ჰომოსექსუალიზმის ტრადიცია რუსეთში და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია

ჰომოსექსუალიზმის ტრადიცია რუსეთში და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია

 

ვაჟა ნიკოლაიშვილი

 

 

გავა გარკვეული ხანი და იმ იდიოტურ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, სირცხვილნარევი უხერხული ღიმილით გავიხსენებთ. ძალიან მსურს, რომ ეს უხერხული ღიმილი მაინც მხიარული იყოს, შემდგარი და სტაბილური განვითარების გზაზე მდგომი ქვეყნის მოქალაქეების ღიმილი, რომლებიც წარსულ შეცდომებს, გამოცდილებით შეძენილი სიბრძნით, წარმატებული აწმყოს მყარ ფუნდამენტზე მდგარნი და ღირსეულ მომავალში დარწმუნებულნი გადაჰყურებენ. სასტიკად არ მინდა, რომ ეს ღიმილი, მერამდენედ უკვე ჩვენს შორეულ თუ ახლო ისტორიაში, გაჟღენთილი იყოს ქართველებისთვის იმ კარგად ნაცნობი სიმწრით, რომელიც საკუთარ, დაგვიანებით დანახულ, უგუნურობით გამოწვეულ, გამოუსწორებელ კატასტროფას უკავშირდება.

 

5-04-2015, 20:29 | კომენტარები | ნანახია - 22271

Quo usque tandem abutere, Angelina, patientia nostra?*

Quo usque tandem abutere, Angelina, patientia nostra?*ვაჟა ნიკოლაიშვილი

 

2014 წლის 2 ივნისს გერმანიის კანცლერმა განაცხადა: "...MAP-ის საკითხი NATO-ს შემდეგი სამიტის თემა არ იქნება". "...ჩვენ ვხედავთ საქართველოს ძალისხმევას, მაგალითად, ავღანეთში. ნატო-ს შემდგომი სამიტისთვის ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ თუ როგორ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ საქართველო არის კარგი პარტნიორი და მე ვფიქრობ, რომ MAP-ის გარდა სხვა შესაძლებლობებიც არსებობს ამის გამოსახატავად", - დაამატა მან. უკაცრავად, გოეთეს და ქ-ნი მერკელის ენას არ ვფლობ, ამიტომ ამ ციტატის მოყვანა ქართულ პრესაზე დაყრდნობით მიწევს.

3-06-2014, 20:13 | პოლიტიკა | ნანახია - 2258

ღარიბაშვილის გამოსვლა მიუნჰენში

ვაჟა ნიკოლაიშვილი

 ღარიბაშვილის გამოსვლა მიუნჰენში

           „ევრონიუსი ქართულადაც ევრონიუსია, ხომ?“, - იკითხა ივანიშვილმა მის მიერ ამასწინად მოწყობილ პრესკონფერენციაზე. ვფიქრობ, ამ ფრაზამ საბოლოოდ შეიტანა სიცხადე მის ინტელექტთან დაკავშირებით. ანუ, თუ აქამდე ამ საკითხში კიდევ რაიმე მცირე იმედისმომცემი ეჭვი არსებობდა, ახლა უკვე, სამწუხაროდ, ყველაფერი გასაგებია. როგორც კი ამას ცხადად გაიაზრებ, მაშინვე გამყინავი შიშის გრძნობა გეუფლება, რადგან გახსენდება, რომ ამ კაცმა ისეთი ადამიანები დატოვა სახელმწიფოს სათავეში, რომლებიც გულწრფელად მიიჩნევენ მას გენიოსად და, რომლებიც, როგორც ირკვევა, ივანიშვილთან პრაქტიკულად ინტერაქტიულ რეჟიმში მართავენ ჩვენს უბედურ ქვეყანას.

6-02-2014, 12:42 | კომენტარები | ნანახია - 3499

რა ბედი ეწევა ნორლანდის ჩუსტებს?

ვაჟა ნიკოლაიშვილი

 

რა ბედი ეწევა ნორლანდის ჩუსტებს?ნორლანდის ჩუსტების შესახებ ანეგდოტმა ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის საწყისს ეტაპზევე დიდი წარმატებით მოიარა საქართველო. ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ: აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დილით საკუთარ სახლში იღვიძებს და უშედეგო ძებნის შემდეგ ეკითხება ცოლს, ჩემი ჩუსტები სად ჯანდაბაშიაო? მეუღლე კი პასუხობს - ალბათ, ბიძინასთან დაგრჩაო.

20-09-2013, 18:07 | პოლიტიკა | ნანახია - 3603

საუზმე ბალახზე

საუზმე ბალახზექართველები მაცვიფრებენ. თანაც მეგონა, უფრო სწორად, იმედი მქონდა, რომ აღარ განმაცვიფრებდენ, რადგან აქ ნეგატიურ განცვიფრებას ვგულისხმობ.

30-04-2013, 11:57 | ბლოგები | ნანახია - 2536
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია