საქართველო და ახლო აღმოსავლეთის პროცესები

საქართველო და ახლო აღმოსავლეთის პროცესები 

 

ალექს ჩხიკვაძე

 

ირანთან ბირთვული ხელშეკრულების რატიფიკაციას, როგორც ჩანს, წინ უკვე ვერაფერი აღუდგება - სენატმა დაძლია რესპუბლიკელების მხრიდან მისი დაბლოკვის მცდელობა. ხელშეკრულების მხარდამჭერი და მონაწილე მხარე ევროპის ლიდერი სახელმწიფოები და უშიშროების საბჭოს ყველა წევრია, ამიტომ აღნიშნული შეთანხმება მხოლოდ ა.შ.შ.-ს არ ეკუთვნის და მნიშვნელობითაც ის უფრო გლობალური, ისტორიული და გეოპოლიტიკური ხასიათის ფაქტია.

 

20-09-2015, 19:57 | მსოფლიო | ნანახია - 3529

რუსეთი და სირიული ”მახე“?

რუსეთი და სირიული ”მახე“?

 

გიგი კუბლაშვილი

 

უკვე თითქმის 5 წელიწადია სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. თავიდან ექსპერტების ნაწილი თვლიდა, რომ სამხედრო დაპირისპირება დიდ ხანს არ გაგრძელდებოდა, თავისუფალ სამყაროში ჩათვალეს, რომ მთავარი მიზეზი ამ ვაკხანალიისა ასადის რეჟიმია, რაც არ არის შორს სიმართლისგან. თურქეთს ასევე თავისი თამაში ჰქონდა ამ ტრაგედიაში, საბოლოოდ მივიღეთ ის რასაც ვუცქერთ იმ მძიმე სატელევიზიო კადრებში ყოველდღიურად.

 

13-09-2015, 14:07 | მსოფლიო | ნანახია - 3644

BOKO HARAM! რატომ ვერ ვჯობნით ტერორისტებს და რატომ არის ისლამის რეფორმაცია გამოსავალი

BOKO HARAM! რატომ ვერ ვჯობნით ტერორისტებს  და რატომ არის ისლამის რეფორმაცია გამოსავალი

 

გიორგი იმედაშვილი

 

„ივერიის“ მკითხველს ეხსომება, რომ „ჰარამი“ არაბულად აკრძალულს, დაუშვებელს ნიშნავს, ხოლო ისლამური სამართლის გავლენით, დროთა განმავლობაში, ეს სიტყვა ცოდვის მნიშვნელობის მატარებლადაც იქცა. „არამი იყოსო შენზე შაჰის პური“- უთქვამს შუბით სასიკვდილოდ დაჭრილ ყარჩიხა-ხანს გიორგი სააკაძისათვის მარტყოფის ბრძოლის დროს. „ჰარამის“ საპირისპიროდ „ჰალალი“ რელიგიურად დაშვებულს, კანონიერსა და ასე ვთქვათ, ყველაფერ „ლეგალურს“ აღნიშნავს. აშკარაა, რომ ორივე ამ სიტყვამ იპოვა თავის ადგილი ქართულ ენაში.

 

1-09-2015, 02:19 | მსოფლიო | ნანახია - 4236

რა გემართებათ, როცა რუსული ტელეარხებით „იკვებებით“?

გუგა ჯულუხიძე

 

წარმოიდგინეთ გარემო, სადაც ინფორმაციის მიღების ალტერნატიული საშუალება არ არსებობს, ან ადგილი, სადაც 24/7 რეჟიმში, საგარეო საფრთხეებსა და მოსალოდნელ გეოპოლიტიკურ აპოკალიპსზე გესაუბრებიან. ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ: „საფრთხე“, „აგრესია“, „პროვოკაცია“, „შიში“, „მტერი“, „განადგურება“... დაუფიქრდით ჟურნალისტების, ექსპერტების, ანალიტიკოსების რიტორიკას. შემდეგ, აღნიშნული საინფორმაციო რეჟიმი დროის გარკვეულ მონაკვეთზე „გადაამრავლეთ“ და... აცნობიერებთ, რომ რაღაც იცვლება თქვენში.

 

11-08-2015, 20:40 | მსოფლიო | ნანახია - 2721

ΔΑΡΣΝΗΣ ΆΤΡΟΠΌΝ - ზიმარქეს ელჩობის ბიზანტიური მარშრუტი შუა აზიასა და კავკასიაში

ΔΑΡΣΝΗΣ ΆΤΡΟΠΌΝ - ზიმარქეს ელჩობის ბიზანტიური მარშრუტი  შუა აზიასა და კავკასიაში

 

ედვარდ რთველაძე

 

სტატია ეძღვნება რიგი გეოგრაფიული დასახელებების ლოკალიზაციას, რომლებიც მოხსენიებულია ზიმარქეს ბიზანტიური ელჩობის აღწერაში თურქი კაღანის დიზავულის შტაბიდან ქალაქ ეკტაგში ქალაქ ტრაპზუნდამდე ქართულ ლაზიკაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ე.წ. დარინის გზის (ΔΑΡΣΝΗΣ ΆΤΡΟΠΌΝ) დაზუსტებას, რომელიც ავტორის აზრით გადიოდა ბორგუსტანის ქედის გასწვრივ (დარინის მაღლობი), მდინარე პოდკუმოკის ხეობაზე ქალაქი კისლავოცკიდან გუმ-ბაშის უღელტეხილამდე ამ მდინარის ზემო წელში.

 

5-08-2015, 17:49 | მსოფლიო | ნანახია - 2620

ირანი: როგორ სახელმწიფოსთან დადო შეთანხმება დასავლეთმა

ირანი: როგორ სახელმწიფოსთან დადო შეთანხმება დასავლეთმა

 

გიორგი იმედაშვილი

 

14 ივლისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა და გერმანიამ გააფორმეს შეთანხმება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, ამ უკანასკნელის ბირთვული პროგრამის დარეგულირების შესახებ. 

 

26-07-2015, 13:36 | მსოფლიო | ნანახია - 3322

ევრაზიული კავშირის კონტურები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ჰორიზონტზე

ევრაზიული კავშირის კონტურები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ჰორიზონტზე

 

დავით ბრეკი

 

აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები რომ საკმაო ბუნდოვანებით გამოირჩევა საყოველთაოდაა ცნობილი, ქვეყანას მკაფიოდ არ აქვს ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკური არჩევანი და ცდილობს საკუთარი ადგილი დასავლეთს, რუსეთსა და თურქეთს შორის იპოვნოს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და პირადად ქვეყნის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ პოლიტიკური მიმართულებების მსგავსი დივერსიფიკაცია აზერბაიჯანულ საზოგადოებაში აღიქმება მცდელობად, ქვეყანა არ იყოს დამოკიდებული ერთ, რომელიმე ძალასთან უპირობო კავშირზე, თუმცა მეორეს მხრივ,

მსგავსი ბუნდოვანება და გაურკვევლობა საბოლოო ჯამში დაღს ასვამს ქვეყნის განვითარებას.

15-07-2015, 21:59 | მსოფლიო | ნანახია - 2265

გახდება თუ არა დნესტრისპირეთი დიდი გეოპოლიტიკური თამაშის ქვაკუთხედი?

დავით ბრეკი

 

უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ დინამიურად ვითარდება მოვლენები დნესტრისპირეთის გარშემო, თუმცა ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არცთუ აქტიურად აშუქებენ აღნიშნულ საკითხს, განსხვავებით რუსული მასმედიისა, რომელსაც განგაშის ზარი აქვს ატეხილი დნესტრისპირეთში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და არცთუ ტყუილუბრალოდ, კრემლი გრძნობს რომ ბოლო დროს დნესტრისპირეთის მიმართ განხორციელებული თანმიმდევრული პოლიტიკის ფონზე შესაძლოა საფრთხის წინაშე დადგეს დნესტრისპირეთის „დამოუკიდებლობა“ და შესაბამისად უკრაინა-მოლდოვას შორის არსებული რუსული ანკლავი გაქრობის წინაშე აღმოჩნდეს.

6-07-2015, 14:22 | მსოფლიო | ნანახია - 2703

ISIS-ის „კავკასიის ვილაიეთი“, რუსული „რაზვოდკები“ და ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ISIS-ის „კავკასიის ვილაიეთი“, რუსული „რაზვოდკები“  და ვითარება ახლო აღმოსავლეთში

 

გიორგი იმედაშვილი

 

რამდენიმე დღის წინ, 23 ივნისს “ისლამურმა სახელმწიფომ ერაყსა და სირიაში“ გამოაცხადა ჩვენს რეგიონში ახალი პროვინციის „კავკასიის ვილაიეთის“ დაარსება და ამით როგორც იქნა მოახერხა და მიიპყრო ქართული მედიის ყურადღება. ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამიზმმა რომ დიდი ხანია მოიკიდა ფეხი, ახალი ამბავი არ არის, თუმცა დღესიათვის უძლიერესი ტერორისტული ორგანზიაციის კავკასიაში გამოჩენა, რასაკვრიველია, დიდ საფრთხეს წარმოადგენს მთელი რეგიონისათვის და თავისთავად, საქართველოსთვისაც.

 

4-07-2015, 15:36 | მსოფლიო | ნანახია - 5119

პოლიტიკური მიწისძვრა

პოლიტიკური მიწისძვრა

 

გუგა ჯულუხიძე

 

გასული წლის ზაფხულში, პოლონურმა გამოცემა Wprost-მა, ვინმე "პატრიოტი ბიზნესმენისგან" ფარული აუდიო ჩანაწერები მიიღო.

 

ანონიმური გზავნილის მთავარი გმირი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და იმ დროისათვის, პოლონეთში ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკოსი რადოსუავ შიკორსკი გახლდათ (CBOS-ის მიხედვით, 2014 წლის დასაწყისში, მისი პოპულარობის მაჩვენებელი 54%-ს აღწევდა).

 

1-07-2015, 18:19 | მსოფლიო | ნანახია - 2268

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია