“ ჰქვია, ანუ საბურავი. . . .

 

არაფერს არასდროს გამოვრიცხავ, თანაც ისეთ არანორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ უკვე არაფერი გამიკვირდება, მაგრამ არც ერთი ტერორისტული თუ პარტიზანული სახელმწიფო საჯარისო ფორმირება თუ პოლიტიკური გუნდი წინასწარ არ ამჟღავნებს,  რა იქნება მათი ბრძოლის იარაღი.

22-04-2014, 16:12 | ბლოგები | ნანახია - 2609

დეპეშა დავით ზურაბიშვილს

დეპეშა დავით ზურაბიშვილს ნათია მეგრელიშვილი

 

წლების განმავლობაში ვცდილობდი და თავს ვიკავებდი, რომ ერთი მოსაზრებაც კი არ გამომეთქვა ამ პიროვნების მიმართ. ერთი მიზეზი იყო ის, რომ გულგრილობა უფრო ძლიერი იარაღია, ვიდრე აგრესიული დაპირისპირება და მეორე მიზეზი ის, რომ ჩვენ შორის ბევრი ახლობელი დგას და არ მინდა მათ ვაწყენინო (ეს ხომ თბილისია).

 

მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. მას შემდეგ, რაც გაზეთში მისი პუბლიკაციები წავიკითხე, ჩავთვალე, რომ ეს ადამიანი ცოტა დაკაცდა, აღარ არის აცუნდრუკებული ბიჭი, აღარ უნდა, ჩართული იყოს საყოველთაო ლანძღვა-გინების მარათონში და გვთავაზობს მოწიფული ასაკისათვის შესაფერის ურთიერთობებს, მაგრამ სულ ტყუილად მქონია ამის იმედი.

16-04-2014, 15:49 | ბლოგები | ნანახია - 2841

9 აპრილის ჩაძირვა იგეგმება?

ნათია მეგრელიშვილი

 

ყველა ეპოქას თავისი თარიღი აქვს, რომელსაც უფრთხილდება და ზოგჯერ ეთაყვანება კიდეც. ჩვენი თაობის სიყრმის არსის და პასუხისმგებლობის თარიღი არის 9 აპრილი, რომელიც ჩვენი სიამაყეც არის და გადაულახავი და დაუვიწყარი დარდიც.

 

უკანასკნელ პერიოდში „ახალ საქართველოში“ ბევრჯერ მოვისმინე, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის დღე არის 1 ოქტომბერი.

 

არც იოცნებოთ!

7-04-2014, 14:50 | ბლოგები | ნანახია - 2868

ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს

 ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრსნათია მეგრელიშვილი

 

 

მან თქვა: “ჩვენ გადავწყვიტეთ, იგნორი გავუკეთოთ იმ ისტერიას, რომელიც მიზანმიმართულად მიმდინარეობს...“

 

მართალია პრემიერი, ყველანაირი ისტერია უნდა იქნას იგნორირებული და ქვეყანაც უცებ დალაგდება.

 

ასე რომ, საპარლამენტო უმცირესობას მოვუწოდებ, დაუჯერონ პრემიერს და უმრავლესობის ზიზღით გაჟღენთილ ისტერიას, რომელსაც მთავარსარდლობენ ამხანაგი კობახიძე და ქანთარია, იგნორი გაუკეთონ.

31-03-2014, 15:15 | ბლოგები | ნანახია - 2526

მე რომ სააკაშვილი ვიყო

ნათია მეგრელიშვილი

მე რომ სააკაშვილი ვიყო 

 ყველამ ვიცით, ვისი სურვილია  პრეზიდენტ სააკაშვილის  დასავლეთიდან მოშორება და საქართველოში დაპატიმრება - ეს არის რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ამას ქართველების ხელით გააკეთებს.

 

დიახ, ის ძალიან ხელს უშლის პუტინს. არადა, დრო ცოტა აქვს, ივნისიც მალე მოვა და ქართველებს ხელი აქვთ მოსაწერი ხელშეკრულებაზე.

 

ამას გვაპატიებს?

24-03-2014, 14:30 | ბლოგები | ნანახია - 1708

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ სიურპრიზებიც გყვარებიათ. . .

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ სიურპრიზებიც გყვარებიათ. . .ნათია მეგრელიშვილი

 

„მოქალაქის აქტიურობაზე არის დამოკიდებული ქვეყნის მომავალი,“ - ივანიშვილი.

და მეც, როგორც მოქალაქე, უმალ გავაქტიურდი.

 

„საქართველოს უალტერნატივო საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს,“ - ამას განუწყვეტლივ იმეორებდა „ქართული ოცნება“, ვინაიდან ეს იყო ყოფილი პრემიერის პოზიცია.   ოოოოო, როგორც ჩანს, დღეიდან სიტუაცია შეიცვლება და „ქართული ოცნებაც“ და მათი მხარდამჭერი რაინდებიც ნელა-ნელა შემოგვაპარებენ საყვედურებს თქვენზე. მაგრამ ეს ამჟამად ცოტა გაუჭირდებათ იმ ისტერიის ფონზე, რომელიც არჩევნებამდე გააჩაღეს.

19-03-2014, 12:47 | კომენტარები | ნანახია - 3330

სასახლე გელოდებათ, ბატონო პრეზიდენტო!

ნათია მეგრელიშვილი

 სასახლე გელოდებათ, ბატონო პრეზიდენტო!

გულწრფელობა დღეს ძალიან არადამაჯერებელი არგუმენტია, მაგრამ მართლა გვახარებს საქართველოს პრეზიდენტის  გამოჩენა ტელეეკრანზე.

 

როგორც ჩანს, პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო მიიჩნევს, რომ მისი იშვიათი გამოჩენა მხოლოდ ტელე-სტუდიებში და არა პომპეზურ სასახლეში, მოწმობს მის თავმდაბლობასა და ხალხოსნურ სტილზე, რაც ქმნის ახალ მითს - „ჩვენი პრეზიდენტი არ არის ამბიციური და წინამორბედივით აჟიტირებული“. ეს დიდი შეცდომაა.

10-03-2014, 13:23 | ბლოგები | ნანახია - 2694

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია