ქართულ-ფინური პარალელები

კიდევ ერთი მსგავსება  ორი ქვეყნის ისტორიიდან

ნინო გედენიძე

 

კარლ გუსტავ ემილ მანერჰეიმი

  დაიბადა 1867 წელს ქ.ტურკუდან 45 კმ-ში მდებარე მამულში –სოფელ ასკაინში. დაამთავრა სანკპეტერბურგის ნიკოლოზის კავალერისტთა სასწავლებელი და მსახურობდა რუსეთის არმიაში; მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, სადაც გამოჩენილი მამაცობისა და სამხედრო გამჭრიახობისათვის მიიღო პოლკოვნიკის წოდება. ამის შემდეგ რუსეთის გენერალური შტაბის დავალებით ხელმძღვანელობდა შუა და ცენტრალური აზიის სამხედრო–სტრატეგიულ ექსპედიციას: ამ ექსპედიციის შედეგებს  დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა და აქტუალობა - აღწერილი და რუკაზე დატანილი  იქნა 3200 პუნქტი.

25-02-2014, 16:31 | კომენტარები | ნანახია - 1653

ქართულ-ფინური პარალელები

ნაწილი  მეოთხე

 

ნინო გედენიძე

ქართულ-ფინური პარალელები 

რუსეთ-ფინეთსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა მსგავსების ორი ეტაპი შეიძლება გამოვყოთ.  პირველ ეტაპზე მე-18 საუკუნისა და 1921-24 წ.წ. პარალელური მოვლენები განვიხილეთ.   მეორე ეტაპის  მოვლენები მთელი  60 წლით არის ერთმანეთისაგან დაშორებული, თუმცა, რუსული მიზანი, სცენარის ავტორი და შემსრულებელი იგივეა

14-02-2014, 13:54 | პოლიტიკა | ნანახია - 1559

ქართულ-ფინური პარალელები

ნინო გედენიძე

 

 (ნაწილი მე-3)

ქართულ-ფინური პარალელები 

ფინეთი

 

1939 წლისათვის  საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის ურთიერთობა  უკიდურესად დაიძაბა. ფინეთს ეშინოდა საბჭოთა აგრესიის,  სსრკ-ს კი იმპერიალისტური ევროპის თავდასხმის შემთხვევაში, ფინეთის ტერიტორიის მის წინააღმდეგ პლაცდარმად გამოყენების - მით უფრო, რომ დასავლეთ კარელიაზე  გამავალი სსრკ-ფინეთის საზღვარი ლენინგრადიდან 32 კმ-ით იყო  დაშორებული.

 

ქვეყნებს შორის გაიმართა რამდენიმე უშედეგო მოლაპარაკება. სსრკ მოითხოვდა ფინეთს  ქვეყნის სიღრმისკენ 25 კმ-ით გადაეწია სასაზღვრო ჯარი.  ფინეთი დაეთანხმა ამ მოთხოვნას ერთი პირობით -  სასაზღვრო ჯარების  საზღვრიდან დაშორება ორივე ქვეყანას უნდა განეხორციელებინა, რაც სსრკ-სათვის მიუღებელი აღმოჩნდა.  შეთანხმება  არ მოხერხდა და შესაბამისად  დაიწყო ფინეთზე თავდასხმის ოპერატიული  გეგმის განხილვა და საზღვარზე სამხედრო ძალის კონცენტრაცია.

თავის მხრივ, ფინეთმაც ჩაატარა სამხედრო სწავლება თავდაცვის მიზნით, დაიწყო საზღვრის გამაგრება და სამხედრო ძალების მობილიზაცია.

28-01-2014, 18:25 | კომენტარები | ნანახია - 1860

ქართულ-ფინური პარალელები

ქართულ-ფინური პარალელებინინო გედენიძე

 

(ნაწილი მე-2)

 

პოლიტიკური ნაღმები

 

ფინეთი

 

1920 წლის შემოდგომაზე ფინეთი დათანხმდა მშვიდობიან მოლაპარაკებებზე საბჭოთა რუსეთთან და ხელი მოაწერეს იურევის(ტარტუ) ხელშეკრულებას, რომელშიც დაფიქსირდა, რომ საზღვრისპირა ზოლი ფინეთის ყოფილი სამთავროს ფარგლებში და პეჩენგა, რომელიც ადრე მას არ ეკუთვნოდა, ფინეთს გადაეცა. თუმცა, ამ ხელშეკრულებამ მრავალი გადაუჭრელი პრობლემა დატოვა, რომელმაც მოგვიანებით იჩინა თავი.

16-01-2014, 15:36 | კომენტარები | ნანახია - 1886

რუსეთის “გამათავისუფლებელი ქმედებები” მე-20 საუკუნის საბჭოთა პრესაში

რუსეთის “გამათავისუფლებელი ქმედებები” მე-20 საუკუნის საბჭოთა პრესაშინინო გედენიძე

 

       შესავლის ნაცვლად

 

ქართულ ინტერნეტსივრცეში მეტად მწირი ინფორმაციაა საქართველოს საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა აფხაზეთის ისტორიული სინამდვილე, საქართველოს გასაბჭოების პერიოდი, ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის და ა.შ. და ეს მაშინ, როდესაც რუსული საიტები მრავალმხრივ და ფართოდ აშუქებენ ამ მოვლენებს რუსული პოლიტიკისათვის მისაღებ ჩარჩოებში და შესაბამისად, ინფორმაციულ ომს, რუსეთი აშკარად იგებს.

6-12-2013, 16:40 | კომენტარები | ნანახია - 3453
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია