უკრაინული არჩევნები: „ზეციური ასეულიდან“ „მშიერ ასეულამდე“

უკრაინული არჩევნები: „ზეციური ასეულიდან“ „მშიერ ასეულამდე“რაულ ჩილაჩავა

 

უკრაინამ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ზუსტად მეხუთე თვის თავზე, 26 ოქტომბერს, ასევე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებიც ჩაატარა.

4-11-2014, 00:48 | მსოფლიო | ნანახია - 1171

უკრაინა: ღირსების რევოლუცია გრძელდება

პრეზიდენტი ოჯახის კონტროლქვეშ

 

რაულ ჩილაჩავა

კიევი

 

ახალი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინაგურაციით უკრაინული „ღირსების რევოლუციის“ პირველი ფაზა ფორმალურად დასრულდა. ვადამდელი არჩევნების შედეგად ხალხმა პირველსავე ტურში დაასახელა თავისი ახალი ლიდერი, რომელსაც უახლეს ხანში ურთულესი პრობლემები აქვს გადასაჭრელი.  დიდ პოლიტიკაში იგი მოდის შეკვეცილი საპრეზიდენტო უფლებებით და თანაც იმ დროს, როცა ოკუპირებულია ყირიმი, ცეცხლშია გახვეული დონბასი, უმოქმედოა უზენაესი რადა, მოშლილია სახელმწიფო მართვის სისტემა, ცარიელია ხაზინა. ხმების იმ 55 პროცენტი, რომელიც მან არჩევნებზე მოაგროვა, ეკუთვნის არა მარტო მის მომხრეებს, არამედ მათაც, ვისაც სძულს იანუკოვიჩი, პუტინი, კომუნისტები, რეგიონები, კორუფცია. პეტრო პოროშენკო ამჟამად უკრაინელთა იმედების სიმბოლოა და  ამიტომ მას მოუწევს შინაურ თუ გარეშე ოპონენტებთან საჭირო ბალანსის შესანარჩუნებლად საკუთარი დიპლომატიური ნიჭის მთელი სისავსით გამოვლენა. პეტრო პოროშენკო პირველი ლეგალური მილიარდერია უკრაინის ყოფილ და ახლანდელ ხელისუფალთა შორის და იაროსლავ ბრძენის, ბოგდან ხმელნიცკის, ივან მაზეპასა და მიხეილ გრუშევსკის შემდეგ ყველა განათლებულ მმართველად მიიჩნევა. ოთხი შვილის მამას თვითონაც მამა ცოცხალი ჰყავს, რომელიც უკრაინის გმირია და ჯერ კიდევ განაგრძობს სამეურნეო საქმიანობას. ალექსი პოროშენკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ყოველი ნაბიჯი ოჯახის მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება, რათა მან რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვას და მისთვის გამოცხადებული დიდი ნდობა გაამართლოს.როგორც საღამოსთვის გახდა ცნობილი, პრეზიდენტის კონტროლიორთა რიცხვი გაიზარდა: ამ ღირსსახსოვარ დღეს მას შვილიშვილი შეეძინა.

 

8-06-2014, 17:14 | მსოფლიო | ნანახია - 1289

უკრაინა: სიმშვიდე ქარიშხლის წინ

რაულ ჩილაჩავა

კიევი

 

უკრაინის მაიდანმა ხელისუფლებასთან დაპირისპირების ყველა რეკორდი მოხსნა და უკვე მესამე თვეა  შეუპოვრობის არნახულ მაგალითს უჩვენებს. აქამდე თითქოს თვითდაჯერებული ვიქტორ იანუკოვიჩი აშკარად შეშფოთებულია და ჩიხიდან, რომელშიც საკუთარი წინდაუხედაობით მოექცა, გამოსავალს ეძებს. ოპოზიციასთან ფორმალურმა მოლაპარაკებებმა, როცა თვითონ არც ერთ დათმობაზე არ წავიდა, ფუჭად ჩაიარა. არ გამოდგა სწორი პროგნოზი იმის თაობაზეც, რომ წყალს დასავლეთ უკრაინის სულ რამდენიმე ოლქი ამღვრევდა, თორემ ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია იყო. აღმოჩნდა, რომ ეს თვითილუაზიაა და ოლქების უმრავლესობა თურმე დენთის კასრივით მზადაა ნებისმიერ წამს აფეთქდეს. ბევრგან აფეთქდა კიდეც.

27-01-2014, 17:17 | მსოფლიო | ნანახია - 1736

უკრაინა ისტორიის გზასაყარზე

უკრაინა ისტორიის გზასაყარზერაულ ჩილაჩავა,
კიევი

 

ვიქტორ იანუკოვიჩმა ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. არაფერი უჩვეულო და მოულოდნელი არ მომხდარა, რადგან თითქმის ყველამ იცოდა, რომ მისი წარსულის, მენტალიტეტის, განათლებისა და აზროვნების კაცი ასეთ გაბედულ ნაბიჯს ვერ გადადგამდა. მართალია, უკრაინაშიც და ევროპაშიც ბევრს ჰქონდა სასწაულის იმედი, ხოლო ყველაზე გამოუსწორებელ ევროოპტიმისტებს მიაჩნდათ, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის (იგულისხმეთ: პრეზიდენტის!) გადაწყვეტილება ასოციაციის წევრობაზე ხელმოწერის დროებით შეჩერების შესახებ ზუსტად გათვლილი ფსიქოლოგიური თამაში იყო, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდებოდა.

2-12-2013, 00:07 | კომენტარები | ნანახია - 2266
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია