მარტივად - არჩევნები

ზურა თალაკვაძე

მარტივად - არჩევნები

საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ახალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ან, არ ეყოლება. ან კალათბურთი კიდევ ერთხელ გადახვევს ხელს ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს, პროცესში პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებსაც ჩამოივლის და არჩევნები ცივილურად დასრულდება. ან, შეიძლება, არც დაიწყოს. შეიძლება, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან მოვიდეს მეგობრული რჩევა, რომ არჩევნებზე ესა და ეს პროცედურა სამინისტროსთვის მისაღები ტონით უნდა წავიდეს. და არჩევნები არჩევნების დაწყებამდე ჩატარდება. ამ შემთხვევაში, გამოირიცხება ამომრჩევლის სურვილი და მისი უფლებები. სამინისტროს მიაჩნია, რომ განაგებს ყველაფერს. სამინისტრომ ისიც იცის, რომ უფლებამოსილია,ეს უფლებამოსილება ცოტა ხნით დაივიწყოს. სულ ცოტა ხნით, მაქსიმუმ, არჩევნების ბოლომდე.

14-11-2013, 15:15 | არქივი | ნანახია - 1290
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია