აბრუნებენო, ამბობენ, დავითს...

ზურა ოდილავაძე

 

მცნება მეორე:,,არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არცა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ”.

12-08-2013, 23:52 | ბლოგები | ნანახია - 2755

პატრიარქი და ჩვენ

(ქართული თვითიდენტიფიცირების თავისებურებანი)

 

ზურა ოდილავაძე

 

,,რაც ერი, ის ბერი“ – გამჭრიახი წინაპარი

 

   ერი ლიდერად აღიარებს პიროვნებას, რომელთანაც მენტალურ ერთობას გრძნობს და, ამავე დროს, მასში საკუთარი განუხორციელებელი ოცნებების აღმსრულებელს ხედავს. შეიძლება ითქვას, რომ ლიდერი, თუ ბელადი წარმოადგენს მასების კრებით პორტრეტს, რადგან სწორედ მასშია თავმოყრილი ის პიროვნული თვისებები და უნარები, რომელთა მეშვეობითაც ინდივიდების უმრავლესობა საკუთარ ,,მეს“ წინამძღოლთან აიგივებს.

7-08-2013, 16:05 | ბლოგები | ნანახია - 5004

„ჩვენ“?!

ზურა ოდილავაძე

 

   საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რუსეთის პატრიარქის კირილის მიწვევით, 23 ივლისს რუსეთში გაემგზავრა და მონაწილეობა მიიღო რუსეთის ნათლისღების 1025 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ვიზიტის ფარგლებში პატრიარქი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

1-08-2013, 20:22 | კომენტარები | ნანახია - 2481

ნუთუ მეღირსება ძეგლი?!

ზურაბ ოდილავაძე

 

ის გვტოვებს...

 

   ,,მესიამ“ კვლავ განაცხადა, მივდივარო... მართალია, „მამა მზეს“ აკვიატებული იდეები ახასიათებს, მაგრამ ის ისე დაჟინებით იმეორებს ამას, რომ თითქოს არ უნდა ხუმრობდეს. ცხადია, “ღმერთის” ავანსცენიდან წასვლას აუცილებლად უნდა მოჰყვეს გარკვეული პოლიტიკური ძვრები. პრეზიდენტად, როგორც ყველამ ვიცით, ,,მესიას ბუტაფორიული მახვილი“ შეგვრჩება, ხოლო მეინსტრიმი წარმოდგენილი იქნება ისეთი პოლიტიკური ფიგურებით, როგორებიცაა რუსული ორიენტაციის ,,რკინის ლედი“ და არანაკლებ რუსი, ,,ბედნიერების მაძიებელი ჩოხოსანი რაინდი”. 

31-07-2013, 17:37 | ბლოგები | ნანახია - 2177

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია