,,ბარბაროსები” თუ ევროპელები

,,ბარბაროსები” თუ ევროპელებისალომე სამადაშვილი

 

აი, უკვე ორი წელი შესრულდა, რაც საქართველოში ხელისუფლება, მის ისტორიაში პირველად, დემოკრატიული არჩევნების გზით შეიცვალა. 

1-10-2014, 12:31 | პოლიტიკა, ბლოგები | ნანახია - 1811

ვახშმის გარეშე დარჩენილი პუტინი და ევროპის აღმოსავლელი პარტნიორების მომავალი

სალომე სამადაშვილი

ვახშმის გარეშე დარჩენილი პუტინი და ევროპის აღმოსავლელი  პარტნიორების მომავალი

 

       მიმდინარე კვირის რუსეთ-ევროკავშირის სამიტი, რომელიც ევროპისა და რუსეთის პოლიტიკური დიალოგის ყველაზე მაღალი ფორუმია, ჩვეული, რუსეთისთვის ერთობ სასურველი პომპეზურობით ვეღარ ჩატარდა. სამიტისთვის დაგეგმილი ორდღიანი პროგრამა სამსაათიანი სამუშაო შეხვედრით ჩანაცვლდა და ევროპის დედაქალაქმა რუსული დელეგაცია თავაზიანი, მაგრამ ცივი მასპინძლის როლში მიიღო. სამიტის ევროპული დელეგაციის წარმომადგენლების აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ღონისძიება იყო, რომელსაც კი ადგილი ჰქონია რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში. კონფიდენციალურად ევროპელები იმასაც აღიარებენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობისთვის პოზიტიური საკითხები დღის წესრიგში თითქმის აღარ დარჩა და დროა, ევროპამ სერიოზულად გადააფასოს ამ ქვეყანასთან მისი „სტრატეგიული“ თანამშრომლობის პოტენციალი.

1-02-2014, 16:01 | პოლიტიკა | ნანახია - 3101

ძალაუფლების ხიბლი და ჯერაც „ჭყინტი“ ქართული დემოკრატია

სალომე სამადაშვილი

 

17 ნოემბერს საქართველოს ახალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაგურაცია შედგება და ამით ჩვენს ქვეყანაში დასრულდება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებით დაწყებული ხელისუფლების ცვლის პროცესი. ამასთან ერთად, ბატონი ივანიშვილი  თანამდებობას ტოვებს და საკუთარ შემცვლელს, მისივე აღიარებით, „მის საყვარელ ბიჭს“ ნიშნავს. ვფიქრობთ, დროულია, არჩევნების შემდგომი ეიფორიიდან გამოვიდეთ, მიმდინარე მოვლენებს საღად შევხედოთ და შევეცადოთ შევაფასოთ, რა მომავალს უქადის ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

13-11-2013, 17:55 | პოლიტიკა | ნანახია - 2966

„Panem et circenses” - საქართველოს ევროპული მომავალი თუ სანახაობა პურის წილ

„Panem et circenses” - საქართველოს ევროპული მომავალი თუ სანახაობა პურის წილსალომე სამადაშვილი

 

ალბათ მკითხველს ახსოვს და თუ არ ახსოვს, შევახსნებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა საქართველოს უკლებლივ ყველა დასავლელი პარტნიორისათვის. არ გამართლდა არც სააკაშვილის პარტიის წინასაარჩევნო განაცხადი დამაჯერებელ გამარჯვებაზე და არც კოალიცია „ქართული ოცნების“ გაფრთხილება არჩევნების მოსალოდნელი გაყალბებისა და თანმდევი არეულობის შესახებ. ის, თუ რა მოყვებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას არჩევნებში, დასავლეთისთვის იმ მიზეზითაც იყო ბურუსით მოცული, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდი, ყველა თავისი ნაკლითა და ღირსებით, მათთვის ცნობილი პოლიტიკური "ცვლადი" გახლდათ. ხოლო რა ამოცანები ამოძრავებდა კოალიცია „ქართულ ოცნებას“, გარდა სააკაშვილისთვის ძალაუფლების ჩამორთმევისა, დასავლეთისათვის, ისევე, როგორც ბევრი ქართველი ამომრჩევლისთვის, იმ ეტაპზეც გაუგებარი იყო და არც ახლა, არჩევნებიდან ერთი წლის თავზე, არის საკმარისად ნათელი.

24-10-2013, 14:33 | პოლიტიკა | ნანახია - 2293

ბოროტების ახალი იმპერია, ანუ ევრაზიული კავშირი

სალომე სამადაშვილი

 

 გასულ კვირას გამართულ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა საკმაოდ ბევრი ისაუბრა ევრაზიის კავშირზე და რუსეთის იმპერიულ ამბიციებზე. შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიოს დასანახად, მან რუსეთს ფერუმარილი ჩამორეცხა და სარკეში ჩაახედა.

2-10-2013, 18:32 | პოლიტიკა | ნანახია - 3807

გზა ევროპისკენ - გადამწყვეტი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ გვაქვს

გზა ევროპისკენ - გადამწყვეტი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ გვაქვსსალომე სამადაშვილი

 

საზოგადოებაში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია ჩვენი ქვეყნის პრემიერ მინისტრის განცხადებამ, რომ ხელისუფლება მომავალში არ გამორიცხავს, საქართველოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, განიხილოს ევრაზიის კავშირში ქვეყნის გაწევრიანების მიზანშეწონილობა. საქართველოს პრემიერის ამ უპრეცედენტო განაცხადს ფონად დაედო სომხეთის გადაწყვეტილება ევროპიდან ევრაზიული კავშირისაკენ 180 გრადუსიანი შემოტრიალების შესახებ. ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ ასევე განსაკუთრებით აქტიურ ფაზაშია შესული რუსეთის გააფთრებული მცდელობა, ეკონომიკური სანქციებისა და პოლიტიკური ზეწოლის გზით, შეაჩეროს უკრაინის და მოლდოვის ევროპაში ინტეგრაცია.

20-09-2013, 18:00 | პოლიტიკა | ნანახია - 3492
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია