„ამერიკული ოცნების“ საპირწონედ შემოგდებული „რუსული ოცნება“!

დავით ნებიერიძე

 

საქართველოში პოლიტიკური ვითარება 2016 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად იძაბება. საყოველთაო საარჩევნო უფლება, კი დემოკრატიის ქვაკუთხედია! და თუ, ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო თანხმობა, რომ განუხრელად ვადგავართ მდგრადი დემოკრატიის შენების გზას, მაშინ ეს უფლება მთავარი პოლიტიკური აზიმუტი უნდა იყოს, როგორც ყოველი პოლიტიკური სუბიექტისთვის, ასევე ნებისმიერი მოქალაქისთვის! თუმცა, დემოკრატიული არჩევნების პრინციპი, მხოლოდ ნებისა და საარჩევნო უფლების თავისუფლად რეალიზების დეკლარირება არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია, თუ რა წესებით და რა ინსტრუმენტებით მიიღწევა ეს უფლება. ამიტომ, დემოკრატია პირველ რიგში დემოკრატიული გარემოს შექმნა და საერთო დემოკრატიული ფასეულობების რეალიზებაა. 

 

15-04-2015, 12:36 | მსოფლიო | ნანახია - 2248

კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული რეაგირებას მოითხოვს

კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული რეაგირებას მოითხოვს

 

ე.წ. “ისლამური სახელმწიფო” მის მიერ ერაყისა და სირიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადის უმძიმეს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ - მასობრივად და საჯაროდ სიკვდილით სჯის მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს. ტერორისტების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენები, როგორებიცაა ქრისტიანები, შიიტები, ალავიტები, იეზიდები და ეთნიკური ქურთები.

14-04-2015, 15:06 | მსოფლიო | ნანახია - 9921

ბრიტანეთის საპარალამენტო არჩევნები

ბრიტანეთის საპარალამენტო არჩევნები

 

გიორგი ბადრიძე

 

2015 წლის 7 მაისს დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ეს ქვეყანა საქართველოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და აქედან გამომდინარე, ამ არჩევნების შედეგი ჩვენთვის საყურადღებოა.

 

წესით, დევიდ კამერონს, კონსერვატიული პარტიისა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კოალიციური მთავრობის მეთაურს, სადარდებელი არაფერი უნდა ჰქონდეს - მისი ხუთწლიანი მმართველობის განმავლობაში ბრიტანეთი გამოვიდა ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან, შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტი და ინფლაცია ნულზე დავიდა, მშპ-ს ზრდა მსოფლიოს განვითარებულ ეკონომიკებს შორის ყველაზე დიდია, შეიქმნა უპრეცედენტო რაოდენობის ახალი სამუშაო ადგილები და გაიზარდა რეალური შემოსავალი, ისტორიულ მინიმუზე დავიდა საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთი, მნიშვნელოვნად გაიზარდა სკოლების რაოდენობა, ისევე, როგორც ექიმების რიცხვი სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაში.

 

6-04-2015, 09:41 | მსოფლიო | ნანახია - 1314

დასავლეთი ირანს შეუთანხმდა: მარცხი თუ გამარჯვება?

დასავლეთი ირანს შეუთანხმდა: მარცხი თუ გამარჯვება?

 

გიორგი იმედაშვილი

 

რაც ამ დღეებში შვეიცარიის ქალქ ლოზანაში მოხდა უკვე ყველამ ძალიან კარგად ვიცით. 1979 წლის შემდეგ ირანელებმა და ამერიკელებმა პირველად მიაღწიეს შეთანხმებას მოლაპარაკებების მაგიდასთან. თავისთავად ეს ფაქტი, რასაკვირველია, უკვე სენსაციურ ისტორიულ მოვლენად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ, რომ ეს შეთანხმება რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე ირანის ბირთვული პროგრამის დარეგულირებას ეხება, ამ მოვლენის ისტორიული მნიშვნელობა უფრო აშკარა ხდება.

5-04-2015, 13:00 | მსოფლიო | ნანახია - 3029

ირანული გაკვეთილი საქართველოს ხელისუფლებას

ირანული გაკვეთილი საქართველოს ხელისუფლებას

 

გრიგოლ ვაშაძე

 

ეს სტატია ივერიაში დაიბეჭდა 2013 წლის 15 ნოემბერს. როგორც აღმოჩნდა სტატიაში წარმოდგენილი პროგნოზები სრულად გამართლდა.

 

გასულმა კვირამ და მიმდინარე კვირის დასაწყისმა მეტად მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური მოვლენა შემოგვთავაზა. რიგი "ექსპერტებისა" ამ ფრაზას "ისეთი, რომ არავინ ელოდა"-საც დაუმატებდა. თუმცა დიპლომატებისთვის არაფერი დიდად გასაკვირი არ მომხდარა: საერთაშორისო სანქციებით დაღლილი ირანი და ეკონომიკური კრიზისის, ერაყის, ლიბიის, მალის, ავღანეთის და სირიის პრობლემებში (სხვა რომ არ ვახსენოთ!) ყელამდე ჩაფლული დასავლეთი "განწირულები" იყვნენ, თავისი ჟენევური დიალოგი ურთიერთდათმობის გზით წაეყვანათ.

4-04-2015, 18:12 | მსოფლიო | ნანახია - 5361

პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი


გიგი კუბლაშვილი

 

სულ რამოდენიმე დღის წინ 29 მარტს, ჩვენგან არცთუ შორეულ მეზობელ ქვეყანაში უზბეკეთში, საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ქვეყნის მეთაურის სავარძელს კვლავ ისლამ კარიმოვი დაიკავებდა.

 

არჩევნებში რამოდენიმე კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. უზბეკეთში 21 მილიონამდე ამომრჩეველია, აქედან 17 მილიონმა ხმა ისლამ კარიმოვს მისცა, მან ხმების 90.39 პროცენტი დააგროვა.

 

4-04-2015, 18:10 | მსოფლიო | ნანახია - 1757

,,ავღანური მახე“ - ამერიკელები დროებით რჩებიან ...

გიგი კუბლაშვილი

 

საქართველოში არსებულმა მძიმე პოლიტ-ეკონომიურმა კრიზისმა, დროებით არააქტუალური გახადა ჩვენგან სამხრეთ-აღმოსავლეთით მიიმდინარე გლობალური ხასიათის ამბები. რამდენიმე დღის წინ, ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ განი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ვაშინგტონში, თავისი კოლეგის პრეზიდენტ ბარაქ ობამას მიწვევით. ობამამ, პრეზიდენტ განის ხან პრეზიდენტი ყარზაი უძახა, ხანაც ხამიდ ყარზაი. თუმცა პრეზიდენტი განი, როგორც აღმოსავლური დიპლომატიური სკოლის ღირსეულ წარმომადგენელს შეეფერებოდა, ემოციების გარეშე და ღიმილის თანხლებით აგრძელებდა “სუპერ სახელმწიფოს” ლიდერთან საქმიან საუბარს.

 

 

29-03-2015, 11:12 | მსოფლიო | ნანახია - 1934

რუსეთი ნატოსთან დაპირისპირებს ახალ ფაზაში გადადის

რუსეთი ნატოსთან დაპირისპირებს ახალ ფაზაში გადადის

 

გიორგი იმედაშვილი

 

ახალმა დიპლომატიურმა სკანდალმა ამ კვირაში ნატოსა და რუსეთის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. კოპენჰაგენში რუსეთის ელჩმა, მიხაილ ვანინმა განაცხადა, რომ თუკი დანია „ნატოს“ ანტისარაკეტო თავდაცვის სიტემას შეუერთდება, დანიის სამეფო ფლოტი რუსული ატომური რაკეტების სამიზნედ იქცევა. რასაკვრიველია, ამ განცხადებას დასავლეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

28-03-2015, 00:52 | მსოფლიო | ნანახია - 1810

არქტიკის მინერალური და ენერგო რესურსებისთვის ბრძოლაში რუსეთი ნატო-სთან დამარცხდა

კოტე იოსელიანი

 

არქტიკის რეგიონში მიმდინარე კლიმატური ცვლილებები, ძალიან მალე დიდ გავლენას მოახდენს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებზე. “ზემო-ჩრდილოეთში” ყინულის რაოდენობის მკვეთრი შემცირება და ჩვენი ეპოქის ტექნოლოგიური განვითარება, ქმნის ამ რეგიონის მინერალური და ენერგო რესურსების მოპოვების და გამოყენების ხელსაყრელ პირობებს. ყინულის მასიური დნობა, ტრანს-არქტიკური გადაზიდვების ხაზების გახსნას გახდის შესაძლებელს, რაც საფუძვლიანად შეცვლის გლობალური ტრანსპორტიზაციის არსებულ მოდელს. ერთი სიტყვით, ჩრდილოეთში მიმდინარე მკვეთრი კლიმატური ცვლილებები, ამ რეგიონის ეკონომიკურად ათვისების წინაპირობაა და შეიცავს განვითარების უზარმაზარ პოენციალს, რაც უკვე აისახება რეგიონის მიმართ დიდი კომპანიების ღია დაინტერესებით.

25-03-2015, 11:06 | მსოფლიო | ნანახია - 2191

პასუხი პოლონურად

პასუხი პოლონურად

გუგა ჯულუხიძე

 

უკანასკნელი წლების განმავლობაში, პოლონეთში თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდასა და შეიარაღების მოდერნიზებაზე საუბრობენ. ეს ინიციატივა, ჯერ კიდევ ლეჰ კაჩინსკიმ გააჟღერა და ამ საკითხს აქტუალურობა, არც პრეზიდენტის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ დაუკარგავს.

9-03-2015, 11:45 | მსოფლიო | ნანახია - 3167

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია