ნიუ-ბაბილონელი მეთოჯინეები

ზურა ოდილავაძე

 

,,უვიცობა –    მსოფლიოში საუკეთესო მეცნიერებაა,

იგი   – უშრომლად გვეძლევა და არ აღონებს სულს!”

ჯორდანო (ფილიპო) ბრუნო


I. ბაბილონის კოშკი

 

  ბაბილონი მეფე ნებროთმა დააარსა. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ წარღვნის შემდეგ ადამიანები შეეცადნენ, აეგოთ გოდოლი, ,,რომელიც ცას მისწვდებოდა”. ბაბილონის კოშკის მშენებლობა მიჩნეულია ამპარტავნების, ადამიანის მიერ ღვთის ნებისგან განდგომისა და მისი პიროვნული ნებით შეცვლის, ანუ თვითნებობის  სიმბოლოდ. ასეთია ამ ლეგენდის სულიერი არსი. ადამიანთა თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა, ისე ,,აურია მათ ენები, რომ ერთმანეთის აღარ ესმოდათ”. მშენებლობა შეწყდა და ღმერთმა მშენებლები მთელ დედამიწაზე გაფანტა.

 

   ამჯერად, მინდა მოგითხროთ, თანამედროვე ,,ნებროთებზე“, რომლებიც ანაფორაში შეიმოსნენ, ჯვარი ჩამოიკიდეს, ხოლო ღვთის სიტყვა კი დაივიწყეს. მათ ქრისტე ღმერთი ეკლესიიდან გააძევეს და სანაცვლოდ ტაძარში თავიანთი ამაყი ნება და მანკიერი მოთხოვნილებები შემოიტანეს. განმეორდა ბაბილონის კოშკის ისტორია – სახალხოდ განხორციელდა უდიდესი ილუზია – ღვთიური ნების ადამიანურით შეცვლა.

21-11-2013, 16:54 | ბლოგები | ნანახია - 3125

უცვლელი ხელწერა

ზურა ოდილავაძე

 

,,თუ ჩვენ ამ პრინციპებს ვიცავთ, მათ  განსახორციელებლად,  

სამწუხაროდ, უნდა   დაღვარო  სისხლი. წინააღმდეგ შემთხვევაში,

უბრალოდ მონობა ამა თუ იმ ფორმით გელოდება“ 

  

იოსიფ ბროდსკი

 

 უცვლელი ხელწერა საბჭოეთი მუდმივად ცდილობდა, დაენერგა მითი იმპერიის მშვიდობისმოყვარე ხასიათის შესახებ, რომელიც გარშემორტყმულია მრავალრიცხოვანი მტრებით და ამიტომ, იძულებულია, დაიცვას თავი. დღესაც სსრკ-ს რეანიმირებაზე ორიენტირებულ რუსეთს, პოლიტიკური სტაბილურობისთვის, მოჩვენებითი დიდების შესანარჩუნებლად და ეკონომიკური სიდუხჭირის გასამართლებლად, შიდა მოხმარების მითი სჭირდება: ,,მთელი მსოფლიო ჩვენ გვებრძვის, ამიტომ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, შევიარაღდეთ და დავიცვათ თავი!”. ამ მტრის ხატის მეშვეობით ხალხს ომისთვის ამზადებენ, ასე ინერგება ფართო მასებში ზიზღი და აგრესია.

18-11-2013, 15:39 | ბლოგები | ნანახია - 2303

,,დაბალანსებული“ მოწყენილობა

,,დაბალანსებული“ მოწყენილობაზურა ოდილავაძე

 

   რედაქციაში დავალება მომცეს, მიმდინარე მოვლენებზე რაიმე დაწერეო... ძნელია, წერო არაფერზე – იმაზე, რომ არაფერი ხდება. კიდევ უფრო ჭირს უსახური აქტორების აღწერა, რომლებიც დღეს საზოგადოებრივ ავანსცენაზე ჩანან. ნომინალური ლიდერები ერთმანეთისგან ხომ არაფრით განსხვავდებიან. ყველას მაგიერ გადაწყვეტილებებს კვლავ ბელადი იღებს და ძველი ქართული ტრადიციისამებრ, უფერული თუთიყუშები მის ბრძანებებს ახმოვანებენ. დღევანდელობაზე ფიქრისას გონებაში ერთფეროვნება, მოწყენილობა და ადამიანთა მონობისკენ გასაოცარი მიდრეკილება თუ ამოგიტივტივდება...

8-11-2013, 18:36 | ბლოგები | ნანახია - 3180

წერილი მეგობარს

წერილი მეგობარსზურა ოდილავაძე

 

   გწერ, ჩემო მეგობარო თენ, ჩვენთან წინასაარჩევნო ციებცხელებაა. გწერ, რადგან მხოლოდ შენ შეგიძლია გაიზიარო ჩემი გულისტკივილი და გაიგო ამის მიზეზი. თუმცა, ისიც ვიცი, რომ შენ, მიუნხენის შემოდგომისგან მოოქრულ პარკში (,,Golden Oktomber”) ზიხარ, გამჭვირვალე ჰაერს სუნთქავ, კუნდერას მორიგ ტომს ფურცლავ და პოლიტიკა სულაც არ გაინტერესებს. ჩემო თენ, მაინც გწერ, რადგან მარტო ვარ...

24-10-2013, 16:50 | ბლოგები | ნანახია - 5460

...საკითხავი, აი, ეს არის

...საკითხავი, აი, ეს არისზურა ოდილავაძე

 

   ღვთის წყალობა ხანმოკლე აღმოჩნდა – ,,შეუცნობადი“ გვტოვებს! ,,ახალი მესია“ თადარიგში გადადის და იქიდან დამოძღვრას გვპირდება. ფინტის მოულოდნელობით დაბნეული ხალხი ღელავს, ყველას თავში ერთი კითხვა უტრიალებს: ჩრდილში მიდის თუ გარბის? – აი, ის მტკივნეული დილემა, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ,,ერი და ბერი“.

13-10-2013, 20:00 | ბლოგები | ნანახია - 3308

მადლობა კეისარს ანუ სპირალის მორიგი ხვეული?

მადლობა კეისარს ანუ სპირალის მორიგი ხვეული?ზურა ოდილავაძე

 

,,მე აქ მოვედი შეკითხვების როლში და არა პასუხების როლში,“ – პრემიერ-მინისტრის დაშიფრული გზავნილი ქვეშევრდომებს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე .

4-10-2013, 23:05 | პოლიტიკა | ნანახია - 3302

ქირურგიის ახალი ერა

ზურა ოდილავაძე

 

 შესავალი

   1967 წლის 3 დეკემბერს ქირურგის ოქროს ხელებმა მორიგი სასწაული მოახდინა: საავადმყოფოში ,,Groote Shuur Hospital” ტრანსპლანტოლოგმა კეიპთაუნიდან, კრისტიან ბერნარდმა, ერთი ადამიანის გული მეორეს გადაუნერგა. ავტოავარიაში გარდაცვლილი ოცდახუთი წლის ქალიშვილის, დენიზ დარვალის გული ორმოცდათხუტმეტი წლის ლუის ვაშკარანსკის გულმკერდში აძგერდა.

28-09-2013, 14:06 | ბლოგები | ნანახია - 2190

დიდი სამამულო

დიდი სამამულოზურა ოდილავაძე

 

   დემოკრატია სიტყვის თავისუფლებითა და მედიის დამოუკიდებლობით იწყება. ამ მხრივ, საქართველოში, შეიძლება ითქვას, დემოკრატიის ზეიმია! რაც გსურს, ის ილაპარაკე, რამდენიც გინდა, იმდენი იყვირე, მაინც არავინ მოგისმენს. ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერით გაამაყებულ ხელისუფლებას განსხვავებული აზრი, პირდაპირ რომ ვთქვათ, ჰკიდია. მედიაშიც დიდი პროგრესია! უხილავი ფრონტის რაინდების ხელმძღვანელობით მიმდინარეობს ტელევიზიების ტოტალური ანექსია. 

27-09-2013, 22:47 | ბლოგები | ნანახია - 2329

ძილისპირული მიმოხილვა კრავთა დუმილის ფონზე

  ძილისპირული მიმოხილვა კრავთა დუმილის ფონზეზურა ოდილავაძე

 

დაღამდა. ვწვები, სიგარეტს ვუკიდებ. ძილის წინ მიმდინარე მოვლენებზე ვფიქრობ, მინდა რაიმე პოზიტიური გავიხსენო – ,,წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“...

დღევანდელი ხელისუფლების ერთადერთი ,,პოზიტივი“ – წინა მთავრობის ნეგატივის ჩვენთვის შეხსენებაა. მომავალი პრეზიდენტის მთავარი საარჩევნო დაპირება,  კოჰაბიტაციის დასრულებაა. პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენი ,,ნათელი მომავალი“ კვლავ პოლიტიკური მოწინააღმდეგის განდაგურებასა და დაჭერებს გვიქადის. 

19-09-2013, 18:38 | ბლოგები | ნანახია - 3455

,,იჯდერაოდან“ ,,მიჯირყვნამდე“

,,იჯდერაოდან“ ,,მიჯირყვნამდე“ზურა ოდილავაძე

 

გუშინ ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე წიგნების მაღაზია ,,ბიბლუსში“ შევიხედე.მსურდა, საზაფხულოდ ჩამოსული სტუმრებისთვის ჩემი წიგნის ორი ეგზემპლარი მეყიდა. შესვლისთანავე ვხედავ, ბესტსელერების განყოფილებიდან ყოფილი ცკ-ს მდივნის გიგანტური ტომი მიმზერს. მისი ადგილმდებარეობა და ზომა ამ წიგნის აშკარა რიტუალურ დანიშნულებას მიანიშნებდა. დაუყონებლივ მცირე მეტანია შევასრულე და ,,ხატს” ვემთხვიე. 

27-08-2013, 20:14 | ბლოგები | ნანახია - 4342

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია