გილოცავთ!

       საზოგადოება   ,,ივერია“  ყველას   გილოცავთ  ევროკავშირთან  ასოცირების  შესახებ  შეთანხმების ხელმოწერას!

     ვამაყობთ,  რომ   ბევრ   ჩვენგანს  ამ პროცესში  უშუალო   მონაწილეობა   აქვს    მიღებული.

27-06-2014, 15:03 | პოლიტიკა | ნანახია - 1678

საზოგადოება ”ივერიის” განცხადება რუსეთ-საქართველოს მაგისტრალური რკინიგზის ამოქმედების საკითხთან დაკავშირებით

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის იდეა ხელისუფლებაში მოსვლის  დღიდან გახდა კოალიცია ”ქართული ოცნების” ერთერთი  პოლიტიკური გზავნილი. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, დიდი სურვილის  მიუხედავად, ამ იდეამ  საქართველოს პოლიტიკური სპექტრისა და ფართო საზოგადოებრიობის  ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, რამაც ხელისუფლება აიძულა საკითხის საჯარო განხილვა გადაედო. თუმცა, ამ საკითხის დღის წესრიგში მოულოდნელმა და დაჟინებულმა შემოტანამ საზოგადოებაში დატოვა განცდა, რომ  ”ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ეს საკითხი კვლავ ამოტივტივდებოდა, რადგან მის ირგვლივ იგრძნობოდა რუსეთის ხელისუფლებასთან ფარული დიალოგის არსებობა.

24-06-2014, 17:44 | პოლიტიკა | ნანახია - 3695

გაბედე და იაზროვნე!

გაბედე და იაზროვნე! ეძღვნება აკაკი ბაქრაძის ხსოვნას

 

მამუკა ბერია

 

მოძრაობა ,,დაბრუნების“ გამგეობის წევრი,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის

პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების

ასისტენტ-პროფესორი

 

 

20-06-2014, 15:05 | კომენტარები | ნანახია - 1940

საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმი: რჩევები და პროგნოზები

ანა ითონიშვილი

 საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმი: რჩევები და პროგნოზები

13 მაისს თბილისში საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმი გაიმართა.

20-06-2014, 14:49 | ეკონომიკა | ნანახია - 3320

აფხაზური გამბიტი

მალხაზ პატარაია

მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე

 

     მოჭადრაკეებმა იციან, გამბიტი საჭადრაკო პარტიის ისეთი დასაწყისია, სადაც სწირავენ პაიკს ან ფიგურას თამაშის თავიდანვე გასამწვავებლად, უპირატესობის და ხელსაყრელი მდგომარეობის მისაღებად. გამბიტი  იტალიურიდან კვანტის დადებას ნიშნავს.

 

 ბოლო დღეების სოხუმის მოვლენები გამბიტურ სანახაობას ჰგავს.  საოკუპაციო რეჟიმის მეთაური ანქვაბი მოსკოვმა გაწირა და აპირებს მოიყვანოს ხაჯიმბას ჯგუფი, რომელიც უკვე მრავალი წელია წარუმატებლად ცდილობს სეპარატისტულ ოლიმპზე აბობღებას.  ერთი შეხედვით, თითქოს კვანტის ადრესატიც ცხადია და მისი დამდების მისწრაფებებიც. სამიზნე საქართველოა, ხოლო სასურველი შედეგი - ოკუპირებული ტერიტორიების მიერთება, გალში დაჩენილი ქართველების მორიგი წმენდა და ენგურს გამოღმა გამოყრა იმისთვის, რომ ხელი შეგვიშალონ დასავლეთისაკენ სვლაში,  ევროკავშირისა და ნატოსაკენ.

 

8-06-2014, 18:29 | კომენტარები | ნანახია - 1006

უკრაინის ფედერალიზაციის საფრთხეები

გიორგი გორაძე

 

კარგა ხანია სამეცნიერო თუ პოლიტიკურ წრეებში მიმდინარეობს მსჯელობა უკრაინის ფედერალიზაციის შესახებ. უფრო მეტიც, უკრაინის ტერიტორიული მოწყობის საკითხი გასცდა შიდასახელმწიფოებრივ ფარგლებს და საერთაშორისო განხილვის საგანი გახდა.

 

ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა დასვა საკითხი უკრაინის ფედერალიზაციის თაობაზე, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა როგორც უკრაინის მოქმედი ხელისუფლების, ისე უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან. ერთი ნაწილი, მათ შორის, ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ფედერალიზაციის შედეგად უკრაინა დაიშლება, ხოლო მეორე ნაწილისთვის ეს საუკეთესო გამოსავალია არსებული მდგომარეობიდან. 

17-05-2014, 13:13 | მსოფლიო | ნანახია - 1896

კონჩიტოკრატია

შალვა მენაბდე

 კონჩიტოკრატია

რა ეპითეტით არ შეუმკიათ ხელისუფალნი - ერთად და ცალკ-ცალკე. ზოგს გუნდრუკი უკმევია, ზოგსაც ლაფში გაუსვრია. მე კი ჩვენი ხელისუფლების ანალოგია ამ დღეებში დავინახე - კონჩიტა ვურსტი, ევროვიზიის უკანასკნელი გამარჯვებული ავსტრიიდან. ადამიანი, რომელსაც უნდა წარმოჩინდეს ქალადაც და მამაკაცადაც და ამავდროულად, არც ქალია და არც კაცი. გაუგებრობაა. გაუგებრობა და ეპატაჟი. ჩვენი ხელისუფლებაც ასეა, გაუგებრობაა ან გაუგებრობაში მოხვედრილების წინააღმდეგობრივი ერთიანობა, რომელიც ვიღაც ჭკვიანმა “ოცნებად” მონათლა.

15-05-2014, 20:45 | ბლოგები | ნანახია - 2921

დიდი ძმა გვისმენს

ზვიად აძინბაია

 

დიდი ძმა გვისმენსსტუდენტთა ასოციაცია კრეატივის პრეზიდენტი

 

გენიალური ჯორჯ ორუელი თავის ,,1984’’-ში დიდ, ტელეეკრანიდან გამუდმებით მომზირალ შავულვაშა ძმაზე საუბრობს, რომელიც ცდილობს ტოტალური კონტროლის დამყარებას ყოველგვარ ადამიანურ ფაქტორზე, სულზე, ღმერთზე, ბუნებაზე. ის იყენებს ყველა მეთოდს: დასმენას, მოსმენას, თვალთვალს, შიშის მასობრივ დანერგვას და უნდობლობის გაღვივებას. ეს ხომ ბოლშევიკური პერიოდისთვის ტრადიციადქცეული  სტილია - მეთოდი, რომელიც ტვინდამუშავებულ შვილს საკუთარი მამის დასმენისკენ უბიძგებს, რომელსაც შემდგომ პარტია დახვრეტას უსჯის, დამსმენს კი ორდენით აჯილდოვებს - ერისთვის ,,სასარგებლო’’ საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

25-04-2014, 18:18 | ბლოგები | ნანახია - 1364

მაფია და ოცნება - ისტორიული პარალელები

მიხეილ ანთაძე

                                      

წერილი პირველი

 

დეპუტატები და ამნისტია

 

რამდენიმე პოლიტიკოსისა და დეპუტატის გამონათქვამთა ციტირებით დავიწყოთ:

 

- "სისხლის სამართლის კოდექსის 223/1-ე მუხლში, კანონში ჩადებული ნორმა ე.წ. განსაზღვრულობის პრინციპს ვერ აკმაყოფილებს. კანონის ეს ნორმა არ მომწონს და თავის დროზე, როცა შემოიღეს, ძალიან კრიტიკულად ვუდგებოდი. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება უნდა იყოს შეფასებითი, თუ რა არის ეს. კანონში ჩადებული ნორმა ვერ აკმაყოფილებს ე.წ. განსაზღვრულობის პრინციპს და ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი და პრობლემური. ზუსტად უნდა განისაზღვროს, რა არის კანონიერი ქურდობა და ქურდული მენტალიტეტი და უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს კონკრეტულ მოქმედებასთან, რომლის გამოც შეიძლება პირი გასამართლდეს. უტრირებას გავაკეთებ და ვიტყვი, რომ იმის გამო, რომ, ვთქვათ, მე მომწონს ქურდები და მომწონს ქურდული ურთიერთობები, ამის გამო არ შეიძლება ციხეში ჩამსვან". (ვახტანგ ხმალაძე)

25-04-2014, 16:05 | კომენტარები | ნანახია - 4093

პოლიტიკურ-კულტურული ახლომხედველობა და ჭუჭრუტანიდან დანახული სამყარო

ალექსი ჩხიკვაძე

აკაკი სულაქველიძე

 

კარების ჭუჭრუტანიდან დანახული სკამი, რომელიც ოთახის შუაში დგას, მთელი ოთახის მხოლოდ ერთი პატარა შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, ჭუჭრუტანიდან მთლიანი ოთახის დანახვა შეუძლებელია, ხოლო სკამით ოთახზე მსჯელობა, ან ოთახის ფორმის განსაზღვრა და მერე დასკვნების გამოტანა, არაზუსტი და მცდარი იქნებოდა. ალბათ ბევრს გაუგია „Ames Room” ეფექტის შესახებაც.

4-04-2014, 15:24 | პოლიტიკა | ნანახია - 1886

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია