მოგზაურობა "ლუგანდონიაში", ანუ мы от Исака

 მოგზაურობა "ლუგანდონიაში", ანუ мы от Исакаზურაბ კვაჭაძე

 

  "ლუგანდონია" - თვითგამოცხადებული "დონეცკის  სახალხო რესპუბლიკისა" და "ლუგანსკის  სახალხო რესპუბლიკის" ტანდემი უკრაინის უკიდურეს აღმოსავლეთში. 

1-07-2014, 20:56 | მსოფლიო, კომენტარები | ნანახია - 1613

ბრძოლა ოდესისათვის - ბრძოლა უკრაინისთვის!

ბრძოლა ოდესისათვის - ბრძოლა უკრაინისთვის!ურაბ კვა

 

უკრაინიდან

 

 "რუსული დიდების ქალაქი" - ასე ეძახდნენ ოდესას დღიდან მისი დაარსებისა, რომელიც შეიქმნა როგორც ნოვოროსიის მთავარი რუსული ფორპოსტი. ამ სლოგანს ემსახურებოდა ოდესაში "რუსული იდეის", რუსული ეთნოსისა და ენის უზენაესობის მითის შექმნაც, რომლის კულტივირებაც ეკატერინე მეორემ მე-18 საუკუნის ბოლოს, ოდესის დაარსებასთან ერთად დაიწყო, ხოლო შემდგომ კი წარმატებით განაგრძო ქართველთათვის კარგად ცნობილმა თავადმა ვორონცოვმა, რომელიც 1844-1851 წლებში ერთმანეთს უთავსებდა ნოვოროსიისკის მხარის, ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორისა და კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობებს.

6-05-2014, 14:09 | მსოფლიო | ნანახია - 1810

წინ, მესამე "მაიდნისაკენ"!

ზურაბ კვაჭაძე

 

ოდესა

            125 მილიონი ევრო - სწორედ ასეთი თანხა გადაიხადა გირაოში საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ ავსტრიის პოლიციის მიერ დაპატიმრებულმა უკრაინელმა მილიარდერმა დმიტრი ფირტაშმა. თუმცა სრულ თავისუფლებამდე ჯერ კიდევ ძალზედ შორია - საექსტრადაციო ფორმალობების შემდეგ მას წინ ამერიკის მართლმსაჯულება ელოდება და ფულის გათეთრებისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის უმძიმესი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, დმიტრი ფირტაშს, სულ ცოტა, 15 წლით პატიმრობა ემუქრება.

29-03-2014, 22:07 | კომენტარები | ნანახია - 2298

"გრენლანდიური" რეცეპტი კიევისათვის

"გრენლანდიური" რეცეპტი კიევისათვისზურაბ კვაჭაძე

 

             სოჭის ოლიმპიადის ციებ-ცხელებამ და ოლიმპიური სოფლის "კრეატიულმა" საპირფარეშოებმა იმდენად გადაფარეს მედიაში კიევის მაიდანზე და მთლიანად უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რომ საზოგადოების ჯეროვანი ყურადღების მიღმა დარჩა რუსეთის  პრეზიდენტის მრჩევლის, გლაზევის მეტად სახიფათო და მზაკვრული განცხადება, რომელიც მან "კომერსანტთან" საუბარში გაახმოვანა ამ რამდენიმე დღის წინ: "ხისტი უნიტარული სახელმწიფოს (უკრაინის) შიგნით დაპირისპირებები მუდმივად იქნება (!!!). იმისათვის, რათა ეს დაპირისპირებები შეწყდეს, საჭიროა ფედერალიზაცია... ვფიქრობ, რომ ეს (ფედერალიზაცია) უკვე იდეა კი არა, აუცილებლობაა".  გლაზევის შემდგომი წიაღსვლები ამ "მომავალი ფედერაციის" სუბიექტებისათვის ფართო უფლებების მინიჭების შესახებ, უკრაინას ახალ, კრემლისთვის სასურველ რეალობასთან აახლოებს: "მსოფლიო პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ერთი სახელმწიფოს შიგნით მოქმედებს სხვადასხვა სავაჭრო-ეკონომიკური რეჟიმები. მაგალითად, დანიის შემადგენლობაში არის გრენლანდია, ამასთან დანია ევროკავშირის წევრია, გრენლანდია კი არა".

 

          

17-02-2014, 16:46 | მსოფლიო | ნანახია - 2320

"ევრომაიდანის" ქართული აქცენტები

"ევრომაიდანის" ქართული აქცენტებიზურაბ კვაჭაძე

 ოდესა

 

            უკვე ერთი თვე შესრულდა, რაც კიევის დამოუკიდებლობის მოედანი, ანუ "მაიდანი", მსოფლიოს მედია საშუალებების ეპიცენტრშია - აქ კვლავაც არ ცხრება საპროტესტო ვნებათაღელვა და არც ხალხის ნაკადი კლებულობს, აქ კვლავაც გუგუნებს ორატორთა მგზნებარე მოწოდებები, "მაიდანს" კვლავ სტუმრობენ მსოფლიოს გამოჩენილი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მას უცხადებს სოლიდარობას მთელი ცივილიზებული სამყარო. ამ საერთო მხარდაჭერისა და სოლიდარობის ფონზე, ქართველები, ვირტუალურ თუ რეალურ სივრცეში, უკრაინელების ალბათ ყველაზე მხურვალე მხარდამჭრებად და გულშემატკივრებად იქცნენ. ამიტომ სავსებით ლოგიკური იყო მაიდანზე, ერთ-ერთ ყველაზე საპატიო ადგილას "ქართული" კარავის გამოჩენაც, ასევე ისიც, რომ ქართულ ხუთჯვრიან დროშებს "მაიდანზე", უკრაინული დროშების შემდეგ, თავისი სიმრავლით დომინანტის როლიც კი ერგოთ სხვა სახელმწიფო დროშების სიმწირის ფონზე. სიმბოლური და მგზნებარე იყო, ასევე, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლაც უკრაინულ ენაზე, რომელსაც მაიდანი დიდი ოვაციებით შეხვდა.

27-12-2013, 16:10 | მსოფლიო | ნანახია - 1939

უკრაინა ევროპულ კურსს იცავს

უკრაინა ევროპულ კურსს იცავსზურაბ კვაჭაძე,

ოდესა

 

უკრაინაში დღეს არსებული სიტუაცია მაგონებს საბჭოური ერის ისტორიის სახელმძღვანელოებში "რევოლუციის" მცნების განმარტებას, როდესაც გაბატონებულ კლასს აღარ შეეძლო ძველებურად მართვა, ხოლო ჩაგრულ კლასს კი აღარ სურდა ძველებურად ცხოვრება. არადა პარადოქსია - სულ რამოდენიმე დღის წინ ვერავინ იტყოდა, რომ იანუკოვიჩის ხელისუფლებას რაიმე საფრთხე ელოდა, იმდენად მყარი იყო მისი ძალაუფლება. 29 აგვისტოს მისმა გამაოგნებელმა ნაბიჯმა - საჯარო განცხადებამ უკრაინის ევროინტეგრაციული კურსის უალტერნატივობის შესახებ, თვით ყველაზე სკეპტიკოსი პოლიტიკოსები (მათ შორის ევროპელი), განსაკუთრებით კი უკრაინელი ოპოზიციონერები ჩააგდო შოკში. აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ექსპერტების აზრით, ამით იანუკოვიჩმა ოპოზიციას გამანადგურებელი დარტყმაც კი მიაყენა, ვინაიდან მას ფაქტიურად ევროინტეგრაციის იდეური პლატფორმა "წაართვა" და 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი მეორე ვადით არჩევის შანსები მნიშვნელოვნად გაზარდა.

3-12-2013, 17:39 | მსოფლიო | ნანახია - 1390
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია