რას გვიქადის ის, რომ არ გვესმის კონსტიტუციის მნიშვნელობა და ის, რომ არ ვზრუნავთ მის დაცვასა და გადარჩენაზე

რას გვიქადის ის, რომ არ გვესმის კონსტიტუციის მნიშვნელობა და ის, რომ არ ვზრუნავთ მის დაცვასა და გადარჩენაზე

ნიკა რურუა

 

(მოკლე მიმოხილვა სხვათა ისტორიული გამოცდილების ფონზე)

 

პირველი ‘დაწერილი’, უფრო სწორედ, ქვაზე ამოტვიფრული კანონი “ჰამურაბის კოდექსის” სახელითაა ცნობილი და ის ბაბილონის მეფეს შეუქმნია ჩვ.წ. 1754 წელს, ანუ დღეიდან დაახლოებით 4000 წლის წინათ.

28-06-2017, 15:05 | პოლიტიკა | ნანახია - 1964

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების ნამდვილი თარიღი

ნიკა რურუა

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების ნამდვილი თარიღი 

8 მაისს თავისუფალი სამყარო ფაშიზმზსა და ნაციზმზე გამარჯვების 70 წლისთავს ზეიმობს. ამ დღეს დამთავრდა მეოცე საუკუნის ყველაზე საზარელი გლობალური ომი, რომელმაც დაახლოებით 40 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

როგორც აღვნიშნეთ, მთელი მსოფლიო ამ დღეს 8 მაისს ზეიმობს, გარდა რუსეთის ფედერაციისა და რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისა. სამწუხაროდ, მათ რიცხვში დღემდეა საქართველოც: ჩვენც ამ საზარელი ომის დამთავრებას, რომელმაც 400.000 (!) ქართველი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, საბჭოთა ტრადიციის მიხედვით ვზეიმობთ.

8-05-2017, 11:03 | კომენტარები | ნანახია - 12133

‘საძაგელი’ ტრამპი და ‘საყვარელი’ ჰილარი

‘საძაგელი’ ტრამპი და ‘საყვარელი’ ჰილარი

ნიკა რურუა

 

ქართველებს უკიდურესობები გვიყვარს. ეს არაა ახალი ამბავი. აშშ-ს არჩევნებიც ცალსახად ამ ჩვეულების ჩარჩოებში განვიხილეთ და განვიცადეთ: თითქმის ყველა ნაცნობს მოწონდა ჰილარი კლინტონი და ძალიან არ მოწონდა დონალდ ტრამპი.

29-11-2016, 03:16 | პოლიტიკა | ნანახია - 2294

ომის გმირი კონგრესმენის პირით გამოთქმული გაფრთხილება ოლიგარქსა და არაფორმალურ მმართველს

ომის გმირი კონგრესმენის პირით გამოთქმული გაფრთხილება ოლიგარქსა და არაფორმალურ მმართველს

 

ნიკა რურუა

 

კონგრესმენმა სტივ რასელმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოზე ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც გარდა ფაქტებისა ნამდვილი ამერიკული იდეალიზმის საუკეთესო მუხტიც ჩაატია.

23-04-2016, 22:11 | პოლიტიკა | ნანახია - 2434

რაციონალურობის აღმოცენებული მარცვალი

რაციონალურობის აღმოცენებული მარცვალი

 

ნიკა რურუა

 

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ რუსეთი მთელ თავისუფალ სამყაროს წინააღმდეგ, საქართველოს ჩათვლით, ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს რუსული პროპაგანდა წარმოადგენს.

13-04-2016, 23:20 | პოლიტიკა | ნანახია - 1092

დასავლური Empowerment და საბჭოთა “ნიშის” სინდრომი

დასავლური Empowerment და საბჭოთა “ნიშის” სინდრომი

 

ნიკა რურუა

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში შვიდწლიანი ცხოვრებისას ჩემთვის ბევრ სხვა სიახლესთან ერთად ერთი სასიამოვნო რამ აღმოვაჩინე. კერძოდ ის, რომ იქ ის ადამიანები, ვინც სოციუმის, თემის, უბნის, ქალაქის, რასის ან ნებისმიერი სხვა გაერთიანების მიერ მიჩენილი, მიწეპებული, დადგენილი, წინასწარ განსაზღვრული იმიჯის, ეტიკეტის დამარცხებას ან დაძლევას თუ შეძლებდა...

28-03-2016, 15:11 | პოლიტიკა | ნანახია - 1706

მავნებლობა დედაქალაქში

მავნებლობა დედაქალაქში

 

ნიკა რურუა

 

ნარმანიას არაკომპეტენტურობით მთელი ქალაქი პარალიზებულია.

 

იგი შეარჩიეს იმ ნიშნით, რომ არ იყო პოლიტიკური ფიგურა, და არ გაუჩნდებოდა შესაბამისი ამბიციები. ამდენად არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს მმართველი ძალისთვის და იყო "უვნებელი" კანდიდატი.

 

 

 

27-12-2015, 17:22 | კომენტარები | ნანახია - 1616

ივანიშვილის უნებური აღიარება

ივანიშვილის უნებური აღიარება

 

ნიკა რურუა

 

გუშინდელი “იმედისათვის” მიცემულ ტელე-ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე აღსარებითი განცხადება გააკეთა: კერძოდ ის, რომ ის განსაზღვრავს მომავალ არჩევნებზე ვინ იქნება “ოცნების” საარჩევნო გუნდში, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი ცალსახად რჩება სრულ მეპატრონედ ამ კოალიციისა და დღევანდელი მთავრობისა. მეორე - მან განაცხადა, რომ “რუსთავი 2-ის” საქმეზე ქიბარ ხალვაშს უჭერს მხარს, რადგანაც მისი ვერსია “სამართლიანობისა” ღიად ხაზს უსვამდა ხალვაშისადმი სიმპატიას და ეს გამორიცხავს ამ სასამართლო პროცესის ობიექტურობას. მესამეც - ივანიშვილი ჯერ ისევ თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი, ფიქციაა და რომ ის პირადად მას უნდა ემორჩილებოდეს.

25-10-2015, 22:07 | კომენტარები | ნანახია - 3515

ობამასა და პუტინის წარუმატებელი შეხვედრის ამბავი

ობამასა და პუტინის წარუმატებელი შეხვედრის ამბავი

 

ნიკა რურუა

 

1. შეხვედრა და მისი სხვადასხვა ინტერპრეტაციები

 

როგორც ვიცით, ყირიმის უკანონო ოკუპაციისა და ანექსირების მცდელობის შემდეგ, ისევე როგორც აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების წარმოებისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო კეთროვანად იქცა: მას აღარ პატიჟებდნენ არც ერთ დიდ საერთაშორისო ღონისძიებაზე, მას არ იღებდა თავისუფალი სამყაროს არც ერთი ლიდერი, მას არ ხვდებოდა დიდი შვიდიანის არც ერთი სახემწიფოს მეთაური და ა.შ.

1-10-2015, 13:48 | მსოფლიო | ნანახია - 2826

რა უფრო სჭირდება ქვეყანას - კონსტიტუცია თუ თავნებობა?!

რა უფრო სჭირდება ქვეყანას - კონსტიტუცია თუ თავნებობა?!

 

ნიკა რურუა

 

უკვე თითქმის შევეგუეთ იმ აზრს, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის გაუთავებელი კინკლაობაა (ამჯერად იმაზე, თუ რომელი მათგანი წავა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვის წარმოსათქმელად) რომლიდანაც, როგორც წესი, გამარჯვებული პრემიერ-მინისტრი გამოდის ხოლმე. ამის შემდეგ პრეზიდენტი ყველას “ეცოდება” და მისი მხარდამჭერების პერმანენტულად შეთხელებული რიგები ოდნავ (და დროებით) ისევ იზრდება ხოლმე. პრეზიდენტი ამ დროს კმაყოფილდება მისდამი გამოხატული სიმპატიით და მომავალ კინკლაობამდე მიყუჩდება ხოლმე.

 

20-08-2015, 23:44 | პოლიტიკა | ნანახია - 2070

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია